"ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი, მაგრამ შემოთავაზებაზე უარს ვამბობ"
13-06-2016
"ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი, მაგრამ შემოთავაზებაზე უარს ვამბობ"
"სააკაშვილ­ისგან შემოგვითვალეს: ან "რუსთავი 2"-ს დათმობთ, ან "ტრუსიკებით" დაგტოვებთო"

"გვინდა, არხი კრიტიკული იყოს და არა კონკ­რეტულ პოლიტიკურ ძალაზე მიბმული"


ოცდაორწლიანი არსებობის მანძილზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა არაერთი მფლობელი თუ ხელმძღვანელი გამოიცვალა. გავიდა წლები და "რუსთ­ავი 2"-ის მფლობელის ვინაობა დღესაც სადავოა - სააპელაციო სასამართლომ საქალაქო მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანიის წილების მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში აღიარა. რა ეტაპები განვლო ტელევიზიამ დაარსებიდან დღემდე, ტელეკომპანია""რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი­ იხსენებს:

- "რუსთავი 2"-ის
ისტორია 1993 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მე, ჯარჯი აქიმ­იძე­მ და ეროსი კიწმარიშვილმა რუსთავში ტელევიზიის დაფუძნება გად­ავწყვიტეთ. მანამდე ეროსი და ჯარჯი გაზეთსაც უშვებდნენ, თუმცა მედიასაქმეში მაინც გამოუცდელები ვიყავით. ეთერში პირველად 1994 წლის 1-ელ ივნისს გავედით. სახელისუფლებო წრეები არხით პირველივე დღეს დაინტერე­სდნენ - აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდისთვის
განსხვავებულ პროდუქტს ვქმნ­იდით. პირველად ჯერ კიდევ რუსთავში­ მაუწყებლობ­ისას დაგვხურეს - მაშინდელი­ გუბერნატ­ორი ლევან მამალაძე ტელევიზი­ის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, თუმცა გა­ფართოება მოვახერხეთ და თბილისში გადმოვედით. თბილისში პირველად ანძის დირექტორმა დაგ­ვირეკა, უნდა გაგთიშოთო. მას შემდეგ უშიშროება გვატერორებდა...

- თუმცა 2003 წელს გამარჯვებული ხალხის­ ტელევიზიად გამოცხადდით.

- 2004 წლის დასაწყისში დამფუძნებ­ლების ხედვები ერთმანეთს აღარ დაემთხვა. მე და ჯა­რ­ჯი­­ ვფიქრობდით, რომ კრიტი­კულ ტელევ­იზიად უნდა დავრჩენილიყავით, ეროსი მი­იჩნევდა, რომ ახალ ხელისუფლებას მხარში უნდა ამოსდგომოდა. ასე რომ, ეროსისთან კონტაქტი 2004 წლის მარტში გავწყვიტეთ, ორი თვის განმავლობაში ერთმანეთს არც კი შევხმიანებივართ. ერთხელ ეროსიმ დამირეკა, სააკაშვილს ჩვენთან ტე­ლევიზიის­ მომავალზე საუბარი სურსო. ვუპ­ასუხე, რომ სააკაშვილთან საუბარს არ ვაპირებდი. მერე ვანო მერაბიშვილსა და ზურა ადეიშვილთან­ დალაპარაკებას გვთავაზობდნენ. 29 მაისს ეს შეხვედრა შედგა, სადაც ტელევიზიის დათმობა შემოგვთავაზეს.­ სიმბოლურ­ ერთ დოლარს ახსენებდნენ და ასეთი წინადა­დება ჰქონდათ - ეროსი დარჩება, შენ და ჯარჯი ტელევიზიიდან წადითო. საუბარი და­ვასრულეთ და კარი გამოვიჯახუნეთ. ამის შემდეგ ორი მანქანა მუდმივად დაგვყვებოდა, გვისმენდნენ, შავნიღბიანი პირები გვითვალთვალებდნენ. ადეიშვილს დავურეკე, რა ხდება-მეთქი? არაფერი­ ვიციო... მოგვიანებით შევხვდი და მითხრა, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდით და პრობლემა არ იქნებაო. როდესაც ჩვენი დათანხმება­ არ გამოუვიდათ, გაკოტ­რების მექანიზმი ამოქმედდა. მართალია, 2004 წლის თებერვალში ტელეკომპანიას დავალიანება­ ჰქონდა, მაგრამ ეს გაკოტრების მიზეზი ნამდვი­ლად არ იყო. არ ვიცი, როგორ, თუმცა 2004 წლის მაისში დავალიანება ათჯერ, დაახლოებით 9 მილიონამდე გაიზარდა. ერთმა თანამშრომელმა დამი­რეკა, ქიტოშვილი (ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე), ბუღალტერიაში­ რაღაც ქაღალდებზე მუშაობსო. მთავარი პრობლემა­ იყო ისიც, რომ MDLF-ისგან მიღებული სესხის გარანტად­ ჩვენი მეორე კომპანია "ჯორჯიან ონლაინი" იყო ჩადებული, ასევე ჩემი და ჯარჯის სახლები. სააკაშვილ­ისგან შემოგვითვალეს: ან "რუსთავი 2"-ს დათმობთ, ან "ტრუსიკებით" დაგტოვებთო.

