"რატომ ირაზმება სახელმწიფო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ?"
16-05-2016
"რატომ ირაზმება სახელმწიფო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ?"
ექსკლუზიური ინტერვიუ იმ კომპანიის ხელმძღვანელთან, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთს

"ლევან თარხნიშვილი კომპანიიდან მაშინ წავიდა, როდესაც ორგანიზაცია პოლიტიკურ კვლევებს არ ატარებდა"


NDI-ს კვლევის შედეგები საზოგადო­ებაში ყოველთვის არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს - კითხვები ჩნდება კვლევის­ მეთოდოლოგიასა და ტექნიკურ მხარეზეც, რადგან პოლიტიკოსთა ნაწილი 2012 წლამდე­ ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებსა და არჩევნებზე დაფიქსირებულ რეალურ შედეგებს შორის დაფიქსირებულ 41%-იან განსხვავებაზე დღემდე აპელირებს. ცნობილია, რომ ამერიკული ორგანიზაცია­ კვლევას უკვეთს საქართველოში მოქმედ კომპანია CRRC-ს, რომლის ხელმძღვანელმა
კობა თურმანიძემ "კვირის პალიტ­რის" კითხვებს ექსკლუზიურად უპასუხა:

- აუცილებელია, ადამიანებმა მოსაზრ­ებების დონეზე კი არა, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ილაპარაკონ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კითხვით მოგვმართოს და ყველა პროცედურაზე ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით. ამასთან, კვლევის გამოქვეყნებისთანავე მასალები ოფიციალურ საიტზე ამომწურავ­ად თავსდება. ინტერვიუ მხოლოდ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იგეგმება, ნებ­ისმიერ
ზრდასრულ მოქალაქეს აქვს შანსი,­ გამოკითხვის მონაწილე გახდეს.

- ალბათ, ხშირად გსმენიათ მოქალაქეების­ პრეტენზია, რომ მათ ირგვლივ წლებია, არავინ გამოუკითხავთ, არადა, NDI-სთვის კვლე­ვებს 2008 წლიდან წელიწადში საშუალოდ ოთხჯერ ატარებთ.
- პირადად მე გამოკითხვის ფარგლებ­შიც მოვხვედრილვარ და ბევრ ისეთ ადამი­ანსაც ვიცნობ, ვინც ინტერვიუერებმა გამ­ოჰკითხეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვლევის ფარგლებში 2000-დან 4000-მდე მოქალაქეს ვხვდებით, ქვეყანაში კი 3,5 მილიონი კაცი ცხოვრობს. რესპონდენტ­ები ყოველი კვლევის შემდეგ იცვლებიან.

- სწორედ ამას გეკითხებით, როგორ მოხდა, რომ თითქმის 8-წლიანი მუშაობის­ პერიოდში, მაშინ, როცა რესპონდენტები მუდ­მ­ივად იცვლებიან, საზოგადოების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს გამოკითხვის ნამდვილობას იმ მოტივით, რომ თავად ან მათი ნაცნობები თუ ახლობლები არასდროს გამოუკითხავთ?
- რას არ გაიგებ ჩვენზე, ისიც კი მსმენია, მსგავსი ორგანიზაცია არ არსებობსო... საიდან უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომ ის NDI-ს კვლევის ფარგლებში გამოჰკითხეს, როდესაც მათ დამკვეთს არ ვუსახელებთ? შემთხვევით შერჩეულ რესპონდენტებს ვეუბნებით, რომ გამოკითხვას პოლიტიკური განწყობის გამოსაკვლევად ვატარებთ.
პოლიტიკოსებსაც უთქვამთ, თქვენი კვლევის შედეგები ჩვენი პარტიის შიდასოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს არ ემთხვევაო, მაგრამ სად არის მათი მონაცემები? თუ ამ მასშტაბის განსხვავებაა, რატომ არ ასაჯაროებენ?

- თქვენი გამოკითხვები არც IRI-ს კვლ­ევის შედეგებს ემთხვევა, არადა, კვლევას დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ატარებთ და ორივე ორგანიზაციის მეთოდოლოგიაც, როგ­ორც სოციოლოგები ამბობენ, იდენტურია. მაგალითად, თქვენი მონაცემებით, პოლიტ­იკოსებს შორის "მოწონების რეიტინგში" დავით ბაქრაძე ლიდერობს, IRI-ს კვლე­ვის მიხედვით კი, პაატა ბურჭულაძე...
- სწორედ ეს დეტალებია მნიშვნელოვანი.­ შესაძლოა, ჩვენ და"IRI"გამოკითხვას დროის ერთ მონაკვეთში ვატარებთ, მაგრამ კითხვები ერთმანეთისგან რადიკალ­ურად განსხვავდება. რესპონდენტებისთვის­ არ გვიკითხავს, კონკრეტულად ბაქრაძე მოსწონთ თუ არა, ჩვენი კითხვა ზოგადი იყო - რომელი პოლიტიკოსი მოგ­წონთ? რესპონდენტებმა ათასამდე პოლიტ­იკოსი­ დაასახელეს, მაგრამ როდესაც მონაცემები შევაჯამეთ, ლიდერად დავით ბაქ­რაძე გამოიკვეთა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი შედეგი იყო."IRI-ს"კითხვა კი ბევრად კონკრეტული იყო და პაატა ბურჭულაძე ჩამონათვალშიც სახელდებოდა. ამიტომ ამ ორი კითხვის შედარება იგივეა, ერთმანეთს ვაშლი და ფორთოხალი რომ შევადაროთ.

- იქნებ განგვიმარტოთ, რა ლოგიკაა, როდესაც ჩამონათვალში რესპონდენტები პაატა­ ბურჭულაძეს ხაზავენ, ჩამონათვალის გარეშე კი დავით ბაქრაძეს ასახელებენ?

- კითხვის ფორმულირება მნიშვნელ­ოვანი ფაქტორია. ვისაც სხვა დეტალები აინტერესებს, აგერ არის IRI და აქ ვართ ჩვენც... იმის აკვიატება, რომ კვლევა ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ტარდება, მაგრამ სხვადასხვა შედეგს ვიღებთ, არასწორია.

- საგარეო მიმართულებითაც კითხვის ფორმულირებას აქვს მნიშვნელობა? ამ მხრივაც­ ორი ორგანიზაციის კვლევის შედეგებს შორის­ თითქმის 10%-იანი განსხვავება ლოგიკურია?

- პასუხი იმის მიხედვით იცვლება, რა ფორმულირებით სვამ კითხვას. თუ სხვა სოციოლოგიური ორგანიზაცია განსხვავებულ შედეგს მიიღებს კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა საქართველოს მიზანს, რომ ნატოში­ გაწევრდეს, მაშინ შეგვიძლია ვიდაოთ. მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელია, საზოგად­ო­ებრივი კვლევა იდენტურად ფორმულირებული კითხვებით ჩავატაროთ. ნებისმიერ კვლევას ცდომილებაც აქვს, კითხვებსაც თავისი დიაპაზ­ონი გააჩნია. შესაძლოა, სხვა ორგანიზაციები ინტერვიუერების ტრენინგს განსხვავებულად ატარებენ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ინტ­ერვიუერმა ისე წაიკითხოს კითხვა, როგორც მითითებული აქვს. ორგანიზაციას არა აქვს უფლება, რესპონდენტს საკუთარ­ განწყობაზე მიანიშნოს­ და კითხვა განსხვავებული ინტონაციით წაიკითხოს.

- თუ სტანდარტებს ზედმიწევნით იცავთ, 2012 წლის არჩევნებზე 41%-იანი სხვაობა რატომ­ მიიღეთ?

- კვლევა არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარდა, ეს კი დიდი დროა იმისთვის, რომ ამომრჩევლის განწყობა შეიცვალ­ოს, თანაც ჩვენ დამახინჯებული სურათი­ კი არ ვაჩვენეთ, კვლევაში მივუთითეთ, რომ 40%-ს არჩევანი ჩამოყალიბებული არ ჰქონდა. ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ასეთი ამომრჩევლის მობილიზება თავის სასარგებლოდ მოახერხა, მეორემ - ვერა. თუ პოლიტიკოსებს აქვთ პრეტენზია, რომ არჩევნების შედეგები ჩვენ წინასწარ უნდა დავდოთ, რა აზრი აქვს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას? რაში ხარჯავენ ფულს, თუ არჩევნების შედეგები წინასწარ იციან?!

- და რა აზრი აქვს იმ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, რომელიც არ ემთხვევა არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს?

- როგორც გითხარით, კვლევის მიზანი კონკრეტული ციფრების გამოცნობა არ არის. ჩვენ მხოლოდ კონკრეტულ პერიოდში არსებულ განწყობას ავსახავთ. ეს გზავნილია პარტიებისთვის, რომ ამომრჩევლებთან მეტი მუშაობაა საჭირო. თუ პოლიტიკოსები ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს არასერიოზულად აღიქვამენ, რატომ ირაზმება სახელმწიფო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ, რომ საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგები გააცამტვერონ? ვიღაცამ რომ თქვას, ზოოპარკში 200 სპილოაო, ხომ ყურადღებასაც არ მიაქცევენ? პირიქით, ცდილობენ კვლევის შედეგები მაქსიმალურად უარყონ.

- იქნებ იმის გამო, რომ კვლევის შედეგები საზოგადოების განწყობაზე გავლენას ახდენს?

- რაში გვჭირდება საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა? დამკვეთი დავალებას­ გვაძლევს და ჩვენ ვასრულებთ, ეს ჩვენი შემოსავლის წყაროა. რომელიმე პარტიის წევრი გვყავს გუნდში?

- თქვენს კომპანიას ლევან თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა, დღეს ის "ნაციონალური მოძრაო­ბის" ლიდერია.

- ლევან თარხნიშვილი კომპანიიდან 2007 წელს წავიდა. ნებისმიერი პარტია რომ აიღოთ, ვერ გაარკვევთ, სხვადასხვა დროს რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ, თანაც ლევან თარხნიშვილი კომპანიიდან მაშინ წავიდა, როდესაც ორგანიზაცია პოლიტიკურ კვლევებს არ ატარებდა.

- არის იმაზე საუბარიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გზავნილებს ახმოვანებთ და ცდილობთ, პარტიის რეიტინგის ზრდა წარმოაჩინოთ.

- ვინ თქვა, რომ ზრდისკენ მიდის? "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი სტაბილურია, არც იზრდება და არც მცირდება. გამიზნულად და გაცნობიერებულად ვიკავებთ თავს პოლიტიკური ინტერპრეტაციებისგან, ჩვენი საქმეა რეიტინგები გამოვიკვლიოთ, რატომ იზრდება და რატომ მცირდება, შესაძლოა მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ ამაზე პარტიებმა იდარდონ.

- იქნებ გაგვაცნოთ მეთოდოლოგია, როგორ იწყება კვლევის დაგეგმვა და შესრულება?
- დაახლოებით 150-მდე ინტერვიუერი პლანშეტური კომპიუტერებითაა აღჭურვილი. ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რესპონდენტებს ირჩევენ და მათ კით­ხვებს ერთი საათის განმავლ­ობაში უსვამენ. როგორც კი ინტერვიუ იწერება, ბაზაში იტვირთება და საზოგადო­ებისთვის გასაგები გრაფიკები იქმნება. ინტერვიუერები ჩვეულებრივი მოქალაქეები­ არიან, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდნენ. საველე სამ­უშაოების დაწყებამდე ისინი სპეციალურ მომზადებას გადიან, სამუშაოდ კი ზედამხე­დველობის ქვეშ გადიან. ეს აუცილებელია, რომ ინტერვიუერმა ყველა პროცედურა ზედმიწევნით დაიცვას. თუ აღმოჩნდება,­ რომ ინტერვიუერმა რესპონდენტზე გავ­ლენა მოახდინა ან სხვა დარღვევა დაფიქ­სირდა, ინტერვიუ გაუქმდება და ველის ამ ნაწილზე გასვლა ხელახლა დაიგეგმება. მსგავსი შემთხვევები გამოგვივლენია, როგორც წესი, ასეთ ინტერვიუერთან თანამშრომლობას ვწყვეტთ.

რუსუდან შელია
luxo
20 მაისი 2016 16:53
. . . რაა?-- ითხოვენ დემოკრატიას, გვეკითხებიან; - თუ გინდათ ნატო,
ევროკავშირი, კარგი ცხოვრება? რომ მსოფლიოში არ დარჩეთ მარტო,
-- გარყვნილობას და პიდერასტობას, უნდა მისცეთო: შარაგზა-- ფართო.
. . . ჩვენ კი რას ვშვრებით?-- როგორ ჩამოვრჩით, თავი, აღარსად გამოგვეყოფა,
ამ უსირცხვილოთ, არ ვაძლევთ ნებას, საქმით გვაჩვენონ- ეს როგორ ხდება.
სკამებით დავდევთ, -ტაშით კი არა,
ვაი ჩვენ თავს და--უი ევროპას !
. . . მე ვეკითხები- ვისაც ჭკვა შერჩა,- როგორც ძმასა და როგორც მეგობარს,
თუ დავემსგავსეთ სოდომის მცხოვრებთ,
გ ო გ ი რ დ ი ს ცეცხლი, ყველას გ ვ ე ყ ო ფ ა ??? ( 28 ივნისი 2015 წ. )
გუშინ დემოკრატიის მედროშე ქვეყანა -ამერიკის შტატებში ღმერთი მოკლეს!

რედაქტორის რჩევით