"დაგვავალეს, კანცელარიასთან მანქანები დაწვითო"
03-10-2016
"დაგვავალეს, კანცელარიასთან მანქანები დაწვითო"
"თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის ("ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათესავი) განცხადებით, მათ "ნაციონალური­ მოძრაობის" ლიდერებისგან მიიღეს დავალება, რომ არჩევნების შემდეგ პროვოკაციები უნდა მოეწყოთ:

- არჩევნებისთვის "ნაცმოძრაობა" დესტაბილიზაციას ამზადებს. სწორედ ეს სცენარი განიხილებოდა, როდესაც "თავისუფალზონელებს" კონკრეტულ დავალებებს გვაძლევდნენ. კერძოდ, ლიდერები გვეუბნებოდნენ, არჩევნების შემდეგ თბილისის პარალიზება აუცილებელია და საკუთარი ავტომობილებიც უნდა დაწვათო. მიუხედავად იმისა, რომელ ძალას ვუჭერთ მხარს, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაზე ვფიქრობთ - ვიღაცების პოლიტიკურ ამბიციებს სახელმწიფოს მომავალს არ
შევწირავთ. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავალების შესრულებაზე უარი განვაცხადეთ და "თავისუფალი ზონა" დავტოვეთ.

- კონკრეტულად, რომელი ლიდერებისგან იღებდით მსგავს დავალებებს?

- თითქმის ყველა თათბირზე ერთი და იგივე ტექსტი გვესმოდა - არჩევნების­ შემდეგ თბილისში "კიევური მაიდანი" გვჭირდ­ებაო. ამ სცენარს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჩიორა
თაქთაქიშვილი, კობა ხაბაზი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები გვაცნობდნენ. მაგალითად, დაგვავალეს, რომ ავტომობილები კანცელარიასთან და თბილისის ცენტრალურ ნაწილში უნდა დაგვეწვა. სხვათა შორის, იქვე ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ კომპენსაციას "ნაციონალური მოძრაობა" მოგვცემდა. სხვა ფულად გარანტიებსაც გვპირდებოდნენ, რომ უკან არ დაგვეხია, მაქსიმალურად ჩავრთულიყავით, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების სცენარში.
დღეს ჩვენ საფრთხე გვემუქრება. თუ ჩემსა­ და ორგანიზაციის სხვა, უკვე ყოფილ წევ­რებზე ძალადობა განხორციელდა, პასუხისმგებლობა "ნაცმოძრაობას" დაეკისრება.

იხილეთ ასევე: "არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა დესტაბილიზაციის მოსაწყობად ვინმე თავისიანი მოკლას"
Arakaci nodara
07 ოქტომბერი 2016 06:31
Asetu gagrzelda kargi rame ar moxdeba. Kvela kvelas cinaagmdega.qvekana chaobshi izireba. Arakacebi isev xelisuplebashi mosvlas aanonseben.
mariami
06 ოქტომბერი 2016 17:35
ერთობლივად ვილოცოთ,რომ საქართველოს ყოველთვის ყავდეს ისეთი ხელისუფლება,რომელიც ღმერთვისთვის იქნება სათნო და მოსაწონი და ის ჩვენთვისაც საუკეთესო იქნება!
გაუნათლებელი
06 ოქტომბერი 2016 15:02
გამოცდილება თუ გაქვს ჩაშვებაში, ჩვენც გაგვანათლე!

რედაქტორის რჩევით