"არ ვნანობ, რომ ვთქვი ის, რაც ვთქვი"
29-08-2016
"არ ვნანობ, რომ ვთქვი ის, რაც ვთქვი"
ხეების ჩეხვის ყველაზე აქტიურად აპროტესტებენ "მწვანე პარტიზანები", რომელთა ხელმძღვანელის, ნატა ფერაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის" ეთერში სკაბრეზულმა გამოთქმამ სკანდალი გამოიწვია.

- შეცდომა დავუშვი, რომ არ ვიკითხე, ეთერში ვისთან ერთად ვისაუბრებდი. იქ მისვლის შემდეგ კი, ეს იყო ერთადერთი, რაც შეიძლებოდა მეპასუხა. საზოგადოებას თუ მეტად დააინტერესა ჩემმა ერთმა ფრაზამ, ვიდრე იმან, რაც ხდება, ეს მისი ლაკმუსია. არ მახსოვს ასეთი გულწრფელი აღშფოთება ხეების ჭრაზე, სახლების ნგრევასა და ქალაქის დამახინჯებაზე. კითხვის დასმა, სად ვიყავი 2012
წლამდე, ან ჩემი პასუხი ამ კითხვაზე არის არაფრის მომტანი და საზოგადოების პრობლემაა, თუ არასწორად აკეთებს აქცენტებს. მიმუშავია სარეკლამო ბიზნესშიც და ნეგატიური პიარის მნიშვნელობაც ვიცი. ამ ნეგატიურმა თემამ ისე წამოწია გამწვანების თემა და ისეთი დებატები წავიდა, რომ არ ვნანობ, რომ ვთქვი ის, რაც ვთქვი. არავის მოვუწოდებ
ბილწსიტყვაობისკენ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უცენზურობა ძალიან გეხმარება.

2012 წლამდე ჩემს საქმიანობაზე მერია და საკრებულო მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. სწორედ ეს შავი პიარი იყო ჩემი სკანდალური პასუხის წინა პირობა. საერთოდაც, ტელეეთერში რატომ დამიპირისპირეს "ქართული ოცნების" პიარის წარმომადგენელი ქალი ან კორკოტასთან რა უნდა მელაპარაკა?! პარტიზანი მებაღეები კატეგორიულად ვემიჯნებით მერის გადაყენების მოთხოვნას. მივიჩნევთ, რომ გაისად მეტად გააზრებულად უნდა მივიდეთ მერის არჩევნებზე. ჩვენ მოვითხოვთ მერიის ერთ-ერთი მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურის ორი უფროსის გადაყენებას, რომლებმაც ქალაქი ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანეს. მას ჰყავს დე ფაქტო უფროსი, ნინო სულხანიშვილი, თუმცა მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაური მართავს. სულხანიშვილი არც იმყოფებოდა თბილისში, როდესაც ყაზბეგზე ხეების მოჭრის ნებართვა ნინოს ფაქსიმილეთი კახნიაურმა გასცა, მაგრამ როდესაც მას უტოვებ ფაქსიმილეს, ესე იგი, იზიარებ პასუხისმგებლობასაც. ახლა მერია ცდილობს, თქვას, რომ ელოდებიან გამოძიების დასრულებას და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტენ, ეს ადამიანები გაათავისუფლონ თუ არა. ჩვენ არ მოვითხოვთ მათ გადაყენებას ყაზბეგის პროსპექტის გამო. ეს არის ერთი მეათასედი იმ პრობლემებისა, რაც მათი მუშაობის დროს მოხდა.

სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ფიტოსანიტარიული ღონისძიებები. წიწვოვანი ხეები დაავადებულია. ჯერ კიდევ თვალსაჩინოდ არ ჩანს, რა მდგომარეობაშია ფოთლოვანი ხეები. გაიძახიან, თანხები არ გვყოფნისო. შვიდასი ათასი ლარი ხომ ჰყოფნით გასახმობი ხეების დასარგავად? ისიც არ იციან, მრავალწლიანი ჯანმრთელი ხე რამდენად ძვირფასია ეკოლოგისთვის, ვიდრე უდროოდ დარგული, უდღეური ჩითილები. ვერ რწყავენ, ვერ წამლავენ, ჭრიან და მეტი რა შეიძლება დააშავოს გამწვანების სამსახურმა?

- იპოდრომის ტერიტორიის გაჩეხა 2009 წელს დაიწყო...

- მაშინ სად ვიყავი? მხატვარ-რესტავრატორი გახლდით, ჰოლანდიაში ვმუშაობდი. 2013 წელს დავაანონსე აქცია. მაშინ ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ქალაქის ხელისუფლებაში. მაშინ არაერთი ხე გადავარჩინე.

ეკა ლომიძე

kixunia
05 სექტემბერი 2016 00:14
ვეთანხმები რამაზს 100 % ით
ხოხ
03 სექტემბერი 2016 17:03
2012 წლამდეც კი ამდენს ვერ დავლევდი.
ვაჟა17
03 სექტემბერი 2016 16:44
Ramaz-ს

რამაზი, გეთანხმებით! ერთი პატარა შესწორებით! ეს ქალბატონი განათლებული კი ჩანს, მაგრამ მორალურ-ეთიკური კუთხით მის მიმართ ნუ ვიქნებით ნამეტანი მომთხოვნები, ჰოლანდიიდან ყოფილა დაბრუნებული და ეს რას ნიშნავს, უნდა გავითვალისწინოთ!

რედაქტორის რჩევით