"მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ" - რას აცხადებს კვლევებზე IRI-ს ყოფილი თანამშრომელი
"მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ" - რას აცხადებს კვლევებზე IRI-ს ყოფილი თანამშრომელი
"გამოკითხვის შედეგად მიღებული რეალური სურათი საშუალო რგოლში კორექტირდება"

"ქართული ოცნება" - 20%, "ნაციონალური მოძრაობა" - 19%, "თავისუფალი დემოკრატები"- 13%, "ლეიბორისტული პარტია"- 8% - პარტიების ინფორმაციით, ასეთია IRI-ს­ კვლევის შე­დეგები, რომელიც საერთაშორისო რე­ს­პუბლიკურმა ინსტიტუტმა ჯერ პოლიტიკურ ორგანიზაციებს გააცნო, საზოგადოებისთვის გასაჯაროებას კი რამდენიმე დღეში გეგმავს. რამდენად სანდოა ეს მონაცემები და რა პრინციპით ტარდება კვლევები საქართველოში, "კვირის პალიტრასთან" IRI-ს ერაყის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა საუ­ბრობს:

- "IRI-სა და NDI-ს"კვლევები საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე
ტარდება, თუმცა აპრობირებული მეთოდია - კვლევების კორექტირება სხვადასხვა ძალისთვის სასურველი პოლიტიკოსების სასარგებლოდ ხდება. როგორც წესი, გამოკითხვის შედეგად მიღებული რეალური სურათი საშუალო­ რგოლში კორექტირდება, ანუ საველე მკვლევრები დამკვეთს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ასე ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს - მკვლევრებს პირდაპირ სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი და მათ ნებისმიერ ბრძანებას
უპირობოდ ასრ­ულებდნენ. რაც შეეხება IRI-სა და NDI-ს, საერთოდ, კვლევა ორი პრინციპით ტარდება: ჯგუფებს წინასწარ ამუშავებენ და რესპონდენტად არჩევენ იმ ოჯახის წევრს, ვინც უნდა გამოჰკითხონ. ეს ნიშნავს, რომ მკვლევარმა დაახლოებით იცის, რა განწყობის ჯგუფთან მიდის სამუშაოდ.

სხვათა შორის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ამერიკაშიც ბევრი აკრიტიკებს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ კვლევის¬ სპონსორი შვედეთის სამთავრობო ფოNDI "სიდაა", რომელსაც შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი კარლ ბილდტი კურირებს. ზოგჯერ პოლიტიკური რეიტინგების საბოლოო კორექტირება ვაშინგტონის მთავარ ოფისშიც ხდება.

- რა პრინციპით?
- იმისთვის, რომ საზოგადოებაზე პოლიტიკური გავლენა მოახდინონ და ხელისუფლებასაც მათთვის სასურველი გზავნილი მიაწოდონ, კვლევის კორექტირებაში ამერიკის ოფისიც ერთვება. სხვა მხრივ, წარმოუდგენელია, "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებაში 19%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩემი ინფორმაციით, ეს რიცხვი დღეს 4-5%-ს არ სცდება, თანაც IRI-ს შემთხვევაში ჯერ ისიც არ ვიცით, გამოკითხულთა რამდენი პროცენტიდან გამოიანგარიშეს სააკაშვილის პარტიის 19%. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, ვის მისცემს ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" ნდობას არ გამოუცხადებს. გამოკითხულთა ამ ჯგუფიდან "ნაციონალების" მხარდამჭერი საკუთარ სიმპათიას აუცილებლად გაახმოვანებდა, რადგან აქსიომაა - თუ ქვეყანაში ხელისუფლების შიში არ არის და მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არ ატერორებენ, ხალხი კვლევებში უმეტესწილად ოპოზიციური პარტიისთვის მხარდაჭერას აფიქსირებს. დღეს ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველს პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

საერთოდ, ამ ორგანიზაციების რეპუტაცია განსაკუთრებით მას შემდეგ შეილახა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ადგილობრივ კონტრაქტორ ორგანიზაციასაც, რომელსაც NDI საქართველოს მასშტაბით კვლევებს უკვეთს, დღემდე "ნაციონალების" მეგობარი ხელმძღვანელობს.

- ფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებას" 20%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს?
- მოსახლეობა "ქართული ოცნების" უუნარო პოლიტიკით ბოლო პერიოდში ძალიან უკმაყ­ოფილოა, მაგრამ თუ მმართველი­ გუNDI სწორ საარჩევნო კამპანიას­ ჩაატარებს და ქმედით სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის ნდობის დაბრუნების რეს­ურსი ჯერ კიდევ აქვს. თანაც, თუ "ქართული ოცნება" ნდობას კარგავს, სულაც არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მის ალტერნატივად "ნაციონალურ მოძრაობას" განიხილავს.

თუ საზოგადოებაში "ქართული ოცნების" რეიტინგი იკლებს, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა არ მატულობს, პირიქით, ბოლო პერიოდში დინამიკურად მცირდება. ეს მათ აქციებზეც ცხადი შეიქნა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ NDI-ს­ კვლევის მიხედვით, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი რეიტინგში გიორგი კვირიკაშვილს მნიშვნელოვნად უსწრებენ. რეალურად, კვირიკაშვილმა საზოგადოებაში აბსოლუტურად სხვა მოლოდინი შექმნა და დღემდე მყარი მხარდაჭერით სარგებლობს. დავით ბაქრაძე კი ისევ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება, რომელიც თავად ამ პარტიისთვის მოუშორებელ ტვირთად იქცა. ჩემი აზრით, მმართველ გუნდს არსებული საკმაოდ რთული გამოწვევების ფონზეც კი, 40%-მდე რეიტინგი მაინც უნდა ჰქონდეს.

ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მოდუნების უფლება აქვს, პირიქით, თუ "ქართული ოცნება" საარჩევნო ყუთამდე ამომრჩევლის მიყვანას ვერ მოახერხებს, შესაძლოა, რეალურ რეიტინგზე ნაკლებიც კი მიიღოს, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებაზე იმუშავებს.

- რამდენად ახდენს გავლენას მსგავსი კვლევები საზოგადოების პოლიტიკურ განწყობაზე?

- კვლევის შედეგების მიზანი სწორედ ესაა - წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე პოლიტიკური გავლენა მაქსიმალურად მოახდინოს, თუმცა საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა, შესაბამისად, მარტივი ტრიუკებით მოსახლეობას ვეღარ მოატყუებ. მით უმეტეს, ხალხს კარგად ახსოვს 2012 წელს გამოქვეყნებული შედეგები და არჩევნებში პარტიების რეალური მონაცემები - 41%-იანი ცდომილება ორგანიზაციებს დიდხანს გაჰყვებათ.

