"გაყალბებას გავაპროტესტებთ"
03-10-2016
"გაყალბებას გავაპროტესტებთ"
ხელისუფლების განცხადებებს შესაძლო­ პროვოკაციებზე ბოდვას უწოდებს მთაწმი­ნდის რაიონში "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ­ რურუა:

- ეს ჩანაწერი სუს-ში ერთადერთი მიზნით დაამონტაჟეს - უნდათ საზოგადოებაში ვითარება ხელოვნურად თავადვე დაძაბონ. ადრეც არაერთხელ გვინახავს შეწებებული სიტყვებით შექმნილი უკანონო ჩანაწერები, რომლის ავთენტურობის დადგენა­ სუს-მა დღემდე ვერ მოახერხა?!
- ფრაზა "რევოლუციური სცენარი უნდა გვქონდეს, აქ ჯერ ვასტოკი ცხვირში უნდა მოვადოთ" როგორ უნდა შეკოწიწებულიყო სხვა­დასხვა სიტყვით, თუ რეალურად არ იყო ამ სცენარზე საუბარი? მეტიც, საგანგებო დავალებაზე­ ლაპარაკობენ
"თავისუფალი ზონის" ყოფილი აქტივისტები.

- "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები სუს-მა ორგანიზაციაში აგენტებად შეგზავნა - ამ ბავშვების გაფუჭება სახელმწიფოს ღირსეული საქმე ნამდვილად არ გახლავთ. რაც შეეხება კონკრეტულ ფრაზებს, უკ
ანონოდ მოპოვებული ჩანაწერის შინაარსობრივ განხილვაზე მეპატიჟებით, რაშიც ნამდვილად არ გამოგყვებით.

- შინაარსობრივი განხილვა არც თქვენი­ პარტიის ლიდერებთან გიცდიათ, ან არც ის გიკითხავთ, რატომ აანონსებს სააკაშვილი არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნებას?

- თუ ვინმე დღეს არეულობას გეგმავს,­ მხოლოდ "ქართული ოცნებაა", დარწმუნებული ვარ, არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ პროტესტს ვერ გაექცევიან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე ლაპარაკს, ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილი და "ქართული ოცნების" ფობიაა. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ხელს შეუწყობს.

- რა იქნება თქვენთვის გაყალბების საზომი­ და როგორია ალტერნატიული გეგმა, თუ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოახერხებთ?

- გაყალბების არაერთი მეთოდი­ არსებობს, მათ შორის, "მკვდარი სულ­ე­ბის­ გამოყენება, საზღვარგარეთ წასული­ მოქალაქეების ნაც­ვლად ხელისუფლების მხარდამჭერი პირების მიწერა, კარუსელი და ა.შ. თუმცა, სანამ ფაქტი არ დაფიქსირდება, ეს დანაშაული არ გახლავთ. ვიმეორებ, თუ მოვლენები მართლაც ამ სცენარით განვითარდება, ხალხის მწვავე რეაქციაც არ დააყოვნებს.

- ანუ, არჩევნების შემდეგ აქციებს მაინც აანონსებთ?

- გაყალბებას აუცილებლად გავაპროტესტებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ ოპოზიციას, თითოეულ მოქალაქეს ჯოჯოხეთურ ტირანიაში ცხოვრება მოუწევს. მშვიდობიანი აქციები დემოკრატიული სახელმწიფოს ნაწილია.

- თუ "ნაცმოძრაობის" წარსულს გავითვალისწინებთ, თქვენ ხართ დემოკრატიისა და თავისუფლების გარანტორი პოლიტიკური ძალა?

- სხვა პარტიებთან შედარებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველაზე დემოკრატიული ღირებულებები და ურთიერთობებია. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს აქ არავინ იღებს, თუ ადრე ასე იყო.

- არც მიხეილ სააკაშვილი?

- მართალია, მიხეილ სააკაშვილი მძიმეწონოსანი ლიდერია, თუმცა ის პარტიის ერთადერთი ლიდერი არ გახლავთ. გადაწყვეტილებებს ლიდერები შეთანხმებულად იღებენ. დიახ, სწორედ ჩვენ გვაქვს ამ მახინჯი სისტემის შეცვლის ეფექტური მოდელი. თუ ადრე შეცდომებს ვუშვებდით, მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეს ვაკეთებდით, "ქართული ოცნება" კი ქვეყნისთვის არაფერს აკეთებს და მაინც ყველა ნაბიჯზე შეცდომებს უშვებს.
22
08 ოქტომბერი 2016 15:37
ჯოჯოხეთურ ტირანიაში მართლა გვაცხოვრეთ 9 წელი...ხო აბა. ხალხი გამოვა ამ მთავრობას გადააგდებს და თვენ მოგიყვანთ სათავეში თქვენი შიზოფრენიკი ბელადითურთ

რედაქტორის რჩევით