JPM Strategic Solutions-ის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 36%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13%-იანი - კვირის პალიტრა

JPM Strategic Solutions-ის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 36%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13%-იანი

JPM Strategic Solutions-ის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 36%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13%-იანი. ტელეკომპანია „იმედმა“ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებში სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას 59% აპირებს.

კვლევის თანახმად, მათი ხმები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 36%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს - „თავისუფალ დემოკრატებს“ ხმათა 4% ერგო, „ლეიბორისტულ პარტიას“ - 3%, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2%, „პატრიოტთა ალიანსს“ - 2%, „ ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ - 2%, ხოლო სხვა პარტიებს - 2%.

კვლევის თანახმად, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე ამომრჩეველთა 36%.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს ორ საარჩევნო სუბიექტს - „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, მათი რაოდენობა, წინა კვლევასთან შედარებით, თითქმის 5 პროცენტით - 41,3%-დან 36 %-მდე შემცირდა.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა საქართველოს მასშტაბით 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.8%-ია. კვლევის საველე სამუშაოები „გორბიმ“ ჩაატარა.