ბაკურ გულუას "ქართულ ოცნებაში" ვიხილავთ?
11-07-2016
ბაკურ გულუას "ქართულ ოცნებაში" ვიხილავთ?
"სიის პირველ ნომ­რად წარდგენა ერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც შემომთავაზა..."

"ჩემი სამინისტროში დაბრუნების საკითხი არ დგას, თუმცა უარს არაფერზე ვამბობ"


როგორც კულუარებში ამბობენ, მმარ­თველი ძალა ახალ სახეებთან ერთად გუნდში უკვე გამ­ოცდილ კადრებსაც ეპატიჟება. მათ შორის, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ გულუაც არის. ბაკურ გულუამ­ დაგვიდასტურა,­ რომ "ქართული ოცნებისგან" სამეგრელოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის შემოთავაზება მიიღო:

- ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ერთს კი ვადა­სტურებ - "ქართული ოცნების" ერთმა­ მთავარმა ფიგურამ მითხრა,
სამეგრელოში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ხუთეულში ხარო, როგორც ჩანს, სამეგრელომ მოითხოვა ჩემი ჩართვა. თუ ხარ თანახმა, მაჟორიტარად იყარო კენჭიო, თუმცა არ დაუსახელებიათ ზუგდიდში უნდა მეყარა კენჭი, ჩხოროწყუში­ თუ სხვა რაიონში. ვის მოუვიდა­ ჩემი კანდიდატურის წამოჭრაზე აზრი, ვერ გეტყვით. ვუპასუხე, მაჟორიტარობაზე თანახმა არ ვარ და პროპორციულ სიაზე
შეჯერდით-მეთქი. ბუნებრივია, ისიც ვიკითხე, თუ სიაში ვიქნები, რა ნომრად უნდა წარმადგინოთ და ვინ იქნება ჩემამდე-მეთქი.

სხვათა შორის, ამავე პერიოდში­ ოპოზიციურმა პარტიამ სიის პირველ ნომ­რად წარდგენა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში ისევ ეს ძალა უნდა დარჩეს. ახალი ხალხიც უნდა მოვიდეს, მაგრამ რადიკალური ცვლილებები­ ან ხელისუფლებაში სხვა პარტიის მოსვლა ქვეყანას დააზარალებს. ჭორიც კი გამივრცელეს, თავის დროზე ჩხოროწყუს მაჟორიტარობაზე უარი იმის გამო თქვა, რაიონი ეპატარავაო. დეპუტატი ვიქნები თუ არა, ჩემს ხელს ამ რაიონს მაინც დავატყობ.

- როგორც შევიტყვეთ, "ქართულ ოცნებაში"­ გაწევრება პრემიერმა შემოგთავაზათ...

- გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის უცხო არ გახლავთ, ჩვენ საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებდა. ვფიქრობ, დღეს ის ყველაზე რეალური მთავრობის თავმჯდომარეა - მისი მართვის სტილსა და პიროვნულ თვისებებსაც კარგად ვიცნობ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიკეთო საქმეს­ გააკეთებს. ჩვენ წლების წინ მიწის რეფორმა­ ერთად გავატარეთ, სხვათა შორის, ჩვენთან ერთად მაშინ კიდევ ორი მომავალი პრემი­ერი - ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ნოღაი­დელიც იყვნენ ჩართული.

- არჩევნების შემდეგ სოფლის მეურნეობის­ სამინისტროში დაბრუნების შემოთავაზებაც ხომ არ მიიღეთ?

- სოფლის მეურნეობას კარგი­ მინისტრი ჰყავს, მართალია, ოთარ დანელია სულ სხვა სფეროდან მოვიდა, თუმცა სპეციფიკას ალღო თავიდანვე აუღო. როდესაც მას მინისტრობა შესთავაზეს, ჩემთან მოვიდა და მითხრა - იურისტი ვარ და სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობა წარმატებით როგორ გამომივაო. ვუთხარი, მთავარია, კარგ ხალხს მოუსმინო და ყველაფერში­ გაერკვევი-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. ჩემი სამინისტროში დაბრუნების საკითხი არ დგას, თუმცა უარს არაფერზე ვამბობ.

რუსუდან შელია
kote
27 ივლისი 2016 13:18
ამ კაცმა რისი შეჭმაც შეიძლებოდა ყველაფერი შეჭამა შევარდნაძის დროს და ეტყობა მოინელა კიდეც,მოდი ბიძო,რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დამქცევი შეტენეთ პარლამენტში,ნელ-ნელა სულის ამოხდას,ჯობია ასეთი ხალხის დახმარებით ერთიანად ამოხადეთ სული მოსახლეობას.
ზუბა
27 ივლისი 2016 13:00
პრინცესა-ს. აბა რა გითხრა პრინცეს. სამოთხის დარი თუ არის საქართველო, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი/ ქვეყანა, სადა 60%-ზე მეტი უმუშევარია, ქვეყანა სადაც ღატატებითაა სავსე, ქვეყანა საიდანაც ხალხი სხვაგან გარბის საცხოვრებლად, როგორ ან რატომ უნდა ეწოდოს სამოთხის დარი ქვეყანა? ეტყობა შენთვის ასეა, მაგრამ უმრავლესობისთვის... ბუნება იციცხლეთქა, მართლაც სამოთხეა...
jeims
27 ივლისი 2016 12:55
მაგ ხალხმა დაანგრია დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობა.მოუსპო განვითარების და წინსვლის საშუალება. სულ აყვავებული არ იყო სოფლის მეურნეობა მაგის დროს? რა უშლიდა ხელს? ოცნების მეხოტბეებო ასე რომგიხარიათ კორუპირებული ჩინოვნიკების დაბრუნება ხელისუფლებაში დგევანდელი ოცნბების 90 პროცენტი იყო საქართველოს პარლამენში ან მთავრობაში 1992-წლიდან 2003 წლამდე. ერთ კითხვაზე მიპასუხეთ რატომ არ გვქონდა დენი?

1. მიშას შემდეგ რატომ გაჩნდა დენი? 2. ახალი ტექნოლიგიები გამოიგონა მიშამ? 3. ახალი ფესები აშენდა? თუ რამ გამოიწვია მისი მოსვლის შემდეგ ძალიან სწრაფად რატო მოწესრიგდა დენის საქმე? ვინც იყო მნამდე ხელისუფლებაში იმატ რატომ ვერ მოაგვარეს? რა უშლიდათ ხელს? იქნებ კორუფცია და ხალხის ფეხებზე დაკიდება?

რედაქტორის რჩევით