დავით ნარმანია: "გადადგომას არ ვაპირებ!"
დავით ნარმანია: "გადადგომას არ ვაპირებ!"
ერთია საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე კი ის, რომ მშენებლობების შეზღუდვა ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებს.... ნუ დაგვავიწყდება, რომ მშენებლობებზე ხალხი საქმდება, შემოსავალს იღებს. ესეც საზოგადოებრივი ინტერესია...

გასული კვირა დედაქალაქის მერისთვის დაძაბული გამოდგა. ჯერ იყო და, ყაზბეგის პროსპექტზე ხეების მოჭრის გამო საზოგადოების ვნებათაღელვა არა და არ ჩაცხრა... გაიცა თუ არა გახმობის­ პირას მისული ხეების მოჭრის ნება­რთვა და საღი ხეებიც ხომ არ შეეწირა­ ვიღაცის ბიზნესინტერესს - ეს საკითხი მწვავე განხილვის­ საგანი გახდა... მერს ნერვებმა
უმტყუნა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს "მაიმუნი ვირიშვილი" უწოდა... კვირის ბოლოს ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე რიგგარეშე ანგარიშით წარდგენამ­ მოუწია... თბილისის მერის ანგარიშის მოსმენამ გარე აქციების ფონზე ჩაიარა - აქციის მონაწილეები ნარმანიას გადადგომას მოითხოვდნენ... ამ დღეს მას ნაჯახიც უსახსოვრეს ნიშნად იმისა, რომ ბატონი მერი ხეების გაჩეხით იმ ტოტს
ჭრის, რომელზეც თავად ზის.

"ხეებიც ნანახი მაქვს და..."

"კვირის პალიტრა" დავით ნარმანიას ესაუბრა:

- ალეკო ელისაშვილმა მოგიწოდათ, აღიაროთ, რომ ვერ "გაქაჩეთ" ან დაასახელოთ ინვესტორი, ვის გამოც გაიჩეხა ხეები...

- ჩემი დასახელება არ სჭირდება, ძალ­იან ცნობილი კომპანიაა ("ფეროსეტი"). ის აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს უკვე რამდენიმე წელია ფლობს. რაც შეეხება მერობის გაქაჩვა-არგაქაჩვას, ვფიქრობ, ყველაფერს სწორად ვაკეთებ...

- ყაზბეგის პროსპექტზე ხეების გაჩეხა სწორი­ გადაწყვეტილება იყო?

- ჩვენ კვალიფიციური სპეციალისტების­ დასკვნას დავეყრდენით, რომელიც ყოველ ცალკეულ ხეზეა გაკეთებული და მასში­ ეჭვის შეტანის საფუძველი არა გვაქვს. თუმცა­ ჩვენ მიერ გაცემულ ნებართვაზე გაჩნდა თუ არა შეკითხვები, მაშინვე­ საგამოძიებო ორგანოებს მივმართეთ...

- საზოგადოება მოითხოვს, თავად ნახოთ ეს ხეები და გამოთქვათ აზრი...

- ამ საკითხს კარგად ვიცნობ, ხეებიც ნანახი მაქვს. ინვესტიციის მოცულობაც ვი­ცი, რაც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს. ვაცხადებ, დასკვნის მიხედვით, მხოლოდ ამორტიზებულ და ხმობის პირას მყოფ ხეებზე გაიცა მოჭრის ნებართვა.

- ესე იგი, ამ დასკვნას ეთანხმებით?

- გიმეორებთ, ეჭვის შეტანის საფუძველი­ არა გვაქვს. ინვესტორს საღი ხეების მოჭრა ავუკრძალეთ და კიდევ 5 ხის გადარგვა დავავალეთ. ასე რომ, სწორად მოვიქეცით...

- ვერეს ხეობაში გამავალი სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ დარგული ხეებიც გახმა. ეს კონტრაქტორი კომპანიის არაპროფესიონალიზმს ხომ არ უკავშირდება?

- თქვენ თუ მეტყვით ერთ მაგალითს მაინც, რომ მსოფლიოში სადმე დარგული ხეები ასი პროცენტით ხარობს, გავჩუმდები­. ჩვენ იქ 3 000 ხე დავრგეთ, საიდანაც მხოლოდ 307 გახმა. კონტრაქტორს აქვს ვალდებულება, შესაბამის დროს ისინი ახალი ნარგავებით ჩაანაცვლოს.

- არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს ან ხვალ იძულებ­ული გახდებით, თანამდებობა დატოვოთ, რადგან ხელისუფლებაშიც კი აღარავინ გიცავთ...

- ეს ტყუილია, ამას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ. გადადგომას არ ვაპირებ.

- ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამას აცხადებს, მონიტორინგის ცე­ნტრ­ "მედიატორის" დამფუძნებელი ლევან­ ხაბეიშვილია.

- ხაბეიშვილი და სხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოშიც მრავლად იყვნენ (მერის რიგგარეშე მოსმენის დროს), სინამდვილეში "ნაცმოძრაობის" სატელიტები არიან, იქიდან ფინანსდებიან. ამიტომ ჩემთვის ძნელია მათი "ნაცმოძრაობისგან" განცალკევება.

- მაგრამ, როცა "მაიმუნო ვირიშვილო" უწოდეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, კახი კალაძისა და მანანა კობახიძი­სგანაც შენიშვნები მიიღეთ. გია ვოლსკიც აღნიშნავს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლ­ემა­ გაქვთ...

- ხელისუფლება მხარს მიჭერს, რასაც­ ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვგრძნობ... რა თქმა უნდა, გარკვეულ შენიშვნებსაც ვიღებ, როცა ასეთი არსებობს... შესაძლოა, იყოს აზრთა სხვადასხვაობაც, რაც ზოგჯერ ხმამაღლა ჟღერდება, ეს დემოკრატიის გამოხატულებაა...

- საკრებულოში აქტიურად გიცავდათ დეპუტატი ნუგზარ მალაღურაძე. ამბობენ, რომ ის თქვენი მადლიერი უნდა იყოს, რადგან თავის დროზე, მისი ნასამართლევი ცოლისძმა მაღალ თანამდებობაზე დანიშნეთ. თუმცა მოგვიანებით კორუფციის ფაქტზე დაიჭირეს...

- ვინც ეს ანალიზი გააკეთა, ძალიან შორს წასულა. მალაღურაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, როცა მერობისთვის ვიბრძოდი. მას შემდეგ ჩვენი გუნდის წევრია. მალაღურაძე კარგად ხედავს იმ პროექტებსა და პროგრამებს, რასაც ერთობლივად ვახორციელებთ და მისი რეაქცია სრულიად ბუნებრივი იყო - სათანადოდ შეუტია ოპონენტებს, რომლებსაც ხმა ნამდვილად არა აქვთ ამოსაღები.

- საბურავების ქურდობისთვის ნასამარ­თლევი პირი მართლა დანიშნეთ თანამდებობაზე?

- აღარ მახსოვს, თუ როგორ მოხდა მისი დანიშვნა. მოცემულ მომენტში მზად არა ვარ, ამ კითხვაზე გიპასუხოთ, თუმცა შემიძლია მოგვიანებით დაგიზუსტოთ.

- "აღვირახსნილი" მშენებლობების გამოც­ გაკრიტიკებენ. რატომ გაიცემა ნებართვები ისეთ მშენებლობებზე, რომლებზეც არ უნდა გაიცეს?

- უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღვირახსნილი მშენებლობები დასრულდა.­ ჩვენ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი შევზღუდეთ და ვმუშაობთ ქალაქის განვითარების ახალ გენერალურ გეგმაზე, რომელიც, უბნების მიხედვით, კოეფიციენტს დაარეგულირებს. ძალიან­ ბევრ მშენებლობაზე ნებართვები ჩემი წინამორბედ­ების დროს გაიცა, რასაც ვერ შევაჩერებდით. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი ინტერესის­ გათვალისწინებით ტერიტორია მოვუნაცვლეთ მესაკუთრეს და ხელუხლებელი დავტოვეთ თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცე.

- გინდათ თქვათ, რომ თქვენი მერობის პერიოდში საზოგადოებისთვის არასასურველ მშენებლობებზე ნებართვა არ გაცემულა?

- ასეთი ნებართვები ჩემს დროსაც გაიცემოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანალიზი­ გავაკეთეთ და გენერალურ გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ, საჭირო შეზღუდ­ვების წინადადებით საკრებულოს მივმართეთ.

- და რატომ დასჭირდა ასეთი დიდი დრო ამგვარი ანალიზის გაკეთებას?

- შეგიძლიათ მითხრათ, რა პერიოდი დასჭირდა?

- თქვენი ინიციატივა საკრებულოში წელს შევიდა, მანამდე რას აკეთებდით, ხომ ხედა­ვდით, რომ არასახარბიელო ვით­არება იყო?

- გეთანხმებით, ამ წლის გაზაფხულიდან­ მოქმედებს შეზღუდვა. მანამდე ვცდილობდით, დედაქალაქის მერიასთან არსებული ტერიტორიულ-ზონალური საბჭოს სხდომების მეშვეობით შეგვეზღუდა ცალკეული ობიექტი, რასაც, ცოტა არ იყოს, ხელოვნური ხასიათი ჰქონდა...

- მიუხედავად იმისა, რომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები შეზღუდეთ, ახლახან უჩა ნანუაშ­ვილმა მოგმართათ რეკომენდა­ციით, გააუქმოთ ის ბრძანება, რომლითაც გლდანში სამშენებლო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი ზედმეტად გაიზარდა...

- ცალკეული ნებართვის გადახედვაზე­ ვიღებთ გადაწყვეტილებას, როცა ამის ობიექტური საფუძველი არსებობს. მაგრამ ერთია საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე კი ის, რომ მშენებლობების შეზღუდვა ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებს....

- თქვენთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, რომელი ინტერესი უფრო მაღლა დგას?

- რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, მშენებლობებზე­ ხალხი რომ საქმდება, სარგებელს, შემოსა­ვალს იღებს. ესეც საზოგადოებრივი ინტერესია.

- კორუფციის ბრალდებით დაკავებული მერიის თანამშრომლების რაოდენობა შთამბეჭდავია. რა განაპირობებს ამას?

- ათამდე შემთხვევაც კი არ იყო, მაშინ­ როცა მერიაში 20 000 მეტი თანამშრომელი­ მუშაობს.

- 10 შემთხვევას მეც კი ჩამო­გითვლით... გამოძიება არ დასრულებულა და დაკავებულებს შეუძლიათ სხვების დასახელებაც...

- ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება­ მოახდინეს. რამდენიმე პირმა ფულის შოვნა­ სცადა, რაც უშედეგოდ დასრულდა.­ თუ ვინმე­ კიდევ­ გაბედავს, ადეკვატური რეაქცია­ იქნება.

- იმასაც გსაყვედურობენ, რომ პირდაპირი შესყიდვის წესს უპირატესობას ანიჭებთ და ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით აფორმებთ­ ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულ­ება 250 მილიონს აღემატება.

- ეს არასწორია, მერია ერთ პირთან­ მოლაპარაკების გზას უპირატესობას არ ანიჭებს. შარშან სტიქიამ და ფორსმაჟორ­ულმა ვითარებამ განაპირობა ასეთი­ ხელშეკრულებების დადება, რაც სალაპარაკო­ გახდა... შემდგომ, იშვიათ შემთხვევებში, მომსახურებები პირდაპირი წესით შევისყიდეთ... ამ შენიშვნას ვერ გავიზიარებ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები