"კაბელების საქმეზე" შესაძლოა, სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს"
23-05-2016
"კაბელების საქმეზე" შესაძლოა, სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს"
"მსჯავრდადებულებს ამოძრავებდათ მიზანი, რომ ტენდერში "სილქნეტს" ეხეირა"

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი სახელმწიფო თანხების გაფ­ლანგვაში დამნაშავედ ცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, კაბელების პრო­ექტის განსახორციელებლად 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6.720.877 ლარი გამოიყო, თუმცა რეალურად სამუშაოებისთვის 2.618.005 ლარიც საკმარისი იყო. ამ რიცხვებს შორის სხვაობას - 4.102.872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს, თუმცა დაცვის მხარე საქმეში მტკიცებულებების არსებობას უარყოფს. საქმის დეტალებზე "კაბელების საქმის" პროკურორს,
ზვიად გუბელაძეს­ ვესაუბრეთ:

- ოფიციალური შესყიდვის გამოცხადე­ბამდე ორი თვით ადრე მსჯავრდადებულები "სილქნეტის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და აცნობეს, რომ თავდაცვის­ სამინისტრო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენას აპირებდა. მათ მსგავსი ინფორმაცია სხვა კომპანიებისთვის არ მიუწოდებიათ. შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ, 2013 წლის 27 აგვისტოს, 9 კომპან­იაში იგზავნება წერილი, სადაც მაგისტრალის მშენებლობაზე
ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას ითხოვენ. წინადადების ვადად ცხრა დღე განისაზღვრა. ვინაიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლებმა ორი თვით ადრე მიაწოდეს "სი­ლქნეტს" ინფორმაცია, მხოლოდ ამ კომპანიას ჰქონდა გონივრული ვადა, რომ ხარჯთაღრიცხვა მოემზადებინა.

- "სილქნეტი" კატეგორიულად უარყოფს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა, მეტიც, მათი განცხადებით, პროკურა­ტურა დასკვნით სიტყვაში მოყვანილ გარემოებე­ბთან წინააღმდეგობაშია, სადაც ნათქვამია, რომ კაბელების პროექტის საჭიროება 2013 წლის 30 ივლისს დადგა. შესაბამისად, როგორ უნდა სცოდნოდა ეს ინფორმაცია მაისში "სილქნეტს"?
- არ ვიცი, საჯაროდ რას ამბობენ, მაგრამ სასამართლოზე "სილქნეტის" თანამშრომელმა დაადასტურა, რომ კაბელების პროექტზე ინფორმაცია ორი თვით ადრე ჰქონდათ. მოწმის ჩვენებით მაისში შეხვედრა ამჟამად მსჯავრდადებულ წიფურიასა და კაიშაურთან შედგა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ტენდერის პირობები აბსოლუტურად მოერგო "სილქნეტს". თავდაცვის სამინისტროსა და კავშირგაბმულობის სპეციალისტებს­ აქვთ ინფორმაცია, რა რესურსი აქვთ კომპანიებს, პირობები კი ისე დაიწერა, "დელტას" არ მორგებოდა, რომელსაც, ამ სამუშაოების 90%-ის შესრულება შეეძლო. 2012 წლის ბოლოს "დელტაკომმა" თავდა­ცვის სამინისტროს უფასო მომსახურება შესთავაზა, ისევე როგორც შს სამინისტროს ემსახურებოდა.

- დაცვის მხარის წარმოდგენილ დოკუმენ­ტებში "დელტაკომმა" თავდაცვის სამინისტროს 80 000 ლარი მოსთხოვა, შს სამ­ინის­ტროს კი დღემდე 270 000 ლარად ემსახურება.

