ჩოხა-ახალუხი, სათამაშო ლომი და "ფსევდოსომხური" აგიტაცია?!"
19-09-2016
ჩოხა-ახალუხი, სათამაშო ლომი და "ფსევდოსომხური" აგიტაცია?!"
რა მესიჯებს­ უგზავნიან ამომრჩეველს პოლიტიკური ძალები

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. რა მესიჯებს­ უგზავნიან ამომრჩეველს პოლიტიკური ძალები თავიანთი საარჩევნო სიებით, მაჟორიტარობის კანდიდატებით, პროგრამებითა და ვიდეორგოლებით? რით განსხვავდება 2016 წლის არჩევნები წინამორბედებისგან და ვინ იქნება მესამე ძალა? ამ საკითხებზე ექსპერტი პიარტექნოლოგიების საკითხებში სოსო გალუმაშვილი­ გვესაუბრა:

- ამჯერად პოლიტიკურმა პარტიებმა­ მოსახლეობას გააზრებული პროგრამები წარუდგინეს. პროგრამების ძირითადი ნაწილი ფანტასტიკურ დაპირებებს არ შეიცავს.­ პარტიები შეეცადნენ, თითოეული დაპირება ეკონომიკური გათვლებით გაემყარე­ბინათ. გამონაკლისები აქაც
გვხვდება, თუმცა პოპულიზმის ზღვარგადასული გამოვლინებები ნაკლებია, თუმცა ასეთებიც გვხვდებიან. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო 2000-ლარიან პენსიასა და საპენსიო ასაკის დაწევაზე საუბარი.

მეორე საკითხია, რამდენად პასუხობს პარტიული პროგრამები საზოგადოების მოთხოვნებს. აქ დისბალანსი მაინც გვხვდება. პროგრამებს არა განვითარებაზე ორიენტა­ციის, არამედ ელექტორატის მოზიდვის, გადაბირების ელფერი უფრო დაჰკრავს. ერთი მხრივ, ეს
გასაგებიცაა, რადგან ნებისმიერი პარტიის მთავარი ამოცანა არჩევნე­ბის მოგებაა, მაგრამ უკანა პლანზეა გადა­წეული გრძელვადიანი ხედვები და მიზნები. პროგრამებში სოციალური დაპირებები ჭარბობს და ნაკლებად არის დასახული ეკონომიკის გაძლიერების, განათლების სისტემის განვითარებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების რეალური გზები.

- პარტიები თავიანთი საარჩევნო სიებით რა მესიჯს უგზავნიან მოსახლეობას? "ქართული­ ოცნების" სიაში ზოგმა ყოფილი "ნაციონალი­" აღმოაჩინა, ზოგმაც ყოფილი პროკურორი ან ზურაბ ადეიშვილის ნათლული, ზოგმა კი უბრალოდ, "ჯო დასენი".

- საარჩევნო სიები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ლანდშაფტის გამოხატულებაა. ამიტომაც წინა არჩევნებზე სხვა პარტიის­ სიით გასული მაჟორიტარები ახლა სხვა პარტიებს წარმოადგენენ. მაგალითად, ყოფ­ილი "ნაციონალების" მოძებნა შეიძლება როგორც "ქართული ოცნების", ისე "სახელმწიფო ხალხისთვის", "პატრიოტთა ალიანსის" ან სხვა პარტიების სიაში. გარდა ამისა, პარტიები ახალი სახეების წარმოჩენასაც ცდილობენ. თუმცა ახალი სახეებისთვის ძნელია მოსახლეობის ნდობის მოპოვება. ამომრჩეველი მეტწილად "ყუთის ეფექტის" გათვალისწინებით (ვინც ტელეეთერში უფრო ხშირად უნახავს), უპირატესობას ანიჭებს იმ კანდიდატებს, რომლებიც ხშირად არიან საინფორმაციო საშუალებებში. როდესაც ამომრჩეველი არ იცნობს კანდიდატს, ვერ ასწრებს მისი განვლილი გზის შესწავლას, ვერ ეცნობა მის გეგმებს და აქცენტს ისევ ლიდერსა და პარტიაზე აკეთებს. ასეთ დროს ამომრჩეველი არა უბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, არამედ რომელიღაც პარტიის წარმომადგენელს ირჩევს.

- Palitra TV-ს ექსპერიმენტმაც ცხადყო, რომ მოსახლეობა მაჟორიტარობის კანდიდატებს არ იცნობს. მაგალითად, სამგორის რაიონში­ ერთ-ერთ ამომრჩეველს მარიამ ჯაშის ფოტო აჩვენეს და ინგა გრიგოლია ეგონა...

- სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ამ არჩევნებზე განსაკუთრებით თვალში საცემია, რომ მოსახლეობა თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს არ იცნობს.

- პოლიტიკური გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისთვის" საარჩევნო სიებზე რას გვეტყვით?­ პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ საარჩევნო სიის მოწინავე ადგილებს ყოფილი "ნაციონალები" და "შავი მენტალ­იტეტის" მქონე პერსონები იყოფენ.

- სიაში ყოფილ "ნაციონალებზე" საუბარი შეიძლება, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების ყოფნა-არყოფნაზე კი პასუხს ვერ გაგცემთ.

- ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში "ნაცმოძ­რაობის" ისეთი ექსსახეებიც გვხვდება: კოტე კემულარია, ვახო მეგრელიშვილი, გურამ მესაბიშვილი და სხვ. რა ადგი­ლის დამკვიდრებას ცდილობს ბურჭულაძის პარტია და ის პოლიტიკური ნიშა, რომლის­ დაკავებაც სურს, ამომრჩევლისთვის რამდენად აქტუალურია?

- "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალი წარმონაქმნია, რომელიც "გირჩსა" და გიორგი ვაშაძის "ახალ საქართველოს" ეკონომიკურ თუ სოციალურ-პოლიტიკურ ხედვებს დაესესხა. ცხადია, "გირჩსა" და "ახალ საქართველოში" უფრო გამოცდილი ფიგურები არიან. დიახ, ეს პოლიტიკური ძალები ყოფილი "ნაციონალებით" არიან წარმოდგენილი. რამდენად პასუხობენ ისინი საზოგადოების მოთხოვნებს, ამაზე საუბარი არჩევნების შემდეგ შეიძლება.

- ჩვენ მოვისმინეთ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი. მისი შინაარსი ხომ არ მიანიშნებს, რომ "სახელმწიფო ხალხისთვის" სიები და სამოქმედო გეგმები "ნაციონალებთან" თანხმდება?

- ამ კითხვაზეც გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან პროგნოზების გაკეთებას ჩემს მოვალეობად არ მივიჩნევ.

- როგორ ახსნით იმას, რომ პოლიტიკური გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისთვის"­ საარჩევნო სიაში "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მე-12 ნომერია? ეს "გირჩის" მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას ხომ არ ნიშნავს?

- შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია საკუთარ ძალაში, ჰგონია, რომ ვაკის ოლქში გაიმარჯვებს და მისთვის სიაში არაგამსვლელ ადგილზე ყოფნაც­ კომფორტულია. ვფიქრობ, მას შეეძლო სიის მე-2 ან მე-3 ნომერი დაეკავებინა.

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ქარ­თულ ოცნებას" მომავალ პარლამენტში ვერ ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მესამე ძალასთან მოუწევს თანამშრომლობა.­ თქვენი აზრით, ვინ იქნება?

- დასკვნის გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ­... დიახ, მეც ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ნამდვილად ვერ ექნება, მაგრამ ეყოლება უმრავლესობა, რომელიც ორგანული კანონების მისაღებად სავსებით საკმარისია. მეტიც, ჩემი აზრით, პარლამენტში "ქართული­ ოცნება" ყველა პარტიასა და კოალიციასთან ითანამშრომლებს, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობასთანაც"...

- როგორ ფიქრობთ, "ქართულმა ოცნებამ" რესპუბლიკელებთან ან "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობისთვის გზა ხომ არ მოიჭრა?

- სიმართლე გითხრათ, წინასაარჩევნო­ პერიოდში გაკეთებული განცხადებების არსს ვერ ვწვდები. მაგალითად, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და რესპუბლიკელების წაკამათება და ერთმანეთის სიცრუეში დადანაშაულება. თუ მართლაც სთავაზობდა ივანიშვილი პრემიერობას დავით უსუფაშვილს, ამას ამდენ ხანს რატომ მალავდნენ? რაღაც გაუგებარია და ანალიზის გაკეთება გამიჭირდება.

- "ნაციონალურ მოძრაობას" არა ჰყავს სიაში ცნობილი ფიგურები: გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯაია,­ კობა სუბელიანი და სხვები. ეს რა ანალიზის საფუძველს გვაძლევს?

- პარტიას განახლება დასჭირდა. ბევრი­ ძველი სახე რეჟიმის საქმიანობასთან ასოცირდებოდა და აუცილებელი გახდა მათი ჩანაცვლება ახალი სახეებით. საკითხავი ის არის, ეს ახალი სახეები ვინ არიან?! ისინი წლების განმავლობაში პარტიის სატელიტის, გარეთ მოლაპარაკე "თავების" როლს ასრულებდნენ და აქედან გამომდინარე, "სატელევიზიო ყუთშიც" ხშირად იყვნენ არასამთავრობო სექტორისა თუ ექსპერტების სახით. ამიტომაც "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახეები, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობები არ აღმოჩნდნენ. თუმცა ამ პარტიული შემადგენლობის ე.წ. რებრენდინგი სრულყოფილი მაინც არ აღმოჩნდა. არსებ­ობდა ჯგუფი, რომელიც სრულ განახლებასა და სიის მთლიანად ახალი სახეებით დაკომპლექტებაზე იყო თანახმა, თუმცა იმ ჯგუფმა გადაწონა, რომელიც შერეულ ვარიანტს ამჯობინებდა.

- და მაინც, წინა არჩევნებისგან რით განსხვავდება 2016 წლის არჩევნები?

- ბოლო 25 წლის დინამიკას თუ გადავხედავთ, აშკარა პროგრესია. პარტიებმა პროგრამის, ვიდეორგოლების, გარე რეკლამისა­ თუ სლოგანების დასავლური სტანდარტებით შექმნა ისწავლეს. დახვეწილია გზავნილებისა თუ შეტყობინებების ამომრჩევლამდე მიტანის გზებიც.

- თუმცა "პატრიოტთა­ ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო ბანერისთვის განკუთვნილ ფოტოზე ჩოხა-ახალუხით სათამაშო­ ლომთან ერთად წარუდგა საზოგადოებას...

- ეს მართლაც ძალიან კომიკური იყო. თავიდან ფოტოშოპი მეგონა... თუმცა, თავად­ პოლიტიკური გაერთიანება "პატრი­ო­ტთა ალიანსი" ამომრჩეველთან ძალიან სწორად მუშაობს.

- კიდევ ერთი კომიკური ამბავი გასაჯაროვდა - "ქართულმა ოცნებამ" მესხეთ-ჯავახეთის სომხებით დასახლებულ პუნქტებში სომხურენოვანი სააგიტაციო ბროშურები დაარიგა, რომლებიც რეალურად, სომხურად არ იკითხება­. ამას რა ჰქვია?

- სააგიტაციო ბროშურებში სომხური­ ასო-ბგერებია გამოყენებული, მაგრამ აზრი არ იკით­ხება. ცხადია, ეს არაპროფე­სიონალიზმით, უპასუხისმგებლობით ან ამომრჩევლის უპატივცემულობით აიხსნება.

- ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ წინასაარჩევნოდ ან თუნდაც არჩევნების შემდეგ­ საქართველოში არეულობაა მოსალოდნელი. ამის საფუძველს ხედავთ?

- დღეს საქართველოში არ არსე­ბობს­ ისეთი ძალა, რომელიც მთელ ქვეყანაში არეულობის მოწყობას შეძლებს. დაპირისპირებების ინსპირაცია, სიტუაციის ლოკალური რადიკალიზაცია შესაძლებელია, მაგრამ სახელმწიფოში არსებობს პოლიცია, რომლის დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება აარიდოს საზოგადოებას.

ეკა ასათიანი
ზზზ
29 სექტემბერი 2016 10:04
ამ პიროვნების და ასეთების გამო პატრიოტთა ალიანსი ბევრ ამომრჩეველს დაკარგავს, ეს არაფრის გამკეთებელი არარის.წყალტუბოში ან მის სოფელში იკითხეთ ალინსის დამფუძლებლებმა!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები