"გამგებელმა 3 თვეში 2 ტონამდე საწვავი დახარჯა"
09-05-2016
"გამგებელმა 3 თვეში 2 ტონამდე საწვავი დახარჯა"
"სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ თავისი ძმების კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 389.412 ლარი გადაურიცხა"

ორი კვირის წინ ბაღდათის გამგებელი­ 227.000 ლარის გაფლანგვის ბრალდე­ბით დააკავეს, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა,­ რომ გლდანისა და სამგორის­ გამგე­ბლებმა თანამდებობები დატოვეს. როგორც ამბობენ, ცვლილებები სხვა გამგეობებშიც მოსალოდნელია. არასამთავრობო­ ორგანი­ზ­აცია "მედიატორი" დიდი ხანია გამგებლე­ბის საქმიანობას სწავლობს, კვლევის შედეგებს კი "კვირის პალიტრასთან" აჯამებს.

"400.000 ლარი ბიუჯეტიდან აორთქლდა"


ლევან ხაბეიშვილი, ორგანი­ზაცია "მედიატორის" ხელმძღვანელი:
- სამგორის უკვე ყოფილმა გამგებელმა
მეუღლის კომპანიას 15.000 ლარი გადაურიცხა. ამ საკითხზე გამოძიება არ ჩატარებულა. საბურთალოს რაიონის გამგებელმა თბილისობის დღესასწაულისთვის 2 კვირით ადრე დაფ­უძნებულ კომპანიას 12.000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები კომპანიამ არ შეასრულა. კრწანისის რაიონის გამგებელმა კოტე აფხაზის ქუჩაზე ჯერ სამუშაოები დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმა ხელშეკრულება ერთ-ერთ
კომპანიასთან. გლდანის უკვე ყოფილმა­ გამგებელმა ხელშეკრულების გაფორმებისას დოკუმენტებში ყოფილი გამგებლის სახელი და გვარი (ნოდარ სანდუხაძე)­ მიუთითა, ხელი კი თავად მოაწერა. ისნის გამგებელი სპორტული ღონისძიების ჩატარ­ებისთვის ათიათასობით ლარს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკა­რიანის შვილის კომპანიას ურიცხავს. ვაკის ახალმა გამგებელმა კი ყველა რეკორდი­ მოხსნა - 3 თვეში 2 ტონამდე საწვავი დახარჯა. ამ მაჩვენებლით ის მინისტრებს­ უსწრებს. ყოველდღიურად, ფაქტობრივად, საპატრულო ეკიპაჟზე მეტ საწვავს მოიხმარს.

- ტენდერებში თუ გამოიკვეთა დარღვევები?­
- ყველა რაიონში შეინიშნება ტენდენცია,­ რომ ტენდერებს რამდენიმე კვირით ადრე დაფუძნებული კომპანიები იგებენ. მიზეზიც მარტივია - მერიაში არაპროფესიონალები და არაკომპეტენტური პირები დასაქმდნენ... იდენტურია რეგიონებში­ დაფიქსირებული დარღვევებიც. ჩვენმა ორგანიზაციამ ბაღდათის გამგებელი კორუფციაში არაერთხელ ამხილა. სხვათა შორის, მან გვიჩივლა კიდეც, "მედიატორი" ღირსებას მილახავსო, თუმცა პროცესის დანიშვნაც კი ვერ მოესწრო, თანხების გაფლანგვისთვის რომ დააკავეს. საინტერესოა, ხაშურის მაგალითიც.

გამგეობამ კომპანიასთან ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 500.000 ლარზე მეტის ხელშეკრულება გააფორმა, 400.000 ლარზე მეტი ჩაურიცხა კიდეც, თუმცა სამ­უ­შაოების 5%-იც კი არ შესრულდა. ამას თავად გამგებელიც აღიარებს, მაგრამ პას­უ­ხისმგებლობას კომპანიას აკისრებს. 400.000 ლარი ბიუჯეტიდან აორთქლდა და ვის მიუძღვის ამაში წვლილი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. კორ­უ­ფციული გარიგების გარეშე ამ მასშტაბის­ თანხას კომპანიას არავინ ჩაურიცხავდა, მით უმეტეს მაშინ, როცა სამუშაოები დაწყებუ­ლიც არ იყო. ხაშურში კიდევ ერთი საეჭვო ხელშეკრულება ამოვქექეთ - ხცისსა­ და წრომში წყლის გასაყვანად კომპანიას 200.000 ლარამდე კონტრაქტი გაუფორმდა,­ თანხა მიიღო, თუმცა არაფერი გაუკეთებია. სენაკის გამგეობა და მისი გამგებელი თვითმმართველობის ისტორიაში განსაკუთ­რებული მოვლენაა. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ თავისი ძმების კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 389.412 ლარი გადაურიცხა. გარდა ამისა, ძმასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 3 დღით ადრე შვებულებაში გავიდა და ხელშეკრულ­ებას ხელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოაწერა.

დმანისის გამგებელმა 1.200.000 ლარის მიღება-ჩაბარების აქტს ხელი ისე მოაწერა, რომ გზის მონაკვეთზე ექსპერტიზაც კი არ ჩატარებულა. შედეგად, რეაბილიტირებული გზა ერთ თვეში დაინგრა.

გამგებლის პასუხი: "საწვავს არ ვსვამ"


ინფორმაციის გადამოწმება თავად გამგებლებთან ვცადეთ. თანამდებობიდან გადადგომამდე ორი დღით ადრე, გლდანის ჯერ კიდევ მოქმედმა გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ "მედიატორის" ბრალდებებს აბსურდი უწოდა და განმარტებაზე უარი განგვიცხადა. კომენტარზე უარს ამბობენ სამგორის გამგეობაშიც. ზოგადი პასუხი მივიღეთ კრწანისის გამ­გეობისგანაც:"აბსურდულს უწოდებენ "მედიატორის" დამფუძნებლის ბრალდებას. გამგეობის განმარტებით, წინ­ასწარ გაფორმებული ხელშეკრულების გარ­ეშე არც ერთი კონტრაქტორი კომპანია მუშაობას არ შეუდგება.

ნოდარ ტურძელაძე, ვაკის გამგებელი:
- საწვავს ნამდვილად არ ვსვამ, უბრალოდ, როდესაც მოსახლეობას პრობლემა ექმნება, ყოველთვის ადგილზე გავდივარ, თანაც შემოერთებული ტერიტორიებიც გვაქვს, ბეთანია, წყნეთი და ა.შ. ისე, დიდი მადლობა­ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც რეკლამას მიკეთებს და ამბობს, ბევრს დადისო. ეს ნიშნავს, რომ კარგად ვმუშაობ.

გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის გამგებელი: - როდესაც გამგებლად მოვედი, "მშენებელი 21" უკვე გამარჯვებული კომპ­ანია­­ იყო. დღეს მასთან კავშირი არ გვაქვს,­ ახლა სადაზღვევო კომპანიასთან ვდაობთ, რომ­ მიტოვებული ობიექტის ზარალი აგვ­ინაზღაუროს. ეს თანხა თავის დროზე გარ­ანტიის ფარგლებში გაიცა.
მშენებელმა­ სისულელეები ჩაიდინა. სასამართლოს აუცი­ლებლად მოვიგებთ და თანხასაც დავიბრუნებთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები