თარგამაძის მანქანის აფეთქების მთავარი ვერსია - ბომბი უკუღმა?!
თარგამაძის მანქანის აფეთქების მთავარი ვერსია - ბომბი უკუღმა?!
აფეთქების შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტი მსხვერპლის გარეშე!

4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მანქანის აფეთქებამ, რომელშიც მძღოლთან ერთად პარლამენტის დეპუტატი გივი თარგამაძე იჯდა, არაერთი ვერსია გააჩინა.

რა თქმა უნდა, ვიდრე ჯერ სრულყოფილი ექსპერტიზა და გამოძიება არ ჩატარდება, ძნელია იმის მტკიცება, თუ ვინ, რატომ და როგორ განახორციელა ეს აფეთქება, თუმცა მეორე მხრივ საზოგადოების დიდ ნაწილს სურს გაიგოს რეალურთან ყველაზე ახლოს მყოფი ვერსიები.

ჩვენ ძირითად ვერსიას შემოგთავაზებთ, თუ რამდენად გამართლდება,უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.


მანქანაში ასაფეთქებელი
მოწყობილობა ჩადებული იყო მანქანის საბარგულში. რადგან მისი საბარგული და სალონი გაერთიანებულია, აფეთქების ტალღამ მანქანის სახურავი მაღლა აღუნა, თუმცა აფეთქების ტალღის ძირითადი ძალა მაინც საბარგულის უკანა
და გვერდით მხარეებზე წარიმართა, რაზეც მეტყველებს დაზიანების სახე - აფეთქებულ მანქანას, ფაქტობრივად, აღარა აქვს საბარგულის უკანა მხარე, ხოლო გვერდები მარცხნივ და მარჯვნივაა გადაღუნული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ საბარგულში იდო.

აფეთქებული მანქანის ვიდეო და ფოტო კადრების მნახველებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა-თუკი აფეთქების ძალა იმხელა იყო, რომ მანქანის უკანა ნაწილი თითქმის მთლიანად გაანადგურა, რატომ არ მიიღეს სერიოზული დაზიანებები აფეთქების ეპიცენტრიდან სულ რაღაც ორიოდე მეტრში, წინა სავარძლებში მსხდომებმა?
თუკი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე დააყენეს, რომ აფეთქების ტალღის უდიდესი ნაწილი მანქანის უკანა მხარეს წასულიყო და არა წინ, მანქანაში მსხომებისკენ, ჩნდება ეჭვი, რომ აფეთქების დამგეგმავებს და განმხორციელებლებს არ სურდათ მანქანაში მყოფთა ლიკვიდაცია

აქ მხოლოდ ერთი ვერსია შეიძლება გვქონდეს-აფეთქება მიმართული გახლდათ, ისე, რომ აფეთქების ძირითადი ძალა უკან და გვერდებზე წარმართულიყო და არა წინ, მგზავრების მიმართულებით.
ფოტოებზე კარგად ჩანს თითქმის დაუზიანებელი უკანა სავარძლები მაშინ, როდესაც მანქანის საბარგულის ლითონშემცველი კორპუსის დიდი ნაწილი განადგურებულია

ამ ვერსიას ამაგრებს აფეთქებული მანქანის ფოტოებიც, რომლებზეც კარგად ჩანს თითქმის დაუზიანებელი უკანა სავარძლები მაშინ, როდესაც მანქანის საბარგულის ლითონშემცველი კორპუსის დიდი ნაწილი განადგურებულია.

თუკი აფეთქების ორგანიზატორებმა მართლაც მიმართული მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე დააყენეს, რომ აფეთქების ტალღის უდიდესი ნაწილი მანქანის უკანა მხარეს წასულიყო და არა წინ, მანქანაში მსხომებისკენ, ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ აფეთქების დამგეგმავებს და განმხორციელებლებს უბრალოდ არ სურდათ მანქანაში მყოფთა ლიკვიდაცია და მათი მთავარი მიზანი გახლდათ - აფეთქების ვიზუალური ეფექტი მსხვერპლის გარეშე!

მაშინ, როდესაც აფეთქების მომწყობებს მართლაც სურთ მანქანაში მსხდომთა ლიკვიდაცია, ასაფეთქებელ მოწყობილობას, როგორც წესი, მძღოლის ან მგზავრების სავარძლების ქვეშ დებენ ან მანქანის ფსკერის ქვეშ იმავე ადგილებში ამაგრებენ.

როდესაც 2001 წელს დავით თევზაძის ძმის, გურამ თევზაძის მანქანა ააფეთქეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარძლის ქვეშ იყო დამონტაჟებული

სწორედ ასეთი სქემით მოქმედებდნენ ქილერები. როდესაც 2000 წლის 1 ივნისს თბილისში, დიდი დიღომის გზაზე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის ძმის, გურამ თევზაძის მანქანა ააფეთქეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარძლის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
ჟურნალისტ პაველ შერემეტის აფეთქებისას, ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის კარს ქვემოთ, მანქანის ფსკერზე იყო მიმაგრებული

ან სულაც ახლახანს, 2016 წლის 20 ივლისს კიევში, როდესაც ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი ააფეთქეს.უკრაინის პოლიციამ გამოაქვეყნა ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერის კადრები, სადც ჩანს თუ წინა ღამეს უცნობი მამაკაცი და ქალი როგორ ამაგრებენ რაღაც ნივთს მძღოლის კარს ქვემოთ, მანქანის ფსკერზე. მეორე დილას შერემეტის მანქანის აფეთქების ეპიცენტრი სწორედ მძღოლის ქვეშ აღმოჩნდა, რაც გადარჩენის შანს აღარ ტოვებდა.

ასე რომ ბუნებრივად ჩნდება ვერსია, რომ თუ ვინმე სერიოზულად გეგმავდა მანქანის აფეთქებით პარლამენტის დეპუტატის გივი თარგამაძის ფიზიკურ ლიკვიდაციას, თანაც ახალი საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე, ის ასაფეთქებელ მოწყობილობას უშუალოდ სამგზავრო სალონში, ან სავარძლების, ან მანქანის ფსკერზე განათავსებდა. შეიძლება ისევ საბარგულში დაემონტაჟებინა, მაგრამ მიმართულებას წინ, მგზავრების სავარძლებისკენ მისცემდა. ბოლოს და ბოლოს ასაფეთქებელ მოწყობილობას გამზადებული დამაზიანებელი ელემენტებით (რკინის ბურთულაკები, ლურსმნის განაჭრები და ა.შ.) "დახუნძლავდა", რაც გადარჩენის შანსს მანქანაში მსხდომთ (და ახლო-მახლო მყოფთაც) აღარ დაუტოვებდა.

იხილეთ ინფოგრაფიკა




წაიკითხეთ ასევე: "თავისუფალი ზონის" ამოცანა იყო, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, მეორე ჯგუფის დავალება, სავარაუდოდ, ასეთი დივერსიები იყო"

ირაკლი ალადაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

!!! !!! !!!
18 ოქტომბერი 2016 12:13
ნამდვილი ამბავი: ჩემი მეზობელ რძალ-დედამთილს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთ დღეს, თავგატეხილი დედამთილი(რძალს ქოთანი დაუმტვრევია თავზე), სავადმყოფოში გააქანეს ნაკერების დასადებად. რძალი გამოვიდა და თქვა: თვითონ დაირტყა თავში ქოთანი, მერე რომ ჩემთვის დაებრალებინაო. ნაცქოცების საქმეც ასეა. როდემდის უნდა უნდა ილაპარაკოს ოცნებამ ამ სტილში, როდის აპირებს საქმის კეთებას, თუ 2030 წლამდე ლაყბობის და ფულის კეთების მეტი არაფერი არ უნდა აკეთოს? გაუძლებს კი ამას ქვეყანა, ხალხი, ბიუჯეტი?
მატანი
12 ოქტომბერი 2016 19:46
თარგამაზე არ იყო რო გაჰკიოდაა,სულს ამოგხდით თქვე ნაძირლებოვოო.მომიტინგე ხალხის მისამართით.უნამუსო,სოროსევიჩი.
omar
07 ოქტომბერი 2016 14:56
თუ ვინმე სერიოზულად გეგმავდა იმ ნაგავის ფიზიკურ ლიკვიდაციას, ის ასაფეთქებელ მოწყობილობას უშუალოდ სამგზავრო სალონში, ან სავარძლების, ან მანქანის ფსკერზე განათავსებდაო... მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ის ნაგავი ბაგაჟნიკში ჩამჯდარიყო?!

რუბრიკის სხვა სიახლეები