"მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც არასოდეს ”ნაცმოძრაობა” არ დაუფინანსებია"
27-06-2016
"მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც არასოდეს ”ნაცმოძრაობა” არ დაუფინანსებია"
ცოტა ხნის წინ ”ტოიოტა ცენტრი თბილისის” ხელმძღვანელი ირაკლი გურჩიანი­ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას ”სახელმწიფო­ ხალხისთვის” გაემიჯნა. გურჩიანი თბილისის მერიას შემოსწყრა. რას საყვედურობს­ თბილისის მერიას, როგორი პოლიტიკური­ შეხედულებები აქვს, ”ტოიოტა ცენტრის” ხელმძღვანელი ”კვირის პალიტრას” ესაუბრა.­

- ჩვენი სამსახურის შესასვლელში წყალსადენის მილები გამოცვალეს და ქუჩა გადათხრილი დატოვეს. ამ ერთკილომეტ­რ­იან­ მონაკვეთზე ასფალტი ბოლო 8 წელ­ი­წადში 3-ჯერ დავაგეთ... მოკ­ლედ, ასფალტის დაგებას რომ არ დაადგა საშველი,­ თავად­ დავიწყეთ გადათხრილი გზის მოსწორება. მოვარდა მერიის ზედამხედველობის სამსა­ხური და
ნებართვის აღება­ მოგვთხოვა. ჩავაბარეთ მერიას განაცხადი და გზის გასაკეთებლად შესაბამისი ნებართვა მოვითხოვეთ. პასუხი კი აბსურდული მივიღეთ.

”საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარმოსადგენია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წერილობითი პოზიცია (გზის მოასფალტების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით). გადასახდელია დამატებითი თანხა - 300 ლარი მომსახურების საფასური (დან­იშნულება: მოძრაობის
უსაფრთხოების სქემის დამზადება), ვინაიდან სამუშაოების წარმოება ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას საჭიროებს, უსაფრთხოების სქემის დამზადება აუცილებელია. ზემოთ აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს 20 დღის ვადა მიეცეს, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩეს განუხილველი”, - გვატყობინებდა მერია. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? სავარაუდოდ, ეს იმისთვის არის განკუთვნილი, რომ გამოვვარდე და მთავრობას ვაგინო. ვფიქრობ, ყველა სფეროში, მათ შორის მერიაშიც, მიზანმიმართულად, ხელოვნურად­ ართულებენ ყველაფერს და საბოტაჟურ ქმედებებს ეწევიან, რაც ”ნაცმოძრაობის” ჩანერგილი კადრების დამსახურებაა.

- თუმცა, ზოგიერთი ამბობს, რომ თავის დროზე ”ნაცმოძრაობას” აფინანსებდით...

- მტკნარი სიცრუეა! მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც არასოდეს ”ნაცმოძრაობა” არ დაუფინანსებია, თუ არ ჩავთვლით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოძალულ და იძულებით გადახდილ თანხებს, ასევე, გიული ალასანიას უნივერსიტეტისთვის ფინანსურ გადარიცხვებს. რადგან თუ შევეწინააღმდეგებოდი, გავკოტრდებოდი, არც ის იყო გამორიცხული, სანაცვლოდ ჯანმრთელობა, თავისუფლება ან სიცოცხლე დამეთმო.

ბატონ ივანიშვილს მადლობა მარტო იმისთვის ეკუთვნის, რომ ასეთი არაადამიანები ჩამოაშორა ქვეყანას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც თავისი მინუსების გამოსწორება და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია, ”ქართული ოცნებაა”.

- პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალა რატომ დატოვეთ, ეს ხელისუფლების კარნახით­ გააკეთეთ, თუ საარჩევნო სიაში სასურველი ადგილი არ მოგცეს?

- მე ბურჭულაძის პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მხოლოდ ”საქართველოს განვითარების ფონდის” ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვიყავი.­ თუმცა საპარლამენტო არჩევნებში ბურჭულაძის პარტიიდან რიგით მეორე ნომრად მოვიაზრებოდი. საქართველოს განვითარების ფონდი პოლიტიკური ორგანიზაცია არ იყო. ფონდში არსებობდა­ სხვადასხვა თემატური ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ. მე მინდოდა, რომ დღევანდელი ჩვენი ქვეყნის სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობისთვის საქართველოს განვითარების უკეთესი გეგმა მიგვეწოდებინა და ფონდის ლიდერთან, ბატონ პაატასთან ერთად (წლებია ვმეგობრობთ) აქტიურად ჩავები პრობლემის გამოსასწორებელი გეგმის შემუშავებაში. როგორც კი ფონდი პოლიტიკურ მოქმედებებზე გადავიდა, გავემიჯნე...

ეკა ასათიანი
g
17 ივლისი 2016 13:13
საგადასახადოსი ყველა ბიზნესმენს ეშინია,ცხადია,მუქარის მსხვერპლია!
რა ვიცი,ნაცები ყველა ბიზნესმენს აწერდნენ ფულსო და ეს რაღაში დაინდეს...
საქართველო
09 ივლისი 2016 09:50
პაატა ბურჭულაძე ??? არის ერის გამყიდველი და მიშა სააკაშვილის ხელის ბიჭი , ნეტა არ რცხვენია მაგ უნამუსოს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მერაბი
08 ივლისი 2016 09:43
ქალბატონო ცოცო თქვენს უცნების ჭორების მსხვერპლი ყოფილხართ . მაგრამ ამით პაატას არაფერი არ დააკლდება . რაც შეეხება პაატას მოღვაწეობას , ეს ადამიანი მთელ საქართველოში აგროვებდა თითო ლარს და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს ახმარდა . ივანიშვილისგან განსხვავებით ხაკხი არ მოუსყიდია . რაც შეეხება გურჩიანს ის პარტიის წევრი არ იყო და თავისთავად პარტიას ვერ დატოვებდა . იგი რჩება პაატას დაარსებულ ფონდში და დარწმუნებული ვარ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს

რედაქტორის რჩევით