- ქიბარ ხალვაში როდის გამოჩნდა?

- აღმოჩნდა, რომ ტელევიზია­ ვინმე­ პაატა კარსანიძისთვის უნდა გაგვე­ფო­რ­­მ­ე­ბინა, რომელიც ბათუმში "ხრუშ­ჩო­ვკა­ში" ცხოვრობდა და, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდ­გენდა, რომ კომპანიის მფლობელი აღმოჩნდებოდა. მეორე დღეს ნოტ­არიუსთან ხალვაში დაგვხვდა, გვითხრეს, კარსანიძე აღარ არის მფლობელი, ახალი მესაკუთრე ხალვაშიაო. ქიბარმა მე და ჯარჯის გვით­ხრა,­ თქვენს ფინანსურ ვალდებულებებს მე ავიღებო. ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 1.200.000-ის­ ვალდებ­ულებისგან ვთავისუფლდებოდით­ და სესხს ის დაფარავდა. ცოტა ხანში კი ტელევიზიით ვიგებ, რომ ხალვაშიც იმავე სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდა - ბიზნესი დაუწვეს და ქვეყნიდანაც გააქციეს.

- ითქვა ისიც, რომ ქიბარ ხალვაშმა 7 მილიონი ეროსი კიწმარიშვილსაც გადაუხადა...

- ქიბარმა მეც მითხრა, ეროსის 7 მი­ლ­ი­ონი გადავუხადეო, მაგრამ მტკი­ც­ებულებაა მნიშვნელოვანი და არა ზეპი­რი საუბარი. ეროსი ამტკიცებდა, ქიბარს არაფერი მოუციაო, მაგ­რამ­­ კითხვა ჩნდება - თუ ეროსის ტელევ­იზია იძულებით წაართვეს, ჩვენგან განსხვ­ავებით, მას პრობლემები რატომ არ ექმნებოდა? პირიქით, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელად დანიშნეს, მოგვიანებით რუსეთში საქართველოს ელჩიც გახდა.

- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელევიზიის მესაკუთრედ ხალვაში რჩება. თუ "რუსთავი 2" უკანონოდ­ წაგართვეს, რატომ არ დაობთ?

- ქიბარმა თქვა, რომ შეთანხმე­ბისთვის მზად არის და ტელევიზია მხოლოდ­ თავისთვის არ სურს. თუმცა, თუ ქიბართან ვერ შევთანხმდით, მისი გამარჯვება საქმეს ჩვენც გაგვიმარტივებს და საჭიდაო მხოლოდ მასთან დაგვრჩება.

- თუ სასამართლო პროცესი არჩევნებამდე­ დასრულდა, ივანიშვილი კომპენსაციას გთავაზ­ობთ,­ რომ ტელეკომპანიაში მენეჯმენტი არჩევნე­ბამდე არ შეიცვალოს. ამაზე თანახმა ხართ?

- ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი, მაგრამ ამ წინადადებაზე უარს ვამბობ.­ ამ ეტაპზე მთავარია სამარ­თ­ლია­ნობის აღდ­გე­ნაა.­ გვინდა, არხი კრიტიკული იყოს და არა­ კონკ­რეტულ პოლიტიკურ ძალაზე მიბმული.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები