"ამოღებული იარაღი დამალულია აგვისტოს ომის მერე, ანუ მერაბიშვილის და კეზერაშვილის მიერ"
03-10-2016
"ამოღებული იარაღი დამალულია აგვისტოს ომის მერე, ანუ მერაბიშვილის და კეზერაშვილის მიერ"
სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე სამალავს მიაკვლიეს. სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის რაიონში, თბილისში (მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე), საგურამოსთან ახლოს, ტყეში მიწისქვეშა სამალავებიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ იარაღი 2009-2011 წლებშია შენახული. ვის შეიძლება ეკუთვნოდეს გადამალული იარაღი და რა მიზნით შეინახეს იგი? ამ კითხვებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში იოსებ ზაალიშვილი პასუხობს:

- ეს არის მაყუჩიანი იარაღი, რომელსაც
ძირითადად, კილერები იყენებენ. მართალია, ბევრი არ არის, მაგრამ ის სპეციალური დანიშნულებისაა (მაყუჩიანი იარაღი,­ იგივე ვინტორეზი, 200 მეტრის მანძილზე ისვრის), რაც მიანიშნებს, რომ ის დივერსიული ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ "ნაცმოძრაობა" არეულობის მოწყობას აპირებს, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მათ სწორედ ასეთი დივერსიული იარაღი სჭირდებათ.

ამოღებული იარაღი
დამალულია აგვისტოს ომის მერე, ანუ მერაბიშვილის და კეზერაშვილის მიერ. შეიძლება დავასკვნათ, რომ საუბარია არა შეიარაღებულ აჯანყებაზე, არამედ მცირემასშტაბიან ტერორისტულ აქტებზე. "ნაციონალებშიც" არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა რევოლუცია, ომი და უბედურება, იციან, რომ ამის შემდეგ ლინჩის წესით დაიწყება მათი გასამართლება. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ ინფორმაცია "ნაცმოძრაობის" ოფისებიდან, ყოფილი სამხედროებისგან ჟონავს, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის მომხრეები­ იყვნენ, მაგრამ ახლა თვლიან, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობა საჭირო არ არის.
უნდა გაკონტროლდეს ყველა, ვინც უკრა­ინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და ვინც ახლა სახლებში ბრუნდება. შეიძლება ისინი უკვე უკრაინის მოქალაქეები არიან და უცხო პასპორტებით შემოვიდნენ. სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და ყველა დოკუმენტზე ხელი მიუწვდებოდა­.

ეს ნაძირალა საქართველოს ტერი­ტორიაზე­ ჩეჩენ ტერორისტებს ატარე­ბდა და საბუთების პრობლემა ექნება?
"ნაციონალების" ლიდერებისგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უნდა ველოდოთ. თუმცა, არჩევნების შემდეგ სიტუაციის დაძაბვა მათთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს, რადგან შესაძლოა, ხალხმა ისინი ლინჩის წესით გაასამართლოს. არც ის არის გამორიცხული, სააკაშვილმა დესტაბილიზაციის მოსაწყობად ვინმე თავისიანი მოკლას.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით