"ლევან ბერძენიშვილი პრორუსი და "სტაჟიანი­ აგენტია"
13-06-2016
"ლევან ბერძენიშვილი პრორუსი და "სტაჟიანი­ აგენტია"
"არ გამოვრიცხავ, ბლოკი მალე კიდევ უფრო გაფართოვდეს"

ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის საარჩევნო ბლოკს უკვე არსებული 5 პარტიის გარდა სხვა პოლიტიკური ძალებიც შემოუერთდებიან.

ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი:
- 25 წელია ხელისუფლებაში პარტიები მოდიან დაპირებით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება და კონკურენტუნარიანი იქნება, თუმცა თანამდებობა ამ დაპ­ი­რებას ყველას ავიწყებს. ასეა "ქართული ოცნების" შემთხვევაშიც - დღესაც­ სახელმწიფო სახელისუფლებო კანდიდატზეა მორგებული და ბუნდოვანი კანონები არჩევნებში უხეშად ჩარევის შესაძლებლობას იძლევა.­ ეს უსამართლობა საგარეჯოში
გამოვცადე. საარჩევნო ბლოკის შექმნაც სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ უსამართლო პირ­ობებში მეტ ეფექტს მივაღწიოთ.

- რა ეფექტს შეგმატებთ კახა კუკავა,­ კონსტანტინე გამსახურდია, გოჩა ჯოჯუა?

- წინ მძიმე არჩევნები გველოდება, რომლის მიხედვითაც, ევროპა და აშშ დასკვნებს გააკეთებენ. გაერთიანების ერთ-ერთი­ მიზეზი დასავლეთია, სადაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იქ რამდენიმე
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ერთი პარტიის ანგარიშს. ამასთან, 6 პარტია მეტი წარმატებით უმკლავდება იმ დაბრკოლებებს, რაც საგარეჯოში მხოლოდ ჩვენზე ტყდებოდა.

- ახლა მეტი კითხვა არ გაჩნდება თქვენს პრორუსულობაზე, როცა კახა კუკავა ჟირინ­ოვსკისთან აქტიურ შეხვედრებს მართავდა?

- საზოგადოება ამ იარლიყების მიკერ­ებით დაიღალა. ეს ტენდენცია კონკურენტი პარტიების დისკრედიტაციისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩამოაყალიბა და მოგვიანებით "რესპუბლიკურმა პარტიამ" განავრცო.
იმას რატომ არავინ იხსენებს,­ პირდაპირ ეთერში ლევან ბერძენიშვილისა და რუსეთის დაზვერვის თანამშრომლის სატელეფონო საუბარს რომ ვისმენდით? სწორედ ბერძენიშვილია პრორუსი და "სტაჟიანი­ აგენტი". ვწუხვარ, რომ ამ კამპანიაში კვირი­კაშვილიც ჩაერთო. სად არის რუსული­ პროპაგანდა, ან რომელი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციაა ამ ქვეყანაში ძლიერი?

- ეს საზოგადოების დამსახურებაა, რომ­ლის უმრავლესობა პროდასავლურ კურსში­ ხედავს განვითარებას, სხვა მხრივ, ყველა კვლევით­ დასტურდება, რომ რუსული პროპაგანდისთვის­ ქვეყანაში დიდი ფინანსური რესურსი შემოდის.
- ამაზე საუბარიც კი კომედიაა. "რესპუბლიკური პარტია" იმდენად შეპყრო­ბი­ლია­ სააკაშვილისეული მანერებით, რომ პრეზიდენტიც კი გამოაცხადა რუსული გზავნილების გამხმოვანებლად. თუ მარგველაშვილმა ანგარიში მოითხოვა - რატომ არ გაემგზავრა­ ქართული ასეული პოლონეთში სამხედრო წვრთნებზე, თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს რუსული ნარატივი და კრემლიდან მიღებული მესიჯების გახმოვანებაა. "რესპუბლიკურ პარტიას" დიდი ხანია ნდობა არ გააჩნია, თინა ხიდაშელი საგარეჯოშიც პირწმინდად დავამარცხე. 8 ოქტომბრის არჩევნებშიც მეორე ადგილზე გავალთ!..

- პირველზე ალბათ, "ქართული ოცნება"­ წარმოგ­იდგენიათ, რომელიც "ნაციონალურ მოძ­რაობას" განიხილავს მთავარ ოპონენტად?

- "ქართული ოცნება" პირველ ადგილზე­ გასვლას შეძლებს. არ ვაზვიადებ, მხოლოდ ქართველებისა და უცხოელების მიერ ჩატა­რებულ კვლევებს ვეყრდნობი. "ნაციონალ­ური მოძრაობა" კი მალე პოლიტიკური ასპარეზიდან აორთქლდება. 8 ოქტომბერს "ნაცმოძრაობა" საბოლოოდ დასრულდება.

- გოგი თოფაძესა და თამაზ მეჭიაურთან­ გაერთიანებასაც გეგმავთ?

- თოფაძესთან მოლაპარაკებები არ გვქონია, ურთიერთსიმპათიების გაცვლა მხოლოდ სატელევიზიო ეთერებიდან მოხდა. რაც შეეხება მეჭიაურს, კონსულტაციები­ არ დაწყებულა, თუმცა მის პარტიაში ჩემი მეგობრები არიან. არ გამოვრიცხავ, ბლოკი მალე კიდევ უფრო გაფართოვდეს.

რუსუდან შელია
gio
22 ივნისი 2016 08:26
გაფარტოვდეს არა ფლავი მატყუარა ხარ ირმა ნაციონალებტან ხარ შეკრული

რედაქტორის რჩევით