"ნაცმოძრაობის" მილიარდერი სააკაშვილია"
04-07-2016
"ნაცმოძრაობის" მილიარდერი სააკაშვილია"
"ქართული ოცნება" "ნაციონალური­ მოძრაობისგან" საფრთხობელას ქმნის, "ნაცმოძრაობის" რეაბილიტ­აციისთვის კი ერთადერთი საშუალება­ ამჟამინდელი ხელისუფლებაა"

მედიის თანდასწრებით ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრმა ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულად გამოაცხადა, არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ოპოზიციისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა.­ როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აღნიშნავს, გადაწყვეტილება მისი მინისტრობისას დაანონსდა, თუმცა საბოლოო ბრძანების მისაღებად ფინანსური და სამხედრო ბაზა უნდა მომზადებულიყო:

- ადამიანს სამხედრო სამსახური ძალდატანებით არ უნდა მიაღებინო. პროფესიული არმიის გარდა, არსებობს
სხვა მექანიზმებიც, რომ მოქალაქე ქვეყანას პირნათლად ემსახუროს. სწორედ ამიტომ ქართული ჯარის საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობისას­ დავაანონსე, თარიღიც დას­ახელდა - 2017 წლისთვის ფინანსებიც უნდა მოძიებულიყო და სავალდებულო რეზერვის სტრუქტურაც ჩამოყალიბებულ­იყო. 75% ამ მიმართულებით ჩემი მინი­სტრობისას შესრულდა, თუმცა საკითხი­­ საბოლოო ბრძანების გამოქვეყნებამდე­ უშიშროების საბჭოსთან,
პრემიერსა და პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ უნდა განხი­ლულიყო.

- როგორც გაირკვა, თავდაცვის მინისტ­რის ბრძანება პრემიერმა საზღვარგარეთ ვიზიტისას შეიტყო და ის არც პრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოსთან იყო შეთანხმებული.

- ამ ბრძანების შეუთანხმებლად მიღებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება დაქსაქსულია, მინისტრთა კაბინეტი ერთიანი ჩანაფიქრით არ იმართება და მნიშვნელოვან საკითხზეც­ კი ერთმანეთთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.

- კოალიციის დაშლის შემდეგ რესპუბლიკელების მინისტრთა კაბინეტში დარჩენა, ფაქტობრივად, უთავმოყვარეობად შეაფასეთ.

- მათ ოქტომბერში მინისტრთა კაბინეტის დატოვება მაინც მოუწევთ, ამიტომ რა მოხდება ამ ოთხი თვის განმავლობაში,­ ნაკლებად საინტერესოა. როდესაც უთავმოყვარეობაზე გავაკეთე განცხადება, ისიც აღვნიშნე, რომ ქართული ჯარისთვის გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, ერთ კვირაში ვარშავის სამიტი ჩატარდება, ამიტომ თავდაცვის მინისტრის კრიტიკისგან თავს შევიკავებ-მეთქი. სამიტის დასრულების შემდეგ კი ვიტყვი, გაამართლა თუ არა თავდაცვის მინისტრმა ის მოლოდინი, რაც მქონდა.

- თავდაცვის მინისტრის მოულოდნელი­ გადაწყვეტილება სამიტის შედეგებზე რა გავლენას მოახდენს?

- ბუნებრივია, გავლენას მოახდე­ნს. რაც შეეხება, რას უნდა ველოდოთ სამიტი­სგან, მონტენეგროს ალიანსის წევრ­ად გამოცხადება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ნატ­ოში ღია კარის პოლიტიკაა და, ადრე თუ გვიან, საქართველო მისი წევრი­ გახდება. ვფიქრობ, არსებითი პაკეტი დამატებითი პარამეტრებით შეივსება, თანაც­ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ფრონტს აძლიერებს და იმ მასშტაბის წვრთნებს ატარებს, რომლის მსგავსიც "ცივი ომის" შემდეგ არ ჩატარებულა.

- ამ ფონზე, რუსეთის რეაქციის გამწვ­ავებას თუ ელოდებით, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ?

- საქართველოს პოლიტიკა, რუს­ეთს მუდმივად დავანახოთ, რომ ნატოსთან­ ინტეგრაციის პროცესი მათ საწინააღმდეგ­ოდ კი არ არის მიმართული, არამედ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ემსახურება, აბსოლუტურად სწორია. რუსეთს არ უნდა მივცეთ ესკალაციის შესაძლებლობა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. მეორე მხრივ, მან არ უნდა შეგვაცვლევინოს აზრი თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, ეს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას ნიშნავს. 2014 წელს სწორედ ამ მიმართულებით გვიშლიდა ხელს ივან­იშვილი, რასაც პრინციპულად დავუპირი­სპირდით, თუმცა მას ოქტომბრის არჩევნებზე დავასრულებთ. შემდეგი კვირიდან­ მოქალაქეებს საარჩევნო სიას გავაცნობთ და იმ პროფესიონალებს წარვუდგენთ, რომლებიც ხელისუფლებაში სუფთა პოლიტიკით მოვლენ. შევიმუშავეთ ეკონომიკური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ფინანსურ პოლიციას გავაუქმებთ, დამო­უკიდებელ სასამართლო სისტემას შევქმნით. ამასთან, საარსებო მინიმუმს 250 ლარამდე გავზრდით, სოციალური პენსია კი 360 ლარი იქნება.

- გულწრფელად მეგონა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკურ პროგრამას­ მიჰყვებოდით, ფინანსური პოლიციის გაუქმებ­ასთან ერთად, ციფრებშიც კი ემთხვევით.
- ფინანსური პოლიცია ყველაზე სასტიკი სწორედ "ნაციონალების" დროს იყო, ამიტომ მათი სიტყვა ამ კუთხით ნდობას ნამდვილად არ იმსახურებს.

- მსგავს დაპირებებს 2012 წლამდე "ქართულ ოცნებასთან" ერთადაც იძლეოდით. ახლა რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი?

- თავდაცვის მინისტრად დანიშვნისთანავე ჯარისკაცის ჯანდაცვის უზრუნველყოფა საგრძნობლად გავაუმჯობესე, დაღუპული მეომრების ოჯახებს კომ­პენსაც­იები გავუზარდეთ და ა.შ. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, ამ ინიციატივით მთავ­რობას მაშინ არაერთხელ მივმართე, თუმცა­ არავინ შეისმინა.

- ყველა კვლევის მიხედვით, საარჩევნოდ­ ორი ძირითადი ძალა: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" იკვეთება. თქვენ თუ გაქვთ შიდა კვლევები, როგორია თქვენი­ პარტიის რეიტინგი?

- "ქართული ოცნება" "ნაციონალური­ მოძრაობისგან" საფრთხობელას ქმნის, "ნაცმოძრაობის" რეაბილიტ­აციისთვის კი ერთადერთი საშუალება­ ამჟამინდელი ხელისუფლებაა. ძალადობრივი რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია, "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ქვეყანას უკან ხევს. ამიტომ, ამ დრომდე ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის 40-45% მხარს "თავისუფალ დემოკრატებს"­ დაუჭერს. რაც შეეხება შიდა კვლევებს, ჩვენ მილიარდერების პარტია არა ვართ, ამიტომ ამ მასშტაბის კვლევების ჩასატარებელი ფინანსური რესურსი არა გვაქვს.

- "ნაცმოძრაობაში" მილიარდერი ვინ არის?

- რა თქმა უნდა, სააკაშვილი.

რუსუდან შელია
dadiani
17 ივლისი 2016 19:12
საარჩევნო პროგრამა არ გაქვას არ გაქვს, მარა კანდიდატები მაინც წარადგინე ნორმალურები....
თაზო49
16 ივლისი 2016 19:14
კარგია თქვენი სურვილები ბ-ნო ირაკლი,მაგრამ ეს დაპირებები საიდან ან როგორ გინდათ შეასრულოთ.იქნებ დაგვდოთ პატივი და ესეც მოგვაწვდინოთ.
888
11 ივლისი 2016 11:22
ამ კაცს შუბლის ძარღვი გაწვეტილი აქვს? 0,1 პროცენტია მისი რეიტინგი და მაინც ამბიციები აწუხებს.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?