"ეს ყველაფერი რევოლუც­იური სცენარის ნაწილია" - რისთვის ემზადება "ნაციონალური მოძრაობა"?!
02-05-2016
"ეს ყველაფერი რევოლუც­იური სცენარის ნაწილია" - რისთვის ემზადება "ნაციონალური მოძრაობა"?!
"იმხელა იყო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულის მასშტაბი, რომ მას ადეკვატური პასუხი ვერ გაეცა"

"ნაცმოძრაობის" მთავარი ამოცანაა, არეულობის ინსპირირებით მოახერხონ არა ის, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, არამედ ქვეყანას პრობლემები შეექმნას"


არცთუ ისე დიდი ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აცხადე­ბდნენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებდა­ დიდი უპირატესობით გამარჯვებას. დღეს მათი რიტორიკა აშკარად შეცვლილია " "ნაციონალები" თავდაჯერებით აცხად­ებენ, რომ არჩევნების შემდეგ სწორედ ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. აქეთ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი
"იმუქრება", რომ არჩევ­ნების შემდეგ­ "ეგრევე დაბრუნდება საქართველოში", იქით გივი თარგამაძე მოუწოდებს პოლიციელებს, "სამი თვე მოითმინონ"... შეცვლილია ტაქტიკაც " აგრესიული საპროტესტო აქციები (ერთი მაგა­ლითი რამდენიმე დღის წინ მერიასთან ვიხილეთ), რომლებიც "მოდი, დამარ­ბიეს" მეთოდს უფრო წააგავს. ამან­ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაუჩინა კითხვები " ხომ არ ემზადება "ნაცმოძრაობა"
კარგად გათვლილი რევოლუციური სცენარისთვის? საქართველოში მდგომარეობის დაძაბვა და ქაოსის შექმნის მცდელობა გამ­ოიწვევს იმას, რომ ქვეყანა კარგა ხნით დაემშვიდობება ევროინტეგრაციას და ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით უკან გადადგამს გიგანტურ ნაბიჯს. პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას დაეკისრება(!).

"ქართულ ოცნებას" ეგონა, ურჩხულის გადმობირებას შეძლებდა, მაგრამ..."

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
"ნაც­მოძრაობის" ბოლოდროინდელ მოქმედებებში აშკარად ჩანს, რომ ამის უკან პოლიტტექნოლოგიური გათვლებია და ეს ყველაფერი რევოლუც­იური სცენარის ნაწილია.
თუნდაც ის, რომ ერთი ადამიანი " ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ ამოღებული მიზანში. დააბრალო ადამიანს ის, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია, ესეც პოლიტტექნოლოგიურად ნაცადი ხერხია. მაგალითად, ივანიშვილისთვის ბუნებასთან ურთიერთობა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ამ მიმართულებით. ვიცი, რომ აბსოლუტურად უანგაროდ ტყის მასივების განახლებას აფინანსებს ისე, რომ ამაზე არც ლაპარაკობს, ამხელა სანერგე­ აჩუქა სახელმწიფოს და ნახეთ, ერთი ხის გადარგვაზე რა ამბავი ატეხეს. "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანაა, არეულობის ინსპირირებით როგორმე მოახერხონ არა ის, რომ მომავალ არჩევნებში გაიმარჯვონ, არამედ ის, რომ ხელისუფლება დამარცხდეს­ და ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნას. მესმის იმ ადამიანების, ვინც ამბ­ობს, რომ "ნაცმოძრაობის" ასეთი მოძლიერება ხელისუფლების უუნა­რობისა და მისი შეცდომების ბრალია. ეს უკვე სახელმწიფოს უქმნის პრობლემას. გავიხსენოთ კოაბიტაციის თემა,
მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი ამ ფორმით კოაბიტაციის, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები მიმტკიცებდნენ, ეს დასავლეთის უპირობო მოთხოვნააო. არადა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ითხოვდნენ კოაბიტაციას­ პოლიტიკურ ძალასთან და არა დამნაშავე რეჟიმთან, თუმცა, ეს რატომღაც არ გაითვალისწინეს და ამის შედეგია, რომ დღეს ხელისუფლებაში კვლავაც კოლექტიური მურუსიძე გვყავს.

ამ ხელისუფლების ტრაგედიად იქცა ის, რომ სააკაშვილის დანა­ტოვარ სისტემასთან ურთიერთობაში გარკვეული კომფორტი იგრძნეს, იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც სისტემური დანაშაულის ტექნიკურად შემსრულებლები იყვნენ. დღეს ეს ხელისუფლება ამ სისტემის მძევლად არის ქცეული­. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, კოაბიტაციის ფარგლებში დაეწყოთ ამ ურჩხულთან თანამშრომლობა, იმ იმედით, რომ მის გადმობირებას და მართვას შეძლებდნენ, მაგ­რამ ასე არ მოხდა.
ეს არის ადამიანების კასტა, რომელთა გარყვნილება მემკვიდრეობით გადადის ხელისუფლებიდან ხელისუფლებაზე. მათთან საქმის დაჭერა იყო "ქართული ოცნების" ფატალური შეცდომა, ახლა კი ვხედავთ, რომ ეს ურჩხული ხელისუფლების შეჭმას აპირებს და მოახერხებს კიდეც, თუ არ ეყო ხელისუფლებას ჭკუა, არ გამოფხიზლდა და ეფექტიანად არ დაიწყო მოქმედება.

გავიხსენოთ ათასობით ფარული ჩანაწერი, რომელიც დღესაც ყოფილი ხელისუფლების ხელშია. როდესაც "ნაციონალები" მიიჩნევენ, რომ დადგა სახელისუფლებო ან საარჩევნო გადატრიალების დრო, სწორედ მაშინ ამუშავდება კომპრომატებით "მასობრივი­ მართვის" სისტემა და იმ ადამიანებმა, ვინც დღემდე რჩებიან სახელისუფლებო სტრუქტურებში, პროცესების რევოლუციური განვითარების რეჟიმში შესაძლოა, დაიწყონ საბოტაჟი, სხვადასხვა დესტრუქციული აქციების ინსპირირება, რისი მიზანიც ხელისუფლების ინსტიტუციური ჩამოშლა იქნება.

მე გესაუბრებით ძალიან დიდ და მას­შტაბურ რევოლუციურ ოპერაციაზე, რომლის დაგეგმვის და განხორციელების რესურსი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, თუმცა საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაძლიერების გარეშე ეს არ გამოვა. დღეს ამის საფუძველი თით­ქოს არ ჩანს, თუმცა ხვალ და ზეგ რა იქნება,­ ვინ იცის? მით უფრო, თუ ხელის­უფლებამ კვლავაც ასე დახუჭა თვალი და სააკაშვილისეული სისტემისგან გათავისუფლება არ სცადა. თუ ისევ გააგრძელეს ამ ურჩხულთან თამაში და არ გამოფხიზლდნენ, პირველ რიგში, თავად დაზარალდებიან და ქვეყანაც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. დემოკრატია არ გულისხმობს დანაშაულებრივი რეჟიმის ნარჩენებთან თანამშრომლობას და მათ თავის ნებაზე მიშვებას, დემოკრატია კანონის უზენაესობაა, რაც თავის მხრივ, მკაცრი ზომების გატარებასაც გულისხმობს."

"ჰუმანურობა ხალხს ახალ უბედურებად არ უნდა ექცეს"


დათო მაღრაძე პოეტი:

" ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აშკარად მიღებული აქვთ ბელადისგან დავალება, იუზრდელონ, ითავხედონ, მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია, მათ სურთ არეულობა, რის უსუსურ მცდელობებსაც ვხედავთ, თუმცა, ჩემი აზრით, მიზანს ვერ მიაღწევენ. 2012 წელს არჩევნების გზით შეიცვალა რეჟიმი, რომლის მსგავსიც, როგორც წესი, კატასტროფულად ასრულებს არს­ებობას. ჩვენთან ასე რომ არ მოხდა, ეს ქართველი ხალხის მაღალ სამოქალაქო კულტურასა და ჰუმანურობაზე მეტყველებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" არ მოიმკა ის, რაც დათესა, ოღონდ ეს ჩვენს ხალხს ახალ უბედურებად არ უნდა ექცეს.­ ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ნება და უზრუნველყოს სტაბილურობა ქვეყანაში.

დიახ, ნამდვილად იმხელა იყო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულის მასშტაბი, რომ მას ადეკვატური პასუხი ვერ გაეცა.­ სასაცილოა, დღეს ქვეყნის ბედზე "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მხარდამჭერების ვიშვიში, თითქოს შვეიცარია გადააბარეს "ქართულ ოცნებას" და ამათ საქართველოდ აქციეს. სასაყვედურო შეიძლება ბევრი აქვს "ქართულ ოცნებას" და მთავრობას, მაგრამ არა მათგან. მაგალითად, ნამდვილად იმსახურებს საყვედურს მთავრობის არაჯანსაღი საკონცერტო ვნებ­ები. ეს სერიოზული შეცდომაა. კულტურის სამინისტროს ვალდებულება არ არის, შოუბიზნესი ბიუჯეტის პრიორიტეტად აქციოს".

ნათია დოლიძე
ლევან
16 მაისი 2016 14:14
კომენტარებში რა მაკვირვებს იცით? ოცნების სისუსტე (ფაქტია, რომ მთავრობა არ/ვერ იდგა თავის სიმაღლეზე) რა კავშირში შეიძლება იყოს ნაცების შესაძლო დაბრუნებასთან? რატომ არის ჩვენში დარჩენილი ასე მძაფრად მონური სინდრომი?! როგორც ძველი თაობა იტყოდა - "ულვაშა" (სტალინი) და მისი მმართველობის მეთოდები მოგენატრათ?! რა გჭირთ ხალხო, გამოფხიზლდით! ნაცების დაბრუნება არ შეიძლება!!! საბოლოოდ დაღუპავენ ქვეყანას! კაცების გამაუპატიურლები თუ გჭირდებათ, ღმერთმა მოგახმაროთ კაცებსაც და ქალებსაც! გაკეთდაო, კი ბატონო გაკეთდა ბევრი რამ, მაგრამ ჰიტლერმაც და ბოლშევიკებმაც ბევრი გააკეთეს, მაგრამ სადამდე მიიყვანეს ხალხი და ქვეყანა ყველამ ვიცით.
გამოფხიზლდით!!! ნუ გექნებათ მოკლე მეხსიერება!
ტოტო
13 მაისი 2016 17:50
ღვლაზე დიდი ავანტიურისტები დემაგოგები,ოცნებისტები და "პოეტი"მაღრაძეა!
ნანა
13 მაისი 2016 17:11
და ბოტანიკური ბაღი რომ აჩუქეს საკუთრებაში? ლარის კურსის თამაშით რომ ასეულობით მილიონი იხეირა მისმა ბანკმა? ხალხისთვის ერთი ცენტიც რომ არ ემეტება? ეგეც ბუნების განსაკუთრებული სიყვარულის ბრალია ბატონო ხუხაშვილო? ან რა ვაზელინი გისვია ასეთი რომ ამდენი წელი ცდილობ შეძრომას?

რედაქტორის რჩევით