"პრეზიდენტის განცხადება უტოპიაა"
11-07-2016
"პრეზიდენტის განცხადება უტოპიაა"
"რამდენიმე კანდიდატურის პროფესიული ბიოგრაფია ეჭვსაც იწვევს"

იუსტიციის საბჭოში 65 მოსამართლის დასანიშნად ემზადებიან, თუმცა პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო ფრაქც­იებს­ სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს სთავაზობს. არადა, საპარლამენტო სეს­იები უკვე დასრულებულია და როგორც უმრავლესობა­ აცხადებს, საა­რჩევნო კამპანიის პერიოდში, რიგგარეშე ფორმატში პარლამენტში შეკრება არარეალ­ისტურია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კი სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს:

- მიუხედავად იმისა, რომ პ
არლამენტს დიდი ხანია კონკრეტული ცვლილებები განსახილველად ჰქონდა გადაგზავნილი მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის შესახებ, პროცესი არ დაიძრა და კანონპროექტი თაროზე შემოდეს. ამასობაში იუსტიციის საბჭომ ჩაატარა გასაუბრებები სასამართლო კორპუსის განახლების ეგიდით, რაც საზო­გადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის შესუსტებას ემსახურება. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში მითითებულია, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში ამყოფებენ და ა.შ. ირკვევა, რომ რამდენიმე კანდიდატურის პროფესიული ბიოგრაფია ეჭვსაც
იწვევს.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ ცვლილების­ ასე დაჩქარებულად მიღება, როდესაც პარლამ­ენ­ტმა­ დაასრულა მუშაობა, სექტემბერში კი წინასაარჩევნო პროცესი პიკს მიაღწევს?

- ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ჩვენი შეთავაზება პანა­ცეა არ არის, ინსტრუმენტია, რომელიც მოაგვარებს პრობლემას ან ტრანსფორმაცი­ამდე მიგვიყვანს. მანამდე კი პარლამენტმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, რატომ ამბობს უარს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში კონკურსანტების უფლებების დაცვის ახალ ინსტრუმენტებზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეთავაზებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება:
-"მზად ვართ, რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ, მესამე კენჭისყრაა დარჩენილი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის გამო შეფერხდა. მომავალში ამ რეფორმას აუცილებლად გავატარებთ. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, კენჭისყრაც დაინიშნება, თუმცა ეს საარჩევნო კამპანიის პერიოდში რიგგარეშე ფორმატში ძნელად წარმომიდგენია.
არჩილ გამზარდია, ექსპერტი: - პრეზიდენტის განცხადება უტოპიაა - ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტი მაშინ უნდა იკრიბებოდეს, როდესაც საჭიროა, თუმცა­ წინასაარჩევნოდ რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე ლაპარაკი, ვფიქრობ, პოლიტიკურ მესიჯებს უფრო შეიცავს, ვიდრე პრობლემის გადაჭრის რეალურ სურვილს - წინასაარჩევნოდ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება განსაკუთრებით საინტერესო ხელისუფლების ოპონენტებისთვის იქნება. ვფიქ­რობ, პრეზიდენტის წინადადება პოლიტიკური ინტერესებითაა განპირობებული.

- რომელი ძალის ინტერესების­ სასარგებლოდ წამოაყენა პრეზიდენტმა ეს წინადადება?

- პრეზიდენტმა­ ზეპარტიულის ნიშა დაკარგა და "ნაცმოძრაობასთან" უცნაური დაახლოებით მის გადაწყვეტილებებზე სულ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. თავდაპირველად, მის სურვილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიატორის ფუნქცია შეესრულებინა, მეც მივესალმებოდი. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო დაუ­ახლოვდა მხოლოდ ერთ ოპოზიციურ პარტიას. მრჩება შთაბეჭდ­ილება, რომ პოლიტიკური საყრდენების ძიებაშია, რათა ან დამოუკიდე­ბლად შექმნას ახალი ძალა, ან რომელიმე ჯგუფს შეერწყას.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით