"იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა შეცდომაა!"
08-08-2016
"იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა შეცდომაა!"
"რესპუბლიკელებს" უკვე რამდენიმე ათეული წელია, ვერც გვჩაგრავენ და ვერც პოლიტიკური ასპარეზიდან გვაქრობენ"

"ვეცდებით, წინასაარჩევნო პროცესი პოლიტიკურ ომს არ დავამსგავსოთ"


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი სუს-ის უკვე ყოფილმა მოადგილე ლევან იზორიამ შეცვალა. რა გეგმები აქვს წინასაარჩევნოდ და რატომ მიიჩნევს იზორიას თავდაცვის სისტემაში გადაყვანას პრემიერის შეცდომად, "კვირის პალიტრის" კითხვებს რესპუბლიკელი თინათინ­ ხიდაშელი უპასუხებს:

- ბუნებრივია, მაქვს ვერსია, რატომ დანიშნეს თავდაცვის მინისტრად ლევან იზორია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით
თავს შევიკავებ. მისი დანიშვნა ჩემთვის მოულოდნელი იყო - დავით ზალკალიანისა და დავით ბაქრაძის კანდიდატურების მიმართ უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რაზეც მედიაც წერდა.

პრემიერმა ინსტიტუციურად არასწორი არჩევანი გააკეთა, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ.

- ფიქრობთ, ლევან იზორიას თავდაცვის მინი­სტრად დანიშვნა ხელისუფლების გზავნილია, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად გამოიყენებს?

- ვერ გეტყვით, გულში ვის რა უდევს, თუმცა ჩემი მინისტრობისას მნიშვნელოვანი­ გადაწყვეტილება მივიღეთ - სამხედრო ნაწილებში სპეცუბნები გავაუქმეთ, რითაც შეიარაღებულ ძალებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა აღმოვფხვერით. მეტიც, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავდაცვის უწყებაში არც ერთი სამხედრო საკუთარი ხმით მანიპულირების საშუალებას პოლიტიკურ ძალას არ მისცემს. ვინც უნდა მოინდომოს, ქართული­ შეიარაღებული ძალები საკუთარ არჩევანს ბოლომდე დაიცავენ. რაც შეეხება იზორიას, მასთან პიროვნული პრობლემა არა მაქვს, წლებია ვიცნობ და მიმაჩნია, რომ ღირსეული ადამიანია! უბრალოდ, ვაფიქსირებ - პრემიერმა სუს-იდან თავდაცვის უწყებაში კადრის გადაყვანით ინსტიტუციური შეცდომა დაუშვა. ეს კონკრეტულად პრემიერის შეცდომაა.

როდესაც იზორიას კანდიდატურის შესახებ შევიტყვე, მთავრობის სხდო­მაზე მასთან კამათი გამახსენდა და ვიხუმრე, იზორიას თავდაცვის სისტემაში ოდეერის დანიშვნის საშ­უალება არ მივეცი და ახლა მთლად ოდეერების უფროსმა შემცვალა-მეთქი.

