"წარმოდგენაც კი მზარავს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები" - რა მოელის საქართველოს, თუ კავკასიაში პარტნიორის გარეშე დარჩა?!
25-07-2016
"წარმოდგენაც კი მზარავს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები"  - რა მოელის საქართველოს, თუ კავკასიაში პარტნიორის გარეშე დარჩა?!
რა მოელის საქართველოს, თუ კავკასიაში პარტნიორის გარეშე დარჩა?!

ერდოღანმა, პრაქტიკულად, არმიას თავი წააცალა, 103-ზე მეტი გენერალი დააპ­ატიმრა. დასჯილთა შორის არის პრეზიდენტის­ მთავარი სამხედრო მრჩ­ეველიც. 2 700 მოსამართლე და პროკურორი გადააყენეს, მათგან 170-მდე დაკავებულია. უამრავ მეცნიერსა და პროფესორს შეუჩერდა­ სტატუსი. ერდოღანმა სამსახურიდან 45 000 სახელმწიფო­ მოხელე დაითხოვა...


თურქეთში მიმდინარე პროცესები ქარ­თ­ველი საზოგადოებისა და ექსპერტების­ გან­ხილვის საგანი გახდა. ზოგიერთის აზრით, საქართველოს კავკასიაში პარტნი­ორების გარეშე დარჩენა და იზოლირება ემუქრება, რის გამოც, შესაძლოა, მოვლენები
დრამატულად განვითარდეს. ქართველი ექსპერტები თურქეთში შექმნილ მდგომარეობასა და საქართველოსთვის რისკ-ფაქტორების სიმძიმეს აფასებენ.

"სახელმწიფო გადატრიალება" ახლა თავად ერდოღანმა დაიწყო"

გიორგი სანიკიძე: -
თურქეთში სამ­ხედრო გადატრიალების მცდელობა მარც­ხით­­ დამთავრდა, თუმცა ახლა ქვეყანაში­ არანაკლებ სახიფათო ვითარებაა. არავინ ამართლებს სამხედრო ამბოხებას და დემ­ოკრატიული გზით არჩე­ული­ პრეზიდენტის გადაყენების სურვი­ლს, მაგრამ
რაც ახლა თურქეთში ხდება, ისიც დაუშვებელია.

თურქეთის ხელისუფლება ახლა თავად აწყობს "სახელმწიფო გადატრიალებას". მან დროებით შეაჩერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება, მკაც­რად­ გაუსწორდა დამნაშავეებსა და ოპონე­ნტებს. ერდოღანმა, პრაქტიკულად, არმიას თავი წააცალა, 103-ზე მეტი გენერალი დააპ­ატიმრა. ტელევიზიით ვნახეთ, რა სასტ­იკად სცემეს მათ. დასჯილთა შორის (რაც უნდა პარადოქსული იყოს) არის პრეზიდენტის­ მთავარი სამხედრო მრჩ­ეველიც. დაახლოებით 2 700 მოსამართლე და პროკურორი თანამდებობიდან გადააყე­ნეს, მათგან 170-მდე დაკავებულია. რეპრესიებია უნივერსიტეტებში, უამრავ მეცნიერსა და პროფესორს შეუჩერდა­ სტატუსი, აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა (ერდოღანი ეჭვობს,­ რომ სამხედრო გადატ­რიალება ინსპირირებული იყო მისი ოპონე­ნტის, ამერიკაში მცხოვრები სწავლულის, ფეთჰულაჰ გიულენის მიერ). ერდოღანმა სამსახურიდან 45 000 სახელმწიფო­ მოხელე დაითხოვა. არ არის გამორიცხული,­ ქვეყნის პარლამენტმა სიკვდილით დასჯის აღდგენა­ შემოიღოს. შეიძლება ითქვას, გიულენს ვინც იცნობდა, ყველა რეპრესირებულია. გიულენი თურქეთში, ერდოღანის შემდეგ, მეორე გავლენიან პირად ითვლება. მას აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული და ოფიციალური ანკარა მის ექსტრადიციას ითხოვს. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთში არმია, სასამართლო და საგანმანათლებლო, საუნივერსიტეტო სისტემა კოლაფსშია! ამგვარი მეთოდებით ერდოღანი ცდილობს, გააუვნებლოს ოპონენტები და გადატრიალების მორიგი საფრთხე აიცილოს. ცხადია, დასა­ვლეთი და აშშ გმობენ სამხედრო გადატრიალებას, თუმცა ერდოღანს­ დამნაშავეთა დასჯის ცივილიზებული მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი დროე­ბითია და ერდოღანის მიზანი მხოლოდ ის არის, ღალატის ფესვები ძირშივე ამოძირ­კვოს. ის მაინც დასავლური ფიგურაა, ცოტა ხორკლიანი, მაგრამ მაინც დასავლური... გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც: მოსახლეობა ერდოღანის მხარესაა, მოწოდებისთანავე ქუჩაში გამოვიდა­ და ამბოხებულ სამხედროებს ეკვეთა...
მე მაინც ვვარაუდობ, რომ თურქეთი ნატოს წევრობას არ დათმობს, რადგან ეს მასვე დააზარალებს. ამასთან, დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგოდაც იქნება მიმართული.­ აშშ-იც არ დათმობს თურქეთს, ის მისთვის­ მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორია. ვფიქრობ, ნატოს საწინააღმდეგო განცხადებები მხოლოდ ცხელ გულზეა­ გაკეთებული.

