"ბიზნესმენებს ოპოზიციის დაფინანსების არ უნდა ეშინოდეთ"
13-06-2016
"ბიზნესმენებს ოპოზიციის დაფინანსების არ უნდა ეშინოდეთ"
"საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსა­ხურებს, მაქსიმუმი გაკეთდა მის მისაღებად და სკეპტიკურად განწყობილი მხარეები ამაში უნდა დავარწმუნოთ"

ფიქრობს, რომ საქართველომ ყველა პი­რ­­­ობა დააკმაყოფილა და ვიზალი­ბერალ­ი­ზაციის მიღებასაც იმსახურებს,­ თუმცა პროცესის გაჭიანურებას ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკავშ­ირებს. შეძლებს­ თუ არა ქვეყანა დემოკრატიული ტესტის ჩაბარებას და როგორ განვითარდება მოვლენები წინასაარჩევნოდ, "კვირის პალიტრასთან" პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საუბრობს:

- ჩვენი პარტიის წევრი ვიქტორ დოლიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ევროპიდან,­ სადაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეხვდა. დღეს
საქართველო ვიზალ­იბერ­ალ­იზაციას იმსახურებს, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, თუმცა ევროპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე­ მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის დარეგულირებაზეა დამო­კიდებული. ეს საკითხი რამდენიმე თვეში დადებითად გადაწყდება, ამაზე ევროპაშიც არავინ დაობს.

- თქვენ არ იზიარებთ "ნაციონალური­ მოძრა­ობის" განცხადებებს, რომ ვიზალიბერალ­იზაციის მისაღებად ხელისუფლებამ არაკომპეტენტურად იმუშავა და პროცესზე გავლენა­ შიდა
პროცესებმაც იქონია?

- ეს ის საკითხია, რომელზეც ყველას ერთი მთავარი მიზანი უნდა ამოძრავებდეს.­ საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსა­ხურებს, მაქსიმუმი გაკეთდა მის მისაღებად და სკეპტიკურად განწყობილი მხარეები ჩვენს პოზიციებში უნდა დავარწმუნოთ. ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქვეყნის შიდა მოვლენებთან მიბმული ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა აუცილებელია, არჩევნები­ სამა­რთლიანად, ხარვეზების გარეშე­ წარიმართ­ოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფ­ულ­ შედეგს მივიღებთ და ეს ევროინტეგ­რაციის პროცესზეც პირდაპირპროპორცი­ულად იმოქმედებს. ევროპა აკვირდება, რა განაჩენი დადგა ე.წ. კაბელების, ასევე "რუსთა­ვი 2"-ის საქმეებზე და კითხვის ნიშნებიც­ უჩნდება. 2012 წელს ხელისუფლების არჩე­ვნე­ბის გზით გადაბარების სტანდ­არტი და­ვამკვიდ­რეთ, ახლა ამ სტანდარტის­ უფრო დიდ სიმაღლეზე­ აყვანაა აუცილებელი - მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიული­ საზოგადოება ვართ. ამაზე პასუხისმგებე­ლი კი, პირველ რიგში, კვი­რიკაშვილია და არა ივანიშვილი­ ან კალაძე.

- პრემიერს რა ზომების გატარებისკენ­ მოუწოდებთ?

- კორცხელის ინციდენტი ქვეყნისთვის­ დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ორგანიზატ­ორები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

ვიცი, კვირიკაშვილს სურს, ყველა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში­ ჩაატაროს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების­ გადადგმის დროც დადგა - უნდა შეიქ­მნას ჯგუფი, რომელიც არჩევნებში უში­შრ­ო­ებისა და სამართალდამცავების უხეშ­ად ჩარევის შესაძ­ლებლობას გამორიცხავს.­ ამასთან, ბიზნესმენებს არ უნდა ეშინოდეთ ოპოზიციური ძალ­ების დაფინ­ანსებისა, თუ სიმპათია აქვთ, კონტრიბუციის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

- დაასახელეთ მაგალითი, რომელი ბიზნე­სმენი ვერ აფინანსებს ოპოზიციურ პარტ­იას ხელისუფლების წნეხის გამო?

- ბიზნესმენებს ეს შიში სააკაშვილის­ მმართველობიდან ინერციით მოჰყ­ვებათ, ბიზნესში კი მსგავსი თავისუ­ფალი გარ­ემო არასდროს ყოფილა­. აუცილებელია, კვირიკაშვილმა საჯაროდ დააფიქსიროს, რომ ბიზნ­ესმენებს არავინ გაუსწორდება ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისთვის, ეს ბიზნესს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.

- თქვენ პროკურატურასთან გამართული აქციის შემდეგ მორიგ აქციას 16 ივნისს აან­ო­ნსებთ. ქუჩაში გამოსვლებით შედეგს მიაღწევთ?

- ციხეში უდანაშაულოების ყოფნა საზოგადოების შეურაცხყოფაა. 16 ივნისს ადვოკატები სარჩელს სააპელაციო სასამ­ართლოში შეიტანენ, საზოგადოების მხა­რ­­დაჭერა აუცილებელია! შემდეგ რეგიონ­ებში გადავინაცვლებთ და ხელმოწერ­ებს შევ­აგროვებთ, რომ პრეზიდენტმა­ პოლ­ი­ტიკური­ ნიშნით დაკავებულები­ გაათავის­უ­ფლოს. დარწმუნებული ვარ, ასიათასობით ქართველი პოზიციას დააფიქსირებს­ და პრეზიდენტიც დისკრეციას გამოიყენებს.­

- გაქვთ რესურსი, რომ საზოგადოებრივი­ პროტესტის ქუჩაში აკუმულირება უზრუნველყოთ?­

- თუ ყველანი ხელს არ გავანძრევთ,­ სრულ სტაგნაციამდე მივალთ. "ქართული ოცნების" ლიდერები საზოგადოებას ურც­ხვად არწმუნებენ, რომ ქარხნები შენდება, შემოსავლები გაიზარდა, დაუსაქმებელთა­ რიცხვი მცირდება, თუმცა მოსახლეობის რეალური ყოფა რადიკალურად განს­ხვ­ავდება. დიდი ნაწილი დაუსაქმებელია­ და პერსპექტივის განცდაც აღარ აქვს. ამიტომ სურთ ტელევიზიების ჩახშობა, მაგრამ 21-ე საუკუნის საქართველოში დიქტატურა და ავტოკრატია აღარ დამყარდება. დღეს ივანიშვილი, ისევე როგორც სააკაშვილი, წარსულია, 8 ოქტომბრიდან ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან ჩვენი სწორი პოლიტიკით ამოვიყვანთ.

- თქვენი პარტიისადმი საზოგადოების მხარდაჭერა რომ შევაფასოთ, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა როგორ წარმოგიდგენიათ? მით უმეტეს, კონკურენტები გამოგიჩნდნენ პაატა ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ლიდერების სახით.

- ვნახავთ, ხალხი მხარს ვის დაუჭერს. ჩვენ ყველა ძალასთან ვითანამშრომლებთ ვინც ეკონომიკურ გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, მომავალ პარლამენტში პარტიებს მთავრობის შექმნაზე შეთანხმების მიღწევა მოგვიწევს.

- დაბოლოს, ქართულმა ასეულმა პოლონეთში "ანაკონდა 16"-ის წვრთნებში მონაწილ­ეობა ვერ მიიღო, თავდაცვის მინისტრის განცხადებით,­ მიზეზი ჩუტყვავილა გახდა, რომელიც ორ სამხედროს აღმოაჩნდა. პარალელურად, ვრცელდება ხმები, რომ ქართველები წვრთნაზე არ დაუშვეს...

- სამწუხაროა, რომ მონაწილეობა ვერ მივიღეთ, თუმცა თავდაცვის მინისტრის განმარტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნია. ეს ფაქტი ნატოში ინტეგრაც­იას ხელს არ შეუშლის, თანაც, მომავალში არაერთი სამხედრო წვრთნა გველოდება.­ არ უნდა შევქმნათ განწყობა, თითქოს ამ ფაქტის გამო რაღაც ფატალური მოხდა, პირიქით, ჯარის მომავალზე უნდა ვიფიქროთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით