"თუ ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას" თავის ჭკუაზე ატარებს, იმაზე უარესად ჰქონიათ საქმე, ვიდრე წარმომედგინა"
30-05-2016
"თუ ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას" თავის ჭკუაზე ატარებს, იმაზე უარესად ჰქონიათ საქმე, ვიდრე წარმომედგინა"
რატომ წავიდა "ნაციონალური მოძრაობიდან გურამ ჩალაგაშვილი?

მას მერე, რაც "რუსთავი 2" - ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქრისტეს საფლავზე სააღდგომოდ წმინდა ცეცხლის გადმოსვლაზე პირდაპირ ეთერში ილაპარაკა და განაცხადა, რომ ამაში არაფერია სასწაულებრივი და ზეციური, მას სოციალურ ქსელში იმჟამად ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გურამ ჩალაგაშვილი გამოეხმაურა და გაბუნია გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება მასა და ტელევიზიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის.  "შენნაირი ბნელების ადგილი თუა "ნაციონალურ მოძრაობაში", ნამდვილად აღმოჩენა იქნება ჩემთვის. არასასიამოვნო
აღმოჩენა", - დაწერა გვარმიამ.
რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გურამ ჩალაგაშვილმა დატოვა და გიორგი ვაშაძეს შეუერთდა. პარტიიდან წასვლის მიზეზზე "კვირის პალიტრას" გურამ ჩალაგაშვილი­ ესაუბრება:

- დიდი ხანია "ნაციონალური მოძრაობა" ჩაკეტილ სისტემად ჩამოყალიბდა, სადაც პარტიის სახელით გადაწყვეტილებას რამდენიმე კაცი იღებს. არ აინტერესებთ
სხვების აზრი, არც გამოცდილება. რაც მთავარია, "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს გეგმა, როგორ დავასრულოთ უუნარო ხელისუფლების მმართველობა და ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე გადავიყვანოთ.

- გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი­ გაბაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი - თქვენც გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებულ ამ ოთხე­ულზე საუბრობთ?

- ეს უკვე ჩემი წარსულია და მათზე­ საუბარს აღარ ვაპირებ. მთავარი ის არის, რომ ახალგაზრდა თაობამ ცვლილების აუცილებლობა დავინახეთ. დარწმუნებული ვარ, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება­ - პარტიაში უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასოდეს ეგუებოდნენ.

- კიდევ ვინ გეგმავს პარტიის დატოვებას?

- მათ ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა,­ ჯანსაღი პროცესი გაგრძელდება - თანამოაზრეებთან ერთად ახალ პოლიტიკურ მოძრაობასაც შევქმნით, სადაც ნებისმიერი გადაწყვეტილება გამჭვირვალე და პარტიის თითოეულ წევრთან შეთანხმებული იქნება.

- ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა"­ ჩოხატაურის მაჟორიტარ კანდიდატად გასახელ­ებდათ. პარტიის დატოვება არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რატომ გადაწყვიტეთ, თუ "ჩაკეტილი­ სისტემის" პრობლემა პარტიას დიდი ხანია აქვს?
- ჩოხატაურის კანდიდატად ჩემი წარდგენა გადაწყვეტილი იყო, გაუგებარია, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამას რატომ უარყოფენ. ჩოხატაურში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად ჩემს დასახელებას ახალ მოძრაობაშიც ფიქრობენ, თუმცა ყველაფერი პრაიმერის გზით გადაწყდება.

- დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია ღიად დაგიპირისპირდათ. პარტიიდან თქვენი წამოსვლა ამანაც განაპირობა?
- თუ "ნაციონალური მოძრაობისთვის" გვარამიას სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და გვარამია პარტიას თავის ჭკუაზე ატარებს, იმაზე უარესად ჰქონიათ საქმე, ვიდრე წარმომედგინა. მე კონკრეტულ გადაცემაზე ჩემი აზრი გამოვხატე. გვარამიასთან ჩემი შეხედულებები არასდროს შემითანხმებია, არც ახლა ვაპირებ, ვინმეს ანგარიში ჩავაბარო, თუმცა კამათი არც მისი გაუგებარი განცხადებების შემდეგ დამიწყია. პარტიიდან წასვლას კარგა ხანს ვფიქრობდი, ქვეყანას ახალი სახეები და იდეები სჭირდება. "ნაციონალურ მოძრაობას" კი ნდობის დაბრუნების მცირე შანსი აქვს.

რუსუდან შელია
866
04 ივნისი 2016 10:58
სტალინი გვარამიას გადაასახლებდა და სწორსაც იზამდა.
ელისო
04 ივნისი 2016 09:21
ახალი სახე, ახალი თაობა....რას მიედ-მოედები ,რა, ერთი შენ ხარ ახალი სახე და მეორე ვაშაძე...მაგ ლოგიკით, ბადრიჯანს ბუმბული რომ ჩაარჭო, მერცხალი იქნება. ასეთი ,,მერცხლები ხართ თქვენც.
ia
03 ივნისი 2016 14:38
ნაცები გაიფანტნენ.მეტი არაფერი ხდება- იდოლოგია ერტნაირი აქვთ..თუ ზღვარი გადალახეეს ისევ გაერთიანდებიან და მივიღებთ იგივეს.იმედია ეს არ მოხდება.

რედაქტორის რჩევით