"ჩვენ ცესკოსთან კითხვები არა გვაქვს, ახლა პარტიების ჯერია, შედეგები აღიარონ"
10-10-2016
"ჩვენ ცესკოსთან კითხვები არა გვაქვს, ახლა პარტიების ჯერია, შედეგები აღიარონ"
არჩევნებს საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" 400 წარმომადგენლით აკვირდებოდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ოპოზიციური პარტიების განცხადებები კი გაყალბების თაობაზე ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსახურებოდა:

- წინასაარჩევნო პერიოდი­ პოზიტიურად წარიმართა. მიუხედავად იმისა,­ რომ სახელმწიფო გარკვეული გამო­წვევების წინაშე იდგა, მედია აქტიური­ გახლდათ, რაც ამომრჩეველს მაქსიმალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევდა. წინა წლებთან შედარებით, ეს გარემოება მნიშვ­ნელოვანი წარმატების
მაჩვენებელი იყო. დადებითად ვაფასებ ცესკოს წინასაარჩევნო მუშაობასაც. გარკვეულ დადგენილებ­ებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გვქონდა, მაგრამ არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ ცესკო რომელიმე პოლიტიკური­ ძალის სასარგებლ­ოდ მოქმედებდა. ანალოგიურად ვაფასებ აუდიტის სამსახურსაც, რომელიც დარღვევის­ დაფიქსირების შემთხვევაში არა მხოლოდ ოპოზიციური, მმართველი ძალის დაჯარიმებასაც არ ერიდებოდა. სწორედ ასეთმა წინასაარჩევნო ფონმა პოზიტიური
გავლენა იქონია არჩევნების დღეზეც.

- თუმცა წინასაარჩევნო პროცესს თან სდევდა გორში დამოუკიდებელი მაჟორიტარი­ კანდიდატისთვის სროლა, ფარული ჩანაწ­ერები...

- გამოწვევებში სწორედ ამ ფაქტებს ვგულისხმობდი, თუმცა საბოლოოდ წინასაარჩევნო პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა. რაც შეეხება არჩევნების დღეს, დღის პირველ ნახევარში მცირე დარღვევები დაფიქსირდა, რაც საარჩევნო კომისიის დაბალ კვალიფიკაციას უკავშირდებოდა. თუმცა შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.­ უფრო ტექნიკურ ხარვეზად შევაფასებდი.

- მარნეულის, ქუთაისისა და სამეგრელოს­ შემთხვევაშიც ტექნიკური ხარვეზი იყო?

- სამივე უბანზე პოლიციამ ეფექტიანად იმოქმედა. ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა, თუმცა, სამივე უბნის შედეგების გაუქმების მიუხედავად, პარტიებისთვის შედეგები არ იცვლება. წელს ხარისხის თვალსაზრისით, 2012 წელთან შედარებით, უკეთესი არჩევნები ჩავატარეთ.

- სანდრა რულოვსის ინფორმაციით, არჩევნების დღეს კორცხელში სამართალდამცავები უბნების დასარბევად ემზადებოდნენ.

- დამკვირვებლები ადგილზეც გვყავდა,­ თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. სტატისტიკის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების განცხადებები ფაქტებითა და საჩივრებითაც კი, ძირითადად, არ დასტურდებოდა. არადა, მათ უბნების 90%-ში საკუთ­არი წარმომადგენელი ჰყავდათ და პარტიების დამკვირვებლები საჩივრებს არ ადგენდნენ. შესაბამისად, განცხადებები გაყალბების­ თაობაზე სპეკულაციებს უკავშირდებოდა.

- "ნაციონალების" განცხადებით, ცესკო­ ოქმების ვებგვერდზე ატვირთვას­ აგვიანებდა.­ კითხვები ჰქონდათ სამოქალაქო სექტორთანაც­ და თქვენგან მეტ აქტიურობას ითხოვდნენ.

- ცესკოზე ამ ბრალდებასაც ვერ გავიზიარებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ­იერთ უბანში ხმის დათვლა ფერხდებოდა, შედეგების გამოქვეყნება ცესკომ ოპტიმალურ ვადაში დაიწყო. რაც შეეხება სამოქა­ლაქო სექტორს, არჩევნების დასრულების შემდეგ, დილის 7 საათამდე აქტიურად ვიმუშავეთ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა ცხელი ხაზიც და ყველა დადასტურებულ ფაქტზე საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით.

- თქვენ ინტენსიურად აწვდიდით მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაციებს. თავად მათგან რა შეფასებები მოისმინეთ?

- ერთ-ერთ უბანზე უცხო­ელ დამკვირვებელს პრობლემა შეექმნა,­ თუმცა მათ განწყობაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა, პოლიტიკური პარტიების აზრსაც მოისმენენ და შეფასებებიც შემდეგ გაკეთდება. ჩვენ ცესკოსთან კითხვები არა გვაქვს და ახლა პარტიების ჯერია, შედეგები აღიარონ.

- რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ორი პროდასავლური ძალის - "თავ­ისუფალი დემოკრატებისა" და რესპუბლიკ­ელების პარლამენტს მიღმა დარჩენა?­

- ვფიქრობ, პარლამენტში შესულ პარტიებს მნიშვნელოვან პრინციპებზე შეთანხმება არ გაუჭირდებათ - სახელმწიფომ დიდი ხნის წინ აირჩია პროდასავლური კურსი.

"არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა"

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით, არჩევნები მშვიდობიან­ გარემოში ჩატარდა და ამომრჩევ­ლის ნება ასახა. "მისასალმებელი იყო ქართველების მონაწილეობა არჩევნებში როგორც ამომრჩევლებად, ასევე კანდიდატებად, პარტიების წარმომადგენლებად და საარჩევნო მოხელეებად. ვიმედოვნებთ, მსგავსი მიდგომა და ჩართულობა შენარჩუნდება მომდევნო კვირებშიც", - განაცხადა მარკ გრინმა. მისი განცხადებით, არჩევნები კარგად იყო ორგანიზ­ებული, თუმცა­ კიდევ არის რიგი საკითხები გასაუ­მჯ­ობ­ესებელი: "მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა არჩევნების სრული პროცესი წარმატებულად ჩაითვალოს. იმედია, მომდევნო დღეებში ამომრჩევლები და პოლიტიკური ლიდერები გააგრძელებენ მშვიდად მუშაობას".

"...თავისუფალი და სამართლიანი"

სუამის სადამკვირვებლო ჯგუფის შეფასებით, არჩევნები საერთაშორისო ვალდებულებებისა და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტების, ეროვნული კანონმდებლობისა და ცესკოს მიერ დადგენილი წესების და პროცედურების მიხედვით ჩატარდა. სუამის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით 8 ოქტომბრის არჩევნებს აზერბაიჯანის პარლამენტიდან დეპუტატი ალი მასიმლი, უკრაინის უმაღლესი რადადან ივან კრულკო, იაროსლავ მარკევიჩი და ალექსანდრ ჩერნენკო დააკვირდნენ. ჯგუფში შედიოდა სუამის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევიც. "სუამის დამკვირვებელთა ჯგუფს არსებითი შენიშვნა არა აქვს. უბნებზე უზრუნველყოფილი იყო პირობები თავისუფალი არჩევნებისთვის, შეინიშნებოდა ამომრჩევლის აქტიურობაც. არჩევნები ჩატარდა კონკურენციის პირობებში და შეიძლება შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები