"რატომ იცვლება სარჩელი ერთი ჯგუფისთვის და არა ყველა მოსარჩელესთვის?!" - ორმაგი სკანდალი საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო
01-08-2016
"რატომ იცვლება სარჩელი ერთი ჯგუფისთვის და არა ყველა მოსარჩელესთვის?!" - ორმაგი სკანდალი საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო
მერაბ ტურავა: "წელიწად-ნახევარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვარ და არასოდეს მსმენია, რომ რომელიმე მოსამართლეზე ზეწოლაა"

მაია კოპალეიშვილი: "საუბარია ე.წ. კაბელების საქმეზე, შესაბამ­ისად, ამ საქმეზე ტურავას კონტექსტიც გაუგებარია"


ას შემდეგ, რაც პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გამოჰკითხა (პაპუაშვილი აცხადებდა, რომ რამდენიმე მოსამართლეზე ზეწოლა ხდებოდა), საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ახალი სკანდალი ატყდა - მოსამართლეთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების მალულად შეცვლის მცდელობებზე ალაპარაკდა. ამ სკანდალის დეტალებზე მოსამართლე მერაბ ტურავა საუბრობს:

- იმ
ფონზე, როდესაც ჩვენზე თავდასხმა გაძლიერდა და ფაქტობრივად, ყველა მოსამართლე ეჭვმიტანილია, გაჩუმება წარმოუდგენელია. ჩვენ უნდა დავიცვათ მოსამართლის ღირსება!

- ვის გულისხმობთ, როდესაც თავდასხმაზე­ საუბრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს?

- შესაძლოა, გიორგი პაპუაშვილს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, მაგრამ წელიწადნახევარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვარ და არასოდეს მსმენია, რომ რომელიმე მოსამართლეზე
ზეწოლაა. დღეს კი ამბობენ, რომ ორ მოსამართლეზე ზეწოლა იყო. მეტიც, მოულოდნელი იყო, რომ ამის შესახებ სამი მოსამართლე­ ინფორმირებული­ გახლდათ და დანარჩენმა ხუთმა არაფერი ვიცოდით. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი­ მსგავს განცხადებას აკეთებს­ და ხელისუფლებას ბრალს სდებს, მას გვერდით ზეწოლის ობიექტი უნდა ედგეს.

- პაპუაშვილის განცხადებაში თუ ეჭვი გეპარებათ, თქვენი აზრით, რა მიზანი უნდა ამოძრავებდეს მას?

- პაპუაშვილს ამ ინფორმაციის გაჟღერებამდე პლენუმის სხდ­ომა უნდა მოეწვია და მინიმუმ, გავეფრთხილებინეთ, რომ განცხადების გაკეთებას აპირებდა.
ვერ გეტყვით, ასე რატომ მოიქცა, ინფორმაცია განზრახ გაავრცელა თუ არა, თუმცა სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით - შესაძლოა ვიღაცებმა
ჩათვალონ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს, ზეწოლის შედეგია. ჩვენ გვინდა პასუხი კითხვაზე­ - ვინ და რა ფორმით ახორციელებდა ზეწოლას, თუ ასეთი ფაქტი საერთოდ არსებობს. ბუნებრივია, დავინტერესდი, ვინ სახელდება ზეწოლის ობიექტად. მითხრეს, რომ გამოკითხვისას ყველა მოსამართლე პირადად მასზე­ ზეწოლას უარყოფს, თუმცა აქვთ ინფორმაცია სხვებზე. ვინ არის ეს "სხვა", ვერ დავადგინე.
თუ ყველა მოსამართლე ყოველგვარ ზეწოლას უარყოფს, პროკურატურამ უნდა განაცხადოს, რომ პაპუაშვილის ინფორმაცია არ დადასტურდა,­ ან გვითხრან, რომ გარკვეული გარემოებები გამოიკვეთა.

- გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური შინა­არსის სარჩელები მალულად იცვლებოდა...

- სარჩელების ცვლილება სერიოზული კანონდარღვევაა. მქონია შემთხვევა, როდესაც­ სარჩელი პარასკევს შემოვიდა, შაბათ-კვირას შეიცვალა, ორშაბათს კი განსახილველად გამოცხადდა.

- ვინ მართავდა ამ პროცესს?

- ალბათ თავმჯდომარე ან მოსამართლე, ან სულაც კანცელარიის თანამშრომელი, თუმცა ამაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული ის, ვინც საქმეში გარკვეულია და მოსარჩელესაც იცნობს. ვიღაცას მოსარჩელესთვის უნდა ეთქვა, რომ მისი სარჩელი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და უნდა გამოცვალოს. პირადად ჩემს ხელში აღმოჩნდა სარჩელი პარასკევს, შაბათს მეორე სარჩელი მივიღე, რომელზეც სამი გვერდი იყო დამატებული და სწორედ ამ სამმა გვერდმა მისცა სახე სარჩელს.

- რატომ არ გაახმაურეთ მაშინვე?

- დახურული პლენუმის სხდომაზე კოლეგებთან ღიად ვისაუბრე, თუმცა მოკვლევა არ ჩატარებულა. დღესაც მაინტერესებს,­ რატომ იცვლება სარჩელი ერთი ჯგუფისთვის და არა ყველა მოსარჩელესთვის! ტურავას ბრალდებებს მოსამართლეები:­ მაია კოპალეიშვილი, ქეთევან ერემაძე და კონსტანტინე ვარძელაშვილი გამოეხმაურნენ.­

მაია კოპალეიშვილი: -
ჩემი კოლეგა არასწორი ტერმინოლოგიით გადმოსცემს ფაქტებს. ეს ჩანაცვლება­ კი არა, დაზუსტებაა თავად მოსარჩელეს მხრიდან. შესაბამისად, არაფერია საგანგაშო.

- სარჩელის დაზუსტება რატომ ხდებ­ოდა­­ სასამართლოში შემოტანიდან მეორე­ დღეს, ერთ დღეში მიხვდა მოსარჩელე, რომ სრულყოფილ სარჩელს არ აწვდიდა?

- ჩვეულებრივი პროცედურაა, როდესაც მოსარჩელე არგუმენტებს ამატებს. საუბარია ე.წ. კაბელების საქმეზე, შესაბამ­ისად, ამ საქმეზე ტურავას კონტექსტიც გაუგებარია. დიახ, მან ეს საკითხი დააყენა, თუმცა მაშIინ არ ყოფილა ისეთი კატეგორიული, როგორიც დღესაა. მეტიც, მასთან შეთანხმებით, სარჩელი განხილვაშია და აგვისტოში დასკვნითი სიტყვის გამოცხადებაც იგეგმება.

- ტურავამ აღნიშნა, პროკურატურაში ყველა მოსამართლემ დააფიქსირა, რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილაო. თქვენ, ერემაძემ­ და ვარძელაშვილმა კი განაცხადეთ, რომ გამოძიებას ინფორმაცია კონკრეტულ მოსამართლეზე მიაწოდეთ. თუ ფაქტი­ ფიქსირდება, რატომ არ თანამშრომლობს თავად ობიექტი გამოძიებასთან?

- დიახ, ჩვენ მოსამართლე დავასახელეთ, თუმცა ვერ გაგცემთ პასუხს, რატომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. თუ ყველა მოსამართლე ამბობს, რომ ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილა, არ ნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ზეწოლის დამტკიცება რთული პროცესია.­ ყოველთვის ხელშესახებ ფაქტებთან არ გვაქვს საქმე. ზეწოლა გამოიხატება გარკვეულ ქცევაში, მინიშნებაში და ა.შ. ამიტომ ეს რთული დასადასტურებელია.

რუსუდან შელია
...
06 აგვისტო 2016 10:29
ტურავა არის მოსამართლე? ტურავა ათასი არატუ უსამართლობის არამედ პროფესიული დანაშაულის ჩამდენი!
luxo
05 აგვისტო 2016 13:58
სადღაც ვიღაცას, რაღაცა ვითომდა ჩაუდენია,
რას გვიყვებიან, რა უნდათ თავად ვერ დაუდგენიათ,
ათი მსაჯულის ნათქვამი ყველა რომ ერთი ფერია,
პაპუაშვილი? აშკარად ან მტერი , ან სულელია.

L.K.
05 აგვისტო 2016 12:06
მოსამართლე ქალები რა კრიტრიუმებით არიან არჩეული, არც ერთი მოსამართლეს არ ჰგავს არც საუბრებით და არც აზროვნებით, რაღაც უცნაურები არიან, რა ხდება?

რედაქტორის რჩევით