მართალია, თურქეთის ხელისუფლება­ სამხედრო ამბოხების მომზადებას გიულენს მიაწერს, თუმცა, რაც მოხდა, იმას სხვა­ მიზეზებიც აქვს. სამხედროების უკმა­ყოფილ­ება ქვეყანაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას­ უკავშირდება. გაუთავებელი ტერორისტული­ აქტები, ქურთისტანის­ პრობლემის წინ წამოწევა, "ისლამურ სახელ­მწიფოსთან"­ არცთუ მკაფიო დაპირისპირება და ა.შ. სამხედროთა თვალთახედვით, ხელისუფლების პოლიტიკამ თურქეთის ჭეშმარიტ ინტერესებს­ გადაუხვია და ათათურქის პრინციპები­ უარყო, რაც სეკულარიზმს უკავშირდება.

"რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ისტორიულად ერთმანეთის საწინააღმ­დეგოა"

სოსო ცინცაძე - ის ძალები, რომლებიც თავს ათათურქის პრინციპების ერთგულებად მიიჩნევდნენ, ერდოღანთან დამარც­ხდნენ. ერდოღანის რისხვა თავს დაატყდა გიულენის თანამოაზრეებს. ახლახან ბაქოში მისი სასწავლებელი აიკრძალა, რადგან თურქეთის ხელი­სუფლება ეჭვობს, რომ სასწავლებელში­ აქტიურად უწევენ პროპაგანდას, რომ თურქეთმა ათათურქის პრინციპებს გადაუხვია.­

სახეზეა თურქეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება, თუმცა ეს რუსეთის უპირ­ობო გამარჯვებას არ ნიშნავს. მართალია, ამ ეტაპზე თურქეთი და რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირების გამო ერთ ორბიტაზე აღმოჩნდნენ, მაგრამ კრემლში თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება, ძალიან ცდება. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ისტორიულად ერთმანეთის საწინააღმ­დეგოა, ისინი ბევრ რამეში არ ეთანხმებიან ერთმანეთს და მალე ეს ისევ თავს იჩენს. პუტინი და ერდოღანი ვერასოდეს შეთანხმდებიან ასადის საკითხზე, ერდ­ოღანი მისი მოწინააღმდეგეა.

ემუქრება თუ არა საქართველოს იზოლაცია

- თუკი საქართველო კავკასიაში ერთადერთი პროდასავლური კურსის მქონე ქვეყანა იქნება, ეს კარგს არაფერს გვიქადის.­ წარმოდგენაც კი მზარავს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ვიტყვი,­ რომ მოქმედებების მთელი სიმძიმე დიპლ­ომატიურ ურთიერთობებზე უნდა გადავიდეს. საქართველომ ვერ იქნა და ვერ მოახე­რხა ძლიერი დიპლომატიური სკოლისა და ბაზის შექმნა! დავბერდი კაცი, 50 წელია, საგარეო პოლიტიკას თეორიულად ვსწავლ­ობ და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის გვარიც კი არ ვიცი, არ მახსოვს... რა ბედი გველის ამ რეალობაში?! ერთადერთი ნორმალური სპეციალისტი ამ საქმეში თედო ჯაფარიძეა, რომელიც რატომღაც ხმას არ იღებს. სამაგიეროდ, პოლიტიკაში­ მოდის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ძლივს აწყობილი სამინისტრო დაშალა და პროფესიონალები ქუჩაში გაყარა,­ შემდეგ კი ვინ შემოიკრიბა გვერდით, თავადაც არ იცის. არადა, ჩვენი ერთადერთი სიძლიერე დიპლომატია უნდა იყოს, რადგან არასდროს გვეყოლება ისეთი ძლიერი არმია, რომ საკუთარი თავი მარტოებმა დავიცვათ.
საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს სამ­უდამოდ მტკიცედ დადგენილი საზღვრები მეზობლებთან, თვით თურქეთთანაც კი... ყოველ შემთხვევაში, თურქი საზოგადოება­ არ ცნობს ამ საზღვრებს. მათ იციან, რომ მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში მთელი აჭარა თურქეთის ფერშია­ წარმოდგენილი და აწერია "ბათუმის ოკუპირებული სანჯაყი".

ყველაზე საიმედოდ დაცულია იმ ქვეყნის საზღვრები,­ რომელთაც მეზობლები აღიარებენ. არ არის აუცილებელი, ყველა მეზობელთან "ჩახუტებული" ვიყოთ, თუმცა დანასისხლად გადამტერებ­ა რომ არ შეიძლება, ფაქტია. მშვიდობიანი თანაარსებობის რეჟიმი, ეს ქართული­ დიპლომატიის უპირველესი ამოცანაა. ქართულმა დიპლომატიამ არათუ ნატოში გაწევრებას, იმასაც კი ვერ მიაღწია, საჭირო დროს სამხედრო დახმარების მიღების შესახებ ბრიუსელთან დადებულიყო ხელშეკრულება... ასეთი ხელშეკრულება აქვს ბრიუსელს ფინეთთან, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ნატოს წევრი ქვეყანა სულაც არ არის. ჩვენი უნიათობით აღმოვჩნდით ამ დღეში, როცა თურქეთში ვითარება აირია და არ ვიცით, ის საით წავა და როგორი იქნება... ამ ვით­არებაში ჩნდება­ ლეგიტიმური კითხვა: რა მოგველის კავკასიაში პარტნიორის გარეშე დარჩენილებს?­ - ეს კითხვა დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავზე. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა დალაგდება­, თუმცა, შესაძლებელია, მოვლ­ენები იმაზე უარესად განვითარდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

"რისკები ძალიან მაღალია"


გია ხუხაშვილი:
- თურქეთის მოვლენებმა, შესაძლოა, მთლიანად სამყაროსთვის ძალიან სახიფათო ტენდენციები გამოავლინოს. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენივე გაცხადებული საგარეო ვექტორის რეალიზებისთვის ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, რომ­ელიც ევროპაშიც მიმავალია და ნატოსთან­ კომუნიკაციასაც გვიიოლებს. ასე რომ, თურქეთსა და დასავლეთს შორის ბზარის გაჩენა უპირველესად ჩვენ დაგვაზარალებს. თუკი დასავლეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება იმით დასრ­ულდება,­ რომ უკან დაბრუნების წერტილი ვერ იქნება ნაპოვნი, როგორ განხორციელდება ყველაზე დრამატული სცენარი? ამ შემთხვე­ვაში რეალობა თურქეთს რუსეთისკენ უბიძგებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო დაკარგავს კავ­კასიაში პარტნიორს და მარტო­, იზოლირებული აღმოჩნდება. დიდი სახელმწიფოების შეთანხმება საქა­რთველოში არსებული ძირითადი მოთამაშეების (რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის) გეოპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას სწორედ ჩვენს ხარჯზე­ მოინდომებს. წარმოდგენაც არ მინდა, რაც შეიძლება­ მოხდეს, რომელ ტერიტორიებს დავკარგავთ და რა რეაქცია­ მოჰყვება...

ჯერჯერობით აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი პარტნიორები არიან, ამიტომ არ მინდა ფრჩხილები­ გავხსნა და სრულად დაგიხატოთ, თუ როგორ­ შეიძლება ეს დრამატული სცენარი განხორციელდეს.

საქართველო თუ აქამდე გადარჩა, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის შეუძლებელი იყო ინტერესთა შეთ­ანხმება. მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა რუსეთი­ და თურქეთი დაზავდნენ და ისიც ჩვენი ტერიტორიების დაკარგვით დასრულდა. ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთს ხელს უშლიან იმაში, რომ პატარა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების ლობირება მოახდინონ. მათი შეთანხმების შემთხვევაში კი ეს ბალ­ანსი ირღვევა და რომელიმე პატარა ქვეყანა, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე დიდი მოთამაშის გავლენის სფეროში აღმოჩნდეს. ასე რომ, პერსპექტივა იმისა, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო,­ შესაძლოა, აღმოჩნდეს ერთადერთი "პროდასავლური კუნძული",­ ნურავის გაახარებს. ჩემი აზრით, ამერიკამ და დასავლეთმა თურქეთთან დამოკიდებულება უნდა შეარბილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მთლიანად რეგიონს, შავ ზღვას, შუა აღმოსავლეთთან კავშირს და ძალიან ბევრ რამეს დაკარგავენ. ნეგატიურ ფაქტორებად შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ ევროპაში­ მიგრაციის დიდი პრობლემაა, თურქეთს შეუძლია ლტოლვილებს­ ევროპისკენ კარი გაუხსნას, მათ შორის კი, ბევრი ტერორისტიც აღმოჩნდება. ვითარებას ართულებს წინასაარჩევნო კამპანია აშშ-შიც, ამ პერიოდში პოლიტიკოსებს სიბრძნე ღალატობთ და უფრო აგრესიულ მოქმედებებზე გადადიან. ასე რომ, არსებულ ვითარებაში სხვადასხვა სუბიექტური ფაქტორით განპირობებული რისკები ძალიან მაღალია.

ეკა ასათიანი
lia.
03 აგვისტო 2016 14:31
ქარტველი, აბსოლიტყრად გეტანხმები,მაგრამ სჰვენ ხომ ყაზრო ამაკები ვარტ,ამპარტავნები.ზოგს ავიცკდება,რომ სჰვენზე ზლიერი სახელმციფოები ცაყსჰლიატ რყკიდან და არ არსებობენ.
qartveli
01 აგვისტო 2016 01:31
გენიოსი იყო,მეფე ერეკლე ,და იცოდა რასაც აკეტებდა.ისტორია რომ მეორდება,რატომ ვერ ხედავთ


კომენტარებისავტორებონუაკომენტარებტდასაკომენტარებლებს
31 ივლისი 2016 12:29
რას გეტყვთ იცი ბიძიკო, თუ საომარი იქნება უნდა იომო, შპალიერს კი არ უნდა უყურო სახლში და ხაჭაპური უთოხლავო, ცხონება უნდა გინდოდეს, უფალი უნდა გიყვარდეს მიტო.ვისი ტიკი-ტომარაა ერდოღანი და პუტინი, უფალი სუფევს უფალი.ათ-ათი სამოსელი და დაკეცილი ფული რომ გიდვია და დაციცინობ ნატვრებთ ოცნებებით, პატარა ლეკვიც კი შეგაშინებს.

რედაქტორის რჩევით