"კეზერაშვილს ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს" - ვინ და რატომ აფარებს ხელს თავდაცვის ექსმინისტრს?
02-05-2016
"კეზერაშვილს ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს" - ვინ და რატომ აფარებს ხელს თავდაცვის ექსმინისტრს?
"ქვეყანაში სამართლიანობა უშინაარსო სიტყვად იქცა"

კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო აგვისტოს ომის დროს, ამ ომში კი ქართველები სამარცხვინოდ დავმარცხდით. დამარცხების გარდა, საკუთარი მოქალაქეების წინაშე დანაშაულიც ჩავიდინეთ და მტერთან ბრძოლისას ბედის ანაბარა დავტოვეთ. თავდაცვის მინისტრს ამაზე პასუხი არ უნდა ეგო?! არ გამოვრიცხავ, კეზერაშვილზე ხელის დაფარება იმითაც არის განპირობებული, რომ მას ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს


თუ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე დიდ ბრიტანეთში
ვესტმინისტერის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას უარი უთხრა, ქართულმა­ მხარემ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ გამოიყენა და მის ძალაში შესვლას­ მშვიდად დაელოდა. დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა კი გადაწყვეტილება სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინა და მოსამართლე ნინო ელიაშვილს შუამდგომლობით მიმართა, რათა ბრალდების საქმეს,­ რომელიც დავით კეზერაშვილის მიერ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას
ეხება, მტკიცებულებად დაერთოს. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო. პროკურატურის უმოქმედობაზე "კვირის პალიტრას" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ესაუბრა:

- ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურა დიდი ხნის წინ დადგმულ სცენარს დღესაც წარმატ­ებით ათამაშებს - არ არსებობს ნება, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დანაშაულებისთვის პასუხი აგებინონ. თუ ადრე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ პროკურორები გამოუცდელობის გამო შეცდომებს უშვებდნენ და ექსტრადირების საკითხიც ამით იყო განპირობებული, დღეს ნათელია, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეგნებულად კეთდება. ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო - პროკურატურა საზოგადოებას უსამართლობასთან შეგუებისკენ მოუწოდებდა, დღეს კი, თურმე, იმასაც მშვიდად უნდა შევხვდეთ, რომ საგამოძიებო უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნებაც კი არ აღმოაჩნდა. ეს დამოკიდებულება უკვე პოლიტიკად ჩამოყალიბდა.

- რა არის ამის მიზეზი, გარიგება?

- გადავხედოთ, რა მოხდა პროკურატ­ურაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ? აბსოლუტურად არაფერი! უწყებაში ისევ ძველი პროკურორები მუშაობენ, რეფორმა კი, რომელიც თითქოს პარლამენტმა და მთავრობამ ერთობლივად დაიწყეს, მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევის წესის განსაზღვრით შემოიფარგლა. პროკურატურის საქმიანობის მთავარი არსი და პრინციპი უცვლელი დარჩა - უწყება დარღვევების გამოვლენასა და დამნაშავეების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას არ ცდილობს, ის მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამას ემატება ისიც, რომ მართლმსაჯულების სისტემაც გამართულად არ ფუნქციონირებს - შესაბამისად, ქვეყანაში სამართლიანობა უშინაარსო სიტყვად იქცა. საზოგადოება წინასაარჩევნოდ ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს - ხელისუფლების მართვის სადავეები ხელთ არ უნდა ჩაუვარდეს იმ პირებს, რომლებიც მსგავს უკანონობას უშვებენ. არ შეიძლება,­ დავით კეზერაშვილი ანგელოზად გამოგვიცხადონ. ის დანაშაულებრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი რგოლი გახლდათ, თანაც, სხვადასხვა წელს სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებებს ხელმძღვანელობდა - თავდაცვის მინისტრი იყო აგვისტოს ომის დროს, ამ ომში კი ქართველები სამარცხვინოდ დავმარცხდით. დამარცხების­ გარდა,­ საკუთარი მოქალაქეების წინაშე დანაშაულიც ჩავიდინეთ და მტერთან ბრძოლისას ბედის ანაბარა დავტოვეთ. თავდაცვის მინისტრს ამაზე პასუხი არ უნდა ეგო?! არ გამოვრიცხავ, კეზერაშვილზე ხელის დაფარება იმითაც არის განპირობებული, რომ მას ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს.

- თქვენი აზრით, ინფორმაციის შენახვის სანაცვლოდ, მოქმედი მაღალჩინოსნებიდან ვინ ლობირებს თავდაცვის ყოფილ მინისტრს?
- მინისტრებს, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, თუმცა, თუნდაც თავდაცვის სამინისტროში არიან საკმაოდ გავლენიანი რგოლები, რომლებსაც პროკურატურასთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ. თუნდაც საფინანსო პოლიცია ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული და ისინი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში. შიდა დინებები და გარიგებები ყოველთვის დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, ვიდრე ღია პოლიტიკური­ დაპირისპირებები. "ძაღლი ძაღლის ტყავს­ არ დახევს" - საქართველო დღეს ამ პრინციპით იმართება. დანაშაულით გადაჯაჭვული მაღალჩინოსნები ერთმანეთის გადარჩენას პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად ცდილობენ. იმედია, ეს პროცესი არჩევნების შემდეგ მაინც დასრულდება.

რუსუდან შელია
777
10 მაისი 2016 10:19
კარგია, ბოლოს და ბოლოსიმის იმის აღიარება, რომ ფინანსური პოლიცია ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული. პროკურარურის ხელმძრვანელობაც დაკომპლექტებულია ფინანსური პოლიციის ძველი ყოფილი კადრებით. რა გინდათ ეხლა, ამათ გინდათ გამოიძიონ წინა ხელისუფლების დანაშაულებები; მეტი არა ჩვენი მტერი!
Beqa
09 მაისი 2016 14:02
Qalbatono muxashavria guriashi txilis kooperativs ro aketebdit xalxs sawevroebi ro daadebinet da daikarget esec prokuraturam unda gamoidzios
Natela
09 მაისი 2016 11:41
XიზანაიძE პროკურატურაშIი რომ მუსაობს Aმის სემდეგ რა ვტქვა

რედაქტორის რჩევით