მკითხველის კომენტარი (10)
cugo
30 აპრილი 2016 15:44
ხალხნო,გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ნაცების ვირეშმაკობას.როცა ისინი თავიანთ წარსულზე და გამოცდილებაზე ლაპარაკობენ ყურადღებას ამახვილებენ მარტო ეკონომიკაზე.ამბობენ,რომ მათ აქვთ გამოცდილება და შეუძლიათ ქვეყანა გამოიყვანონ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან.იმაზე არაფერს ამბობენ რომ მათ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ ადამიანების კვლაში,წამებაში,გაუპატიურებაში,ბიზნესის დატერორებაში,ტელევიზიების დარბევა-დახურვაში,არჩევნების გაყალბებაში და ათას უბედურებაში.ეს შეგნებულად კეთდება,რათა ხალხს დაავიწყდეს მათი 9 წლიანი ,,საქმენი საგმირონი,,.მაგრამ ეს არ მოხდება.ხალხს ყოველთვის ემახსოვრება,რომ 9 წელი ქვეყანას მართავდა კრიმინალები,და ისინი ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.
cugo
30 აპრილი 2016 12:46
ვინ დაიჯერებს ამ კვლევის შედეგებს,როგორ შეიძლება ნაციონალების რეიტინგი იზრდებოდეს. თუ ნამდვილად ასეა ,მაშინ გამოდის რომ ხალხს მონატრებია ქუჩაში შვილების ხოცვა,წამება,გაუპატიურება,ტერორი და ათასი უბედურება.ვისთვის წერენ ასეთ სისულელეებს.ვაი თქვენს პატრონს ნაცებო,ბიძინამ ისე დაგარეტიანათ,არც კი იცით რას აკეთებთ.
ნოსტრა
30 აპრილი 2016 00:04
სავსებით დამაჯერებელია!
ნაცებს კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ არჩევნების მერე მიშა ჩამოვა საქართველოში და ამას მთელი საქართველო მიესალმება: ვანო და ბაჩო ცოდვები არიან მის გარეშე.
ნოსტრა
29 აპრილი 2016 23:39
სავსებით დამაჯერებელია!
ნაცებს კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ არჩევნების მერე მიშა ჩამოვა საქართველოში და ამას მთელი საქართველო მიესალმება: ვანო და ბაჩო ცოდვები არიან მის გარეშე.
nika
29 აპრილი 2016 23:23
ამან რა ყველაფერი იცის
გოგლა
29 აპრილი 2016 19:33
"თუ მმართველი­ გუნდი სწორ საარჩევნო კამპანიას­ ჩაატარებს და ქმედით სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის ნდობის დაბრუნების რეს­ურსი ჯერ კიდევ აქვს" - ამასაც ცოდნა და მცოდნე უნდა, ჩემო ირაკლი. კადრებში აშკარად მოიკოჭლებენ.
მაკა
29 აპრილი 2016 19:14
ვეთანხმები ირაკლი გოგავას. ფაქტობრივად, ჩემი სათქმელი თქვა. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთია ქართველი ხალხის განწყობა.
ბატონო ირაკლი, პოლიტიკაში მეტი აქტიურობისაკენ მოგიწოდებთ. სწორედ, პროფესიონალების და პრაქტიკოსების ნალებობაა დღევანდელ მთავრობაში. ცოდვაა ქართველი ხალხი, დაიღალა ამდენი უვიცი და უნიათო ჩინოვნიკის ხელში.
წარმატებას გისურვებთ!
givi
29 აპრილი 2016 11:30
ვეთანხმები ირაკლის.კვლევები არა რეალურია,ამერიკამ და მისმა სატელიტმა სამსახურებმა დაიწყეს ხალხის ტვინების დამუხტვა მათვის სასურველი ინფორმაციით,ფრთხილად ქართველებო,მეტი იფიქრეთ,ცივი გონებით გადაწყვიტეთ,ჭკვინი კაცი ერთდა იმავე ორმოში 2 ჯერ არ ჩავარდება.
ლევანი
29 აპრილი 2016 11:04
ალიანსი ყველაზე მზარდი პარტიაა ,ოცნებას რეიტინგი 40% ძალიან საეჭვოა გაუჭირფება მაგრამ შეიძლება,ნაციონალები რომ არწ ნ.დ აი. და რუსთავი2 საერთოდ იარსებებდა დღეეს ბარიერი შეიძლება გადალწხონ მედიას დიდი ძალა აქვს ,შეუძლია ხალხს ტვინი გამოურეცხოს ამ სექტა ტვ_მ ნათელაშვილს ყავდა მყარი ამ იმ ჩეველი ადრე მაგრამ ბევრი დაკარგა ასე რომ 8% არა რეალურია ბარიერს მიღმა დარჩება შალვა .ალადანია კი არის 10%_ტში მაგრამ თუ უნდა რომ მოიმატოს % ნაცებს და რუსთავი2_ს ცოტა დისტანციიდან ეურთიერთონ მესმის პრო დასავლური ამომრჩეველზე ჩალუჩობს მაგრამ ნაცებე რაც აქვთ იმაე ვერ ეაართმევ სექტაა ეგ :))) ბურჯანაძე 10% უპრობლემოდ ექნება პატრიოტთა ალიანსის რეიტინგი იზრდება და 20-25% აღება ამ მდგომარეობით უკვე შეუძლია სასტიკად წინააღმდეგია ალიანსის ზუსტად ეგ ndi. Iri, სათაო ოფისი ნაცების დაკვეთით რა თქმა უნდა
მოკლედ
29 აპრილი 2016 11:00
მოკლედ, წინა არჩევნებისას მე რამდენჯერმე მკითხეს ვის მიცემ ხმასო. ყოველთვის ვპასუხობდი ნაცებს მეთქი და ვაწერინებდი, რომ ოჯახიც ასე მოიქცევა თქო. სინამდვილეში არ ვაპირებდი და არც მიმიცია ნაცებისთვის ხმა. ასე რომ მაშინდელი გამოკითხვა რეალობას არ ასახავდა იმიტომ რომ ხალხი ცრობდა. მეც ვცრუობდი შიშის გამო.
ეხლაც თუ ეგრეა გამოდის ოცნებას 20% კი არა 2% უქერს მხარს.
ასე რომ ოცნება მოთავდა, ჩემი მისდამი განვლილი სიმპატიების მიხედავად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?