"ვიგინებოდი ყოველთვის და კვლავაც გავაგრძელებ გინებას" - კვირის პალიტრა

"ვიგინებოდი ყოველთვის და კვლავაც გავაგრძელებ გინებას"

"მე „პარტიზანი მებაღე“ ვარ და ეგ მერია"

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც "პარტიზანი მებაღე" ნატა  ფერაძე, რომელიც 17 აგვისტოს შემდეგ ყაზბეგის გამზირის 22 ნომერში ხეების მოჭრის გამო მერიასთან შიმშილობს, ქალაქის მთავრობის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელს ნინო სულხანიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსი" იუწყება. ბუნების დამცველმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი, მისი განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ძველია და იმ დღესაა გადაღებული, როცა ყაზბეგის გამზირზე ხეებს ჭრიდნენ და იქ ნინო სულხანიშვილი მივიდა.

"ეს ძველი კადრებია. ვიგინებოდი ყოველთვის და კვლავაც გავაგრძელებ გინებას კიდევ, მაგრამ მე „პარტიზანი მებაღე“ ვარ და ეგ მერია, განსხვავება ეგ არის. ახლა თავისი ჭკუით კომპრომატი დამარტყეს“, - განაცხადა "პარტიზანმა მებაღემ"

იხილეთ ასევე: "ვირიშვილო მაიმუნო"! - გინებით გადაფარული პრობლემები და ქართველ პოლიტიკოსთა ლექსიკას შერჩენილი ცხოველთა სამყარო

იხილეთ ვიდეო