"ვინ არის მოძველბიჭო?!" - რას პასუხობს კორცხელის ინციდენტის მონაწილე ლადო გეგეშიძე მარგველაშვილს
06-06-2016
"ვინ არის მოძველბიჭო?!" - რას პასუხობს კორცხელის ინციდენტის მონაწილე ლადო გეგეშიძე მარგველაშვილს
ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილ­ებით, კორცხელის ინციდენტში ბრალდებ­ულთაგან 5 პირს 7 000-ლარიანი, ერთს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სპორტსმენები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და შესაძლოა განაჩენი გაასაჩივრონ კიდეც. "კვირის პალიტრას" სპორტსმენი ლადო გეგეშიძე ესაუბრა:

- მე 10 000 ლარის გადახდა დამეკისრა, რაც უსამართლობაა. შეურ­აცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია, თავად გვაყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაზეც პასუხი გავეცით.

- გადაწყვეტილებას გაასაჩი­ვრებთ?

- დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ.­ საკმაოდ დიდი თანხაა, რომლის გადახდა შესაძლოა ვერც შევძლოთ, თანაც რისთვის?­
პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა მოსთხოვონ პასუხი, რომლებიც მთელი ცხოვრება პროვოკაციებს აწყობდნენ.

- კადრებში ჩანს, რომ თქვენ განსაკუ­თრებით აქტიურობთ და ხელში "ბიტაც" გაქვთ.­

- კადრებში არ ჩანს, რა ხდებოდა მანამდე. საარჩ­ევნო უბანზე დილით მივედით. სიმშვიდე იყო, არავინ ფიქრობდა, რომ დაპირისპირება დაიწყებოდა. ბიჭები ჩხუბს არავისთან აპირებდნენ.
როგორც კი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ნათელი გახდა, რომ პროვოკაცია­ გათვლილი ჰქონდათ - სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ჩვენს გამოწვევას ცდილობდნენ. ჩვენ ვაჟკაცები ვართ და შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ. რა თქმა უნდა, არავინ იწონებს იმას, რაც მოხდა, თუმცა შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ.

- ირაკლი კობახიძის განცხადებით, გქონდათ მითითება, პროვოკაციას არ წამოგებოდით.

- ვერავინ მიმითითებს, პასუხი ვის როგორ გავცე. ჩვენს ადგილას, სხვებიც იმავეს გააკეთებდნენ. ბიჭები კორცხელში საკუთარი ინიციატივით წავედით, პირადად მე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და სადაც დასჭირდება, იქ დავდგები. "ნაცმოძრაობის" დემაგოგობის დრო დამთავრდა, ხმის ამოღებასაც ვერ უნდა ბედავდნენ.

- გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,­ მმართველ კოალიციაში მოძველბიჭო დაჯგუფებები არიან, რომლებმაც "ნაცმოძრაობის" ზონდერული პოლიტიკა გადაიფორმეს...
- რომელია ჩვენგან მოძველბიჭო? მთელი ცხოვრება სპორტით ვართ დაკავებული,­ ჩვენგან არავინაა ნასამართლევი. დაასაბუ­თოს, ვინ არის მოძველბიჭო? საქა­რთველ­ოში ერთხელ ყველას­ უჩხუბია და ამას გულ­ისხმობს?! ჩვენ "ქართული ოცნ­ე­ბის" მხარდამჭერი სპორტსმენები, შეურაცხყოფას არასდროს მოვითმენთ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყო­ფილი არც "ნაციონალური მოძრაობაა". თენგიზ გუნავას განცხადებით, გამოძიებამ კორცხელის ინციდენტში ვიცე-პრემიერ კახა კალაძის როლი უნდა დაადგინოს: - 6 კუნთმაგარ ბიჭზე ჯოხის გადატ­ეხა სამარცხვინო საქციელია. პირველ რიგში, ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ.­ ვგულისხმობ კალაძეს და სამეგრელოს ადგილობრივ ხელისუფლებას. რამდენიმე სპორტსმენი კორცხელის საარჩევნო უბანზე გამოჩენამდე სამეგრელოს გუბერნატორსა და აპარატის უფროსს შეხვდა - დამატებითი­ ინსტრუქციები მიიღეს. იცოდნენ, კორცხელში არჩევნებს აგებდნენ და უნდოდათ მათი გამოჩენით ამომრჩევლები დაეშინებინათ. სპორტსმენებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შვილი, ვინმე სამყურაშვილიც იყო, რომელიც ადრე რამდენჯერმეა ნასამართლევი.

რუსუდან შელია
Tazo
21 ივნისი 2016 22:43
მე ნაცების მომხრეობას და მათ მიმართ სიმპათიას ვერავინ დამაბრალებს, ეგ ნამდვილად დამნაშავე პარტიაა, მაგრამ რა ფასი აქვს საქციელს თუ იგივეს გაიმეორებს ვინმე? განსაკუთრებით ერის რჩეული სპორტსმენი. ეს ნიშნავს იმას,რომ საქართველოში ძალადობა გრძელდება და ეჭვიც არ მეპარება ,რომ ეს "დამახინჯებული სპორტის ოსტატები" იგივეს გაიმეორებენ, რაც ჩაიდინეს ნაციონალებმა თავისი მმაღთველობის პერიოდში/ მოგიწოდებთ არც ერთ მხარეს არ მისცეთ ხმა არჩევნებში არც "ნაცებს" და "არც ქოცებს"!კახელებს აქვთ ნათქვამი "ვირი გინდა ღობის იქით დააბი და გინდა ღობის აქეთ, ვირი--ვირია, მოძალადე--მოძალადეა.
patrioti
21 ივნისი 2016 11:59
tu mainc da mainc nacebis cema hqondat dagegmili, ufro chkvianurad unda emoqmedat. an ra moiges mati cemit?sagamos yvela televiziashi ijda da "alamazebda" cemis istorias. ise ki ertshi es mtavroba winas nagdad hgavs, arc isini usmendnen aravis da aketebdnen rasac surdat da esenic iseve iqcevian.
დატო
18 ივნისი 2016 13:32
კი,მაგრამ ცოტა უხერხული ხომ არ არის ამხელა აჟიოტაჟის არტეხვა მატგან ,ვინც 24 წელია ხალხს ატერორებდა.მაგონდება ახალგაზრდა ბოკერია 90-იანი წლების დროს [მოგეხსენებატ,იმარტებოდა ხალხისმიერ არჩეული პტეზიდენტისა და ხელისუფლების დასაბრუნებელი მიტინგები]ბოკერია როგორ უტიტებდა პოლიციელებს ვინ აეყვანატ.იმ დროს მარტო ცემა კი არა კარტველების ხოცვას ჰკონდა ადგილი.ბოკერიას ხმა არა აკვს ამოსაღები.პ.ს.მე დზალადობის სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ.ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს.

რედაქტორის რჩევით