"პოლიტიკურ ველზე ცივილიზებულად გავეყარეთ"
11-07-2016
"პოლიტიკურ ველზე ცივილიზებულად გავეყარეთ"
"როდ­ე­საც საბოლოოდ მივიღე­ გადა­წ­ყვეტილება, ახლა უკვე ყოფილ თანაგუნდელებსგულახდილად ავუხს­ენი "თავისუფალი დემოკრატებიდან" წასვლის მიზ­ეზი"

ირაკლი ალასანიას გუნდი ირაკლი ქადა­გიშვილმა დატოვა. როგორც ამბობენ,­ მან პრემიერისგან "ქართული ოცნების" რიგებში გაწევრების შემოთავაზება­ მიიღო. რატომ გადაწყვიტ­ა პარტიიდან წამო­სვლა და რა მიზნით შეხვდა გიორგი კვირიკაშვილს, "კვირის პალიტრასთან" "თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობს:

- პარტიიდან წამოსვლაზე ადრეც ვფიქ­რობდი, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იყო და არც შემოთავაზებას,­ ან ჩემს უკვე ყოფილ გუნდთან დაპირისპირ­ებას გავლენა არ
მოუხდენია. პირიქით, 20 დღის წინ, როდ­ე­საც საბოლოოდ მივიღე­ გადა­წ­ყვეტილება, ყველას გულახდილად ავუხს­ენი პარტიიდან წასვლის მიზ­ეზი. ამაზე­ ახლა საჯაროდ ვერ ვისაუბ­რებ, რადგან მათ დღემდე პატივს ვცემ და ჩემს მეგ­ობრებად დარჩებიან.

- პარტიიდან წინასაარჩევნოდ ისე წამო­ხვედით, რომ თანაგუნდელებმა არც კი გისა­ყვედურეს?

- ბუნებრივია, აღფრთოვანება არ გამო­უხატავთ. პარტიიდან
წამოსვლა ჩემთვ­ისაც არ ყოფილა სასიხარულო გადაწყვეტილება, მაგრამ ობიექტური მიზეზები არსებობდა. მთავარია, რომ მათ მომისმინეს და ჩემს გადაწყვეტილებასაც პატივისცემით­ მოეკიდნენ. ერთმანეთს პოლიტიკურ ველზე­ ცივილიზებულად გავეყარეთ. ჩვენ დღემდე­ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს და ნამდ­ვ­ილად­ არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტ­ილების გამო ვინმესგან აგრესიას ან ნეგატიურ შეფასებებს ვიმსახურებ.

- პარტიიდან წამოსვლამდე პრემიერს შეხვდით?
- პრემიერს დაახლოებით ათი დღის წინ, ანუ პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვესაუბრე. შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა­ - მე მას რამდენიმე წინადადება შევთავაზე, რითაც დაინტერესდა. გიორგის დიდი ხანია­ ვიცნობ, ჩვენ პოლიტიკის მიღმაც ვმეგობრობდით, ერთმანეთი გუშინ ნამდვილად არ გაგვიცნია. ბევრ საკითხს შევე­ხეთ, თუმცა, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ახლა ვერ დაგელაპარაკებით. რამდენიმე­ დღეში საზოგადოებისთვის ბევრი რამ ცნობილი გახდება.

- "თავისუფალი დემოკრატებიდან" თქვენი წამოსვლის შემდეგ ორი ვერსია გავრცელდა. ერთი, რომ კახეთის გუბერნატორობას­ გთავაზობენ, მეორე - "ქართული ოცნების"­ საარჩევნო სიის წევრობა შემოგთავაზეს. რომელს ადასტურებთ?
- კახეთის გუბერნატორობაზე საუბარი­ არ ყოფილა. ეს ვერსია, ალბათ, ჩემი წარმო­მ­­ა­ვლობიდან გამომდინარე გაჩნდა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, კონკრეტულად ვერც ამ საკითხზე­ გიპას­უხებთ. თუ რაიმე გადაწყვეტილებამდე მივალთ, საზოგადოებას პირველი მე შევატყობინებ. ზოგადად, პოლიტიკაში აღმატებული მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს.

- გაქვთ ინფორმაცია, რომ "თავისუფალი­ დემოკრატების" რიგებს სხვა წევრებიც დატოვებენ?

- არ მაქვს, მაგრამ რომც მქონდეს, ბუნებრივია, არ ვიტყოდი. მე ამ პარტიის წევრი აღარ ვარ და შიდა დეტალებზეც საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით