"მხოლოდ ექიმები დაჰკ­ითხეს - დამალეს თუ არა წამების კვალი, დროულად უმკურნალეს თუ არა"...
11-07-2016
"მხოლოდ ექიმები დაჰკ­ითხეს - დამალეს თუ არა წამების კვალი, დროულად უმკურნალეს თუ არა"...
გასულ კვირას კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი დაკრძალეს, რომელიც 2014 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ოთხი მუხლით გაამართლა და დისკრიმინაციული მოპყრობისა და წამების მსხვერპლად აღიარა.

"პროკურატურაში სულხანის წამებასთან დაკავშირებით გამოძიება არც დაწყებულა და არც მიმდინარეობს", - აცხადებს­ სულხან მოლაშვილის მეგობარი, ყოფილი პატიმარი ავთო ევგენიძე.

- საქმე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით არის აღძრული და ჯერჯერობით მხოლოდ ექიმების დაკითხვა მიმდინარეობს... ედავებიან, რომ წამების კვალი დამალეს. არ არის გამორიცხული, პროკურატურამ ამ საქმეს სხვაგვარი
კვალიფიკაცია მისცეს და დასაჯოს ის პირები, რომლებმაც სულხანი აწამეს.

- სულხან მოლაშვილი სად გაიცანით?

- მას ადრეც ვიცნობდი, როცა ჯერ კიდევ კონტროლის პალატის თავმჯდომარე­ იყო. მერე მეც დამიჭირეს და "რეზბალნიც­აში" შევხვდი.
დამხვდა სრულიად განადგურებული ადამიანი, ფსიქიკური­ მდგომარეობაც ვერ ჰქონდა მთლად კარგად... არადა, უწესიერესი კაცი იყო.
ამბობდა, ასეთი რა დავაშავე, სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებიაო. ის თავს მიშასა და ადეიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევდა, ბოკერიას კი მტრად მოიხსენიებდა. ამბობდა, ბოკერია იმდენად ვერ მიტანდა, ჩემს წამებას თავადაც ესწრებოდა. ხმაზე ვიცანი, მაგრამ დამალვას არც ცდილობდაო. სულხანი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, ის მოკლეს!

ნანა კაკაბაძე, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი:
- 2014 წელს პროკურატურამ საქმე აღძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების გად­ამეტების მუხლით, არადა, ევროსასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ წამებას და Aღირსების შემლახავ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. სულხანი უკანონოდ დააპატიმრეს და სამართლიანი სასამართლო პროცესი არც ჩატარებულა. სტრასბურგის სასამართლოს ასეთი­ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურას ჰქონდა სრული იურიდიული საფუძველი, წამების მუხლით დაეწყო გამოძიება. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მე ვიყავი პირველი, ვინც ნაწამები სულხან მოლაშვილი მოინახულა ციხეში... სულ ვამბ­ობდი, რატომ არ დამკითხეს,­ ნუთუ არ აინტერესებთ, რა მითხრა და დაასახელა თუ არა მწამებლები-მეთქი. ჩემს დაკითხვას ვინ დაეძებს, სულხანიც კი არავის დაუკითხავს­ და ახლა დაგვრჩა მხოლოდ მისი ინტერვიუები პრესაში. მხოლოდ ექიმები დაჰკ­ითხეს - დამალეს თუ არა წამების კვალი, დროულად უმკურნალეს თუ არა... სინამდვილეში, ექიმებს ხმა რომ ამოეღოთ, შესაძლოა, მოლაშვილის დღეში აღმოჩენილიყვნენ... დღესაც მზად ვარ და დამკითხონ მოლაშვილის საქმეზე!

ხომ დაუჯერებელია, სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივი­ საფუძვლის გარეშე დაედგინა,­ რომ მოლაშვილის წამებას ჰქონდა­ ადგ­ილი?!­ მაშინ საქართველოს პროკურატურამ რით ვერ იპოვა ეს საფუძველი?! რბილად რომ ვთქვათ, არა­კვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე.

P.S. ჩვენ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დავუ­კავშირდით და ასეთი პასუხი მივი­ღეთ: "ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება მოლაშვილის დაკავების დროს შესაძლო ძალადობრივი მოქმედებებისა და სამართალდამცავთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ამ დროისთვის ჩატარებულია ათეულობით­ საგამოძიებო მოქმედება, დაკითხული არიან დროებითი მოთავსების იზოლატორისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები,­ მათ შორის, ექიმები და ექთანები, ასევე მოლაშვილის სხეულზე ჩატარებულ ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტები, რომელთაც შეხება ჰქონდათ დაკავებულთან".

ეკა ასათიანი
ნინო
15 ივლისი 2016 12:21
888-ს ახლა მაინც დაერკვას კველაპერს ტავისი სახელი. ტუ ისევ რურუას აზრი გავიზიაროტ ეო ტრომბიტ დაუზინდა სხეული
888
15 ივლისი 2016 10:16
მოასვენეთ კაცი საფლავში.

რედაქტორის რჩევით