- პრემიერის გადაწყვეტილებას შეცდომად იმის გამოც ხომ არ აფასებთ, რომ შესაძლოა სწორედ საგარეო ასპარეზზე მნიშვნელოვანი პროცესების შეფერხების საფრთხეც არსებობს?
- იურისტ და მოქალაქე, გერმანიაში განათლებამიღებულ ლევან იზორიას ბევრი­ და მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი აქვს, მაგრამ თავდაცვის მინისტრობა­ სხვა პოლიტიკურ უნარებსაც მოითხოვს. სწორედ საგარეო მიმართულებით დიდი როლის­ გამო თავდაცვის მინისტრს მუდმივად­ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება უწევს.­ იმედია, არჩევნებამდე მნიშვნელოვანი არაფერი გაფუჭდება. ვერ ვიტყვი, რომ კურსის­ ცვლილებას ველი, პირიქით, 15 თვის განმავლობაში ყოველთვის თამამად ვმოქმედებდი საერთაშორისო ასპარეზზე და თანაგუნდელებისგანაც მაქსიმალურ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ერთ რამეზე მწყდება გული - ვერ მოვასწარი ცენტრალური აფრიკის საქმეზე გაეროსგან ბოდიში მომესმინა, თუმცა პროცესი, პრაქტიკულად, ბოლომდეა მიყ­ვანილი - ჩვენმა მხარემ ყველა დეტალი დააზუსტა და ბოდიშის მოთხოვნაც ყველა ინსტანციაში გადაგზავნა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც თავდაცვის მინისტრად ყოფნისას მიიღეთ?
- ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შევ­ეხეთ, რომელსაც ათი წელი არავინ შეხებია.­ სტრუქტურა აბსოლუტურად თავიდან გადა­ვაწყვეთ. მოგეხსენებათ, არაერთი უცხოელი კონსულტანტი გვყავს, რომლებიც ათი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვდნენ. თუმცა, ჩემი წინამორბედები, იმის გამო, რომ არაპოპულარული გადაწყვეტილება გახლდათ,­ თითს თითზე არ ადებდნენ და იმის მიხე­დ­ვ­ით მოქმედებდნენ, ხალხი არჩევნებზე ხმას მისცემდა თუ არა. მე ეს მავნე მიდგომა­ დავასრულე... თავდაცვის სისტემაში ბევრი ისეთი საკითხია, რომლებზეც საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწ­ყვეტილება წვევამდელთა სამსახურის გაუქმება გახლდათ.

- სად იქნებიან წინასაარჩევნოდ რესპუბლიკე­ლ­ები - ოპოზიციაში თუ ისევ "ქართულ ოცნებ­ასთან" თანამშრომლობას გეგმავთ, ან თუ გაქვთ პარტიული რესურსი, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლით, თუნდაც თავდაცვის მინისტრად დაბრუნება მოახერხოთ?
- ჩვენ ოპოზიციაში ვართ, მაგრამ შევეცდებით, პირობა ბოლომდე დავიცვათ და წინასაარჩევნო პროცესი პოლიტიკურ ომს არ დავამსგავსოთ.
ამ ქვეყანაში ერთ პოლიტიკურ ძალას მაინც უნდა ჰქონდეს საკმარისი პასუხისმგებლობა, რომ პროცესის უკონტროლო ვითარებაში გადაყვანა არ სცადოს. კვირიკაშვილში­ ვხედავ პოლიტიკურ პარტნიორს, რომელიც ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლას გულწრფელად ცდილობს.

ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხე­დ­ავად,"რესპუბლიკელებს უკვე რამდენიმე ათეული წელია ვერც გვჩაგრავენ და ვერც პოლიტიკური ასპარეზიდან გვაქრობენ. არ არსებობს ლეგიტიმური ბრალდება, რომელსაც რესპუბლიკელებს წაუყენებენ, გარდა იმისა, რომ ადამიანების ერთი ნაწილი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, დანარჩენს კი არჩევნების შედეგები გვაჩვენებს.

იმედია, როგორც "ნაცმოძრაობის" მმართველობისას გვიწევდა თითო­ეული ხმისთვის თავგანწირული ბრძ­ოლა, "ქართული ოცნება" ანალოგიურ ვითარებას არ შექმნის.

რუსუდან შელია
anti
12 აგვისტო 2016 11:22
" ადამიანების ერთი ნაწილი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს,"
ძალიან დიდი ნაწილი! ძალიან დიდი ნაწილი! ძალიან დიდი ნაწილი! ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ნაწილი!
luxo
12 აგვისტო 2016 11:13
ხიდაშელი აღიარებს რომ, თავდაცვის მინისტრობისას თავის ბიძაშვილის სასარგებლოდ არჩევნების დროს, სპეც რაზმის შექმნით საგარეჯოში, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა.

რედაქტორის რჩევით