"ყრილობაზევე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი"
20-06-2016
"ყრილობაზევე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი"
"კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი"

ჯერ პაატას ვემშვიდობები. თუ, როგორც გითხარით, საქმის კეთების გულწრფელ სურვილს დავინახავ, შესაძლოა, სხვა პარტიაში გაწევრებაზე ვიფიქრო, მინდა ჩემი გამოცდილება ქვეყანას მოვახმარო


პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალმა სახემ, ნინო ნადირაძე-კუზანოვამ­ დატოვა, გადაწყვეტილების მიზეზებზე კი "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:

- პაატას დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, ნიჭიერი ადამიანია. როდესაც თავის პარტიაში მიმიწვია, მოსაფიქრებლად ერთი დღეც არ მქონდა, გა
დაწყვეტილება ნაჩქარევად მივიღე და დავთანხმდი. მეორე დღეს უკვე ყრილობაზე ვიყავი და მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი, ადამიანები არაბუნებრივად ლაპარაკობდნენ, არ იგრძნობოდა გულწრფელობა და საქმის რეალურად კეთების სურვილი. ყველაფერი დადგმული და ხელოვნური იყო, დროშების ფრიალით.

- ვისი ორგანიზებით ჩატარდა ყრილობა და ვინ იღებს პარტიაში გადაწყვეტილებებს?

- ყრილობას ქრისტიან-დემოკრატების ყოფილი წევრი,
ნიკა ლალიაშვილი მართავდა. კარგად მახსოვს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, ყველაფერი გადმოღებული ჰქონდათ წინა წლებიდან. ვერ დავინახე ადამიანი, რომელიც მაგრძნობინებდა, რომ ქვეყნის პრობლემებზე ფიქრობს.
ჩემთვის მიუღებელია რეგიონებში ფორმალური ვიზიტები, ბავშვებსა და ხანში შესულ ადამიანებთან ფოტოს გადაღება და 15 წუთში შავი ჯიპით თბილისში დაბრუნება. XXI საუკუნეა, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს? ყრილობის შემდეგ პარტიის პროგრამა მოვითხოვე, მინდოდა, გავრკვეულიყავი, რას ითხოვდნენ. წავიკითხე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიმზიდველად არ გამოიყურებოდა. ზუსტად სამ დღეში მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი.

გადაწყვეტილებებს ყოველთვის სწრაფად ვიღებ, მით უმეტეს, თუ საკუთარ შეხედულებებში საბოლოოდ ვრწმუნდები. იქ მყოფ ადამიანებთან ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. თავიდან პაატასაც ვესაუბრე მის ერთ თანამშრომელთან ერთად. გადავხედე ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მატულობდა პარტიაში. ვფიქრობ, ბევრისთვის მეც არ აღმოვჩნდი სასურველი ჩემი პირდაპირობით, - პაატასთან ყველა დეტალზე თუ ხარვეზზე გულწრფელად ვლაპარაკობდი.

- სხვა პარტიიდან შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ?

- ჯერ პაატას ვემშვიდობები. თუ, როგორც გითხარით, საქმის კეთების გულწრფელ სურვილს დავინახავ, შესაძლოა, სხვა პარტიაში გაწევრებაზე ვიფიქრო, მინდა ჩემი გამოცდილება ქვეყანას მოვახმარო.

რუსუდან შელია
zura
24 ივნისი 2016 16:20
დიდი პოლიტიკური ფიგურა დაუკარგავს ბურჭულაძეს, გვიან მიხვდება ამ გენიოსი ქალის ფასს )))
გელა
24 ივნისი 2016 13:42
რაებს ბჭუტურებს ეს ქალბატონი ნეტა ვინმეს თუ ჯერა? )) წადი ქალბატონო შენ საქმეს მიხედე ვიღაც ძალიან ცუდათ გიყენებთ ხო ხედავთ
ბაჟა
24 ივნისი 2016 12:01
ეს ქალი ჯაშუშია, ბიძოს მიერ სპეციალურად შეგზავნილი. კარგია, რომ დროზე მოიშორა ბურჭულაძემ

რედაქტორის რჩევით