- ფაქტები, რაზეც დაცვის მხარე ლაპ­არაკობს, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ - "დელტაკომი" შს სამინისტროს უფასოდ ემსახურება. რაც შეეხება 80 ათასს, ეს არის ინტერნეტის­ გადასახადი. ბუნებ­რივია, კომპანია არ არის მეცენატი და იმ მომსახურებაში, რასაც თავადაც ევროპიდან­ ყიდულობს, ანაზღაურება მოითხოვა. ლაპარაკია კაბელების წვერებზე, რომელთაგან 40 "დელტაკომს" ამ დრომდე არ გამოუყენებია. ამიტომ ეუბნებოდა სამინისტროს, ამ 40 წვერს მოგცემთო. ეს მისთვისაც სასარგე­ბლო იქნებოდა, რადგან შეთანხმების შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას წვერების უსაფრთხოებაზე, დაზიანებისას მის აღდგენაზე, რაც კომპანიისთვისაც მომგებიანია.

- არსებობს ამ შეთავაზების მტკიცებულ­ება? ცნობილია, რომ "დელტაკომმა" ინფორმაცია­ მხო­ლოდ გამოძიების მიმდინარეობისას გაახმაურა.­

- ბუნებრივია, არსებობს. "დელტაკომი"­ საკუთარ ბალანსზე არსებულ საკაბელო წვერებს თავდაცვის სამინისტროს დღესაც უფასოდ სთავაზობს.

- იურისტები პარადოქსულად აფასებენ გაფლანგვის მუხლის წაყენებასაც, რადგან მსჯა­ვრ­დადებულებს ამ თანხის განკარგვის ბერკეტები­ არ ჰქონდათ.

- მსჯავრდადებულებს ამოძრავებდათ მიზანი, რომ ტენდერში "სილქნეტს" ეხეირა.

- თუ გამოძიება არ ამბობს, რომ გარიგ­ების სანაცვლოდ მსჯავრდადებულებს­ თანხა უნდა მიეღოთ, რა ინტერესი ჰქონდათ მაღალჩინოსნებს, ამ კომპანიას გაემარჯვა?

- გამოძიებით დადგინდა, რომ "სილქნეტსა" და მსჯავრდადებულებს ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. გვაქვს სატელ­ეფონო ჩანაწერები, ელექტრონული­ შეტყობინებები, რომლებითაც ირკვევა, რომ ინტენსიური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან, ისინი ხშირად სტუმრობდნენ აღნიშნულ ხუთ პირს თავდაცვის სამინისტროშიც.­ ჩემი ვარაუდით, ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბების მომენტში წარმოიშვა მიზანიც,­ რომ გამარჯვებულ კომპანიად "სილქნეტი"­ დასახელებულიყო. ეს კი უკვე მოტივს წარმოადგენს. თუ მაღალჩინოსანი ფინანსურ სარგებელს იღებს, ეს გაფლანგვა კი არა, ქრთამია, რაც ბევრად მძიმე დანაშაულია.

- ეს თანხა დღემდე "სილქნეტის" ანგა­რი­შზეა და ხელშეკრულებაც თავიდანვე შესაბამისი­ გარანტიებით გაფორმდა. თუ სახელმწიფო თან­ხები გაიფლანგა, რატომ არ ითხოვთ მის ბიუჯეტში დაბრუნებას?
- დანაშაული სახეზეა - თავდაცვის­ სამინისტროდან 6 მილიონ 700 ათასი ლარი გადარიცხულია, რითაც სახელმწიფოს­ 4 მილიონზე მეტი ლარის ზარალი მიადგა. ახლა თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტოს­, გააუქმებს თუ არა ხელშეკრულებას "სილქნეტ­თან". ამასთან, ხელშეკრულებაში პუნქტებია გაწერილი, რა შემთხვევაში შეუძლია სამინისტროს კომპანიასთან შეთანხმების გაწყვეტა. თუ ეს მოხდება, თავდაცვის სამინისტრო კაბელის იმ 24 წვერსაც დაკარგავს, რომელიც 2 მილიონ 600 ათას ლარად შეიძინა.

- რატომ არ დაჰკითხეთ ირაკლი ალასანია? ან ფინანსთა­ მინისტრი, რომელმაც პროექტი მოიწონა და კიდევ მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ხელმოწერითაც დაიწყო თქვენთვის სადავო პროექტის განხორციელება?
- მსჯავრდადებულებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილს­ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რომ კომპანიამ შესყიდვა ყოველგვარი დარღვევის გარეშე,­ თავდაცვის სამინისტროს ყველაზე დაბალი­ ფასით შესთავაზა. ამის შემდეგ თავდა­ც­ვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტრ­ოში გაიგზავნა წერილი, "გთხოვთ, გამომიყოთ ხუთი მილიონი ლარი ოპტიკის ხაზისა და ხაზის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესაძენად". სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ოპტიკის ხაზი იგივე კავშირგაბმულობის ხაზია, რაც უძრავ ქონებას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ წერილით ბატიაშვილი ფინანსთა სამინისტროს თანხის გამოყოფას უძრავი ქონების შესაძენად სთხოვს,­ რაც რეალურად არ განხორციელებულა. მთავრობის განკარგულებაშიც წერია, რომ ხუთი მილიონი უძრავი ქონების შესაძენად უნდა გამოიყოს, მსჯავრდადებულებმა კი ხუთი მილ­იონით, უძრავი ქონების ნაცვლად, "სილქნეტისგან" 24 წვერი იყიდეს. ცალკე საქმეა გამოყოფილი, რომელზეც გამოძიება გრძელდება და, შესაძლოა, სხვათა ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

- ირაკლი ალასანიაზე მიანიშნებთ?
- თუ კანონდარღვევა დადასტურდება, არა აქვს მნიშვნელ­ობა, ვინ იქნება. რაც შეეხება ალასანიას დაკითხვას, საქმეში მისი ერთადერთი ბრძანება­ გვაქვს, რომლითაც ის 24 წვერის შესაძენად შესაბამისი­ თანხის გამოყოფას ითხოვს. ამ მხრივ კი კითხვები არა გვაქვს, მაგრამ თუ კითხვები­ გაჩნდება, მოწმედ მასაც დავიბარებთ.

- დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიხედვით, ოთხი მოწმის ჩვენება გრამატიკული შეცდომებითაც კი ემთ­ხვევა ერთმანეთს. როგორ მოხდა, რომ ჩვენებები კორექტურული ხარვეზებითაც კი დაემთხვა?
- სასამართლომ ამ ექსპერტიზის შე­დეგები მტიცებულებად არ ცნო და ითქვა, რომ საპროცესო მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა. შესაბამისად, სასამართლოსგან უარყოფილ ე.წ. მტკიცებულებებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

რუსუდან შელია
goga
28 მაისი 2016 19:58
es alasania exla datanjavs am patimrebis ojaxebs aqciebze wanwalit, masovka xo unda aba:) ise wasayudebeli aris alasania, imedia gamodzieba bolomdis gayveba am saqmes da alasaniamdec miva sadac misi gundis sxva wevrebic iqnebian uechveli gareulebi! tu ar daichires alasania eseigi garigeba moxda xelisuflebasa da mas shoris da tu daichires eseigi sasamartlo martla tavisufalia da kanoni yvelastvis kanonia!
saqartvelo
27 მაისი 2016 12:59
ალასანიას სჭირდებოდა მაყუთი პარტიისთვის და მოტეხა რა და ეს ყველაფერი მან გააკეთა სხვისი ხელებით და გაწირა ამისთვის სხვები, გააუბედურა ოჯახები და დააჭერინა ბიჭები! ახლა პრეზიდენტს ემათხოვრება შეწყალებაზე რომ დროზე გამოიყვანოს ის ბიჭები რომ არაფერი არ დაფქვან, თან იმ პრეზიდენტს ემათხოვრება რომელსაც მისი გუნდის წევრები დაწყებული პეტრიაშვილით და დამთავრებული აბაშიძით დღეში ათჯერ ლანძღავდნენ!:)) აფერისტ ალასანიას და მაგის 2-პროცენტიან სექტანტებს რომ კაცი ენდობა:)) ეხლა ალასანია თბილად ზის, ჭამს მაგ მაყუთს დანარჩენებთან ერთად და ის ბიჭები კიდევ ხეხავენ ციხის უბორნიებს!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები