"სააკ­აშვილის განცხადება ნაღმის აფეთქებას ჰგავდა"
19-09-2016
"სააკ­აშვილის განცხადება ნაღმის აფეთქებას ჰგავდა"
"ტრაგიკულ მოვლენებზე სააკაშვილის უხეშმა პასუხმა მისი ხასიათის განსხვავებული მხარე დაგვანახა"

"უკრაინის ცნობილი რეფორმატორი პოპუ­ლიზმის ხიბლში ვარდება", - გავლენიანი გამოცემა Foreign Policy ვლადისლავ დევიდსონის სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ოდესის რეგიონში ნაპოვნ 8-9 წლის გოგონას ცხედარსა და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - ავტორი აღნიშნავს, რომ კრიმინალურ მოვლენებზე პროვოკაციული რეაგირებისას მიხეილ სააკაშვილი თავის ბნელ მხარეს ავლენს. გთავაზობთ სტატიას, რომელიც­ 7 სექტემბერს Foreign Policy-ში გამოქვეყნდა:

"27 აგვისტოს, ოდესის რეგიონში გოგონას ცხედრის პოვნის
შემდეგ, სასტიკი­ მოვლენები განვითარდა... პოლიციისთვის მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ მკვლელობამდე გოგონა გააუპატიურეს. ცხედრის პოვნიდან ერთი დღის შემდეგ, ეთნიკური რუსებითა და ბულგარელებით დასახლებულ სოფელ ლოშჩინოვკიდან, სადაც ბოშების პატარა თემიც ცხოვრობს, 21 წლის ბოშა მამაკაცი დააკავეს და საზარელ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. საპასუხოდ, ანტიბოშური განწყობის ახალგაზრდების კრიმინალური დაჯგუფება
თავს დაესხა ბოშათა თემს. ისროდნენ ქვებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს, გადაწვეს სახლები. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან­ ბოშები ამ დროს იქ უკვე აღარ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა­ მოითხოვეს ბოშების დაახლოებით ექვსი ოჯახის სამუდამოდ გაძე­ვება, სოფლის საბჭომ ავტობუსები გამოყო­ მათ გასაყვანად.

ამ მოვლენების დასრულებისთანავე, მიხეილ სააკაშვილის პირ­ადი განკარგულებით, სოფელში ოდესის პოლიციის უფროსმა სპეციალური ქვედანაყოფები და სამხედრო კონტინგენტი განათავსა.

გოგონას დაკრძალვის შემდეგ კი სააკ­აშვილმა ისეთი საჯარო განცხადება გააკეთა, ასეთ დაძაბულ დროს ნაღმის აფეთქებას უფრო ჰგავდა: "სრულად ვიზიარებ ლოშჩინოვკის მოსახლეობის აღშფოთებას, სოფელში განუკითხაობა იყო, ამორალური ბუნაგი, ყვაოდა მასობრივი ნარკოვაჭრ­ობა. ბოშები ანტისოციალური ელემენტები იყვნენ და ეს პრობლემა ადრევე უნდა აღმოგვეფხვრა, ახლა ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ".

დაახლოებით ერთი წლის წინ ოდესის რეგიონის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნას ოვაციით შეხვდნენ, მეტიც, იმედიც გაჩნდა, რომ საქართველოში ადრე წარმატებით განხორციელებული რეფორმები ოდესაში გაგრძელდებოდა. კარგად გვახსოვს, 2015 წლის მაისში პოსტსაბჭოურ სამყაროში დაბრუნებამდე""ნიუ-იორკ თაიმსმა"­ მისი სტატია-პორტრეტი გამოაქვეყნა და "ბრუკლინიდან გამოსულ მეამბოხედ" შეაფასა. ხშირად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კორუფციასთან მებრძოლ ჯვაროსნადაც მოიხსენიებენ, რომელიც ცდილობს, უკრაინის სამხრეთში პოზიტიური რეფორმები გაატაროს, თუმცა ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების კედელთან შეჯახებისას შედეგი სხვაგვარია...

გასული კვირის ტრაგიკულ მოვლენებზე სააკაშვილის უხეშმა პასუხმა მისი ხასიათის განსხვავებული მხარე დაგვანახა. არადა, მსგავს კრიტიკულ მომენტში "დასავლელ რეფორმატორს" პროვოკაციული რიტორიკა არ შეშვენის. სააკაშვილის რიტორიკა მისი გუნდის წევრებმაც გაიმეორეს: "უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა ნებისმიერმა უკრაინელმა და ოდესელმა იცის, რომ ბოშების თემი ნარკოვაჭრობას ეწევა", - განაცხადა ოდესის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ზურაბ ხვისტანმა. ადგილობრივები მართლაც ჩივიან კრიმინალური შემთხვევების გამო, თუმცა ეს ლინჩის­ წესით ანგარიშსწორების სისასტიკეს ამართლებს?!

ცნობილი გახდა, რომ ბოშების ეთნიკურმა ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის უწყებაში სარჩელი შეიტანეს, ავაკოვი კი დიდი ხანია უკრაინაში სააკაშვილის მწვავე ოპონენტია. სარჩელის მიხედვით, ბოშათა ეთნიკური ორგანიზაცია გმობს მათ წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეს... ქალაქსა და რეგიონულ მთავრობაზე ეს ეპიზოდი, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს. 2017 წლის ევროვიზიის მასპინძელი ქალაქების კანდიდატთა სიაში ხომ ოდესაც მოიაზრება, მისი კონკურენტები კი კიევი და დნიპროა. ბუნებრივია, ამ მასშტაბის საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიების გავლენა ქალაქის მომავლისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გოგონას მკვლელობის მეორე დღეს სააკაშვილმა და მასზე გადამტერებულმა ოპონენტმა, ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა, ევროვიზიის მასპინძლობის მხარდასაჭერად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ბოლო 15 თვის განმავლობაში ეს ორი მოსისხლე მტერი საჯარო სივრცეში გვერდიგვერდ პირველად გამოჩნდა. მათი ვითომდა დაზავება იმაზე მეტყველებს, რომ ევროვიზიით მოტანილი დიდების დაკარგვის შიში სააკაშვილის ამ სასტიკი განკარგულების გამო საკმაოდ მაღალია.

სააკაშვილის რეაქცია არასასურველ ელფერს სძენს გუბერნატორს მაშინ, როდესაც ის ერთადერთ ძალად მიიჩნევა რეგიონში გააზრებული რეფორმების განსახორციელებლად.

რუსუდან შელია
ბიძინა სავანელი
01 ოქტომბერი 2016 16:56
გვარად ვინ იყო მიხეილ სააკაშვილის ბაბუა?
მიხეილ სააკაშვილის ბაბუა იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე - მიხეილ სააკოვი,
რომლის მამამ სომხური გვარი სააკიანი - რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში - სააკოვად გადაიკეთა.
ჰოდა, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე - მიხეილ სააკოვი - ერთ დღეს ცეკაში დაიბარეს
და როგორც კკბ-ს აგენტს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორობა იმ პირობით შესთავაზეს,
თუ ის გვარს გამოიცვლიდა.
ჰოდა, გამოიცვალა!
ჰოდა, გახდა რექტორი!

„სულთა-მხუთავის ძმობასა სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო“.
ვაჟა „ჰაოს და ქართლოს“


ქრისტეს დაბადებამდე ორი საუკუნით ადრე
იბერიაში გავრცელებული იყო გამოთქმა:
„რომ მოვიდა არამიო, გააძევა ალალიო“.
ძველ ისტორიულ წყაროებში „არამის“ ქვეშ სომხები იგულისხმებოდნენ,
ხოლო „ალალის“ ქვეშ - ქართველები.
საქართველოს ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლით
საპირწონე ისტორიული ფაქტი მოხდა:
„რომ მოვიდა ალალიო, გააძევა არამიო“.


ის ვინც ხმას სააკიანსა და მის გუნდს მისცემს,
ის საქართველოს „წითელ თუმნიანებზე" ყიდის!
მათზე

ჩრდილოეთზე ან დასავლეთზე საქართველოს
ყველა კუთხის სულმიყიდულ ყველა მონაზე
დიდი მგოსნის მრავლობითში გარდასახული
შემდეგი კუპლეტი ზედგამოჭრილია:

”ფარისეველნო, გაუტანელნო,
სხვასთან თავმხრელნო,
შინ ორმოს მთხრელნო,
ნაგავის მყრელნო,
თქვე ჭრელო გველნო,
რამ შეგაძულათ,
სთქვით, საქართველო?!”
აკაკი
ბიძინა სავანელი
01 ოქტომბერი 2016 16:55
ქალბატონებო და ბატონებო,
გირჩევთ, არჩევანი ორ პარტიას შორის გააკათეთოთ. ეს ორი პარტია არის „ოცნება“ და „თავისუფალი დემოკრატები“. მე პირადად „თავისუფალ დემოკრატებს“ ვარჩევ. და აი რატომ. საქართველოს პარლამენტი უპირატესად დაკომპლექტებული უნდა იყოს ინტელიგენციის წარმომადგენლებით, მათ შორის კვალიფიციური იურისტებით, რადგან ისტორიულად ქართული ინტელიგენცია ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშე (გაიხსენეთ XiX-XX საუკუნეების სამი თაობა, განსაკუთრებით ილია და მისი თანამებრძოლნი). საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ისინი გამორჩეულნი იყვნენ ზნეობრივი თავდაჭერილობით, გაწონასწოებულობით, სიბრძნით და ზომიერებით. ამ დროს, 20 წელია საქართველოს პარლამენტი ეროვნული ინტელიგენციის მწვავე დეფიციტს განიცდის, რადგან საქართველოში აგრესიული პოლიტიკური პარტიები ბობოქრობენ, რამაც მწვერვალს სააკაშვილის მმართველობის დროს მიაღწია, რასაც სოხუმისა და ცხინვალის რაიონების დაკარვა გამოიწვია. დღესაც იგივე მდგომარეობა შენარჩუნდა. როდემდე? პარტია, რომელიც ზნეობრივი თავდაჭერილობით, გაწონასწოებულობით, სიბრძნით და ზომიერებით გამოირჩევა, ბატონი ირაკლი ალასანიას თავკაცობით „თავისუფალი დემოკრატები“ არიან. გაიხსენეთ, კონფლიქტის მთელ მონაკვეთში აფხაზები მოლაპარაკებას მხოლოდ ბატონი ირაკლი ალასანიას უშუალო მონაწილეობის შემთხვევაში თანხმდებოდნენ. რატომ?! რატომ და იმიტომ, რომ ბატონი ირაკლი ყოველთვის სიტყვის კაცი იყო და ასეთად დღემდე დარჩა. ის ქართულ შეიარაღებულ ძალებს აძლიერებდა, ამიტომაც „მოიშორა“ სააკიანმა და გაეროში საქართველოს წარმომადგენლად „გადამალა“. მაგრამ, ბატონმა ირაკლიმ იქაც გამოიჩინა თავი და აფხაზეთთან მიმართებაში გაეროს ორი უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია მიაღებია.
ბიძინა სავანელი
01 ოქტომბერი 2016 16:52
თითეულ სეპარატისტს შუბლზე უნდა ამოეტვიფროს
კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიას კვლევანი
სამეგრელოს ე. წ. "ავტონომიის" შესახებ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები