"პირველი ტურის ასე დამთავრების შემდეგ მარნეულის მოსახლეობას ყურანზე აფიცებენ, რომ ხმას "ოცნებას" არ მისცემენ"
17-10-2016
"პირველი ტურის ასე დამთავრების შემდეგ მარნეულის მოსახლეობას ყურანზე აფიცებენ, რომ ხმას "ოცნებას" არ მისცემენ"
"მათ ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ჰქონდათ მომარაგებული და რომ არა პოლიცია, მძიმე შედეგს მივიღებდით"

8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანთან გამართული შეხლა-შემოხლის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. სიტ­უაციის განსამუხტავად სოფელში სპეცრაზმი შეიყვანეს. სამართალდამცველებმა საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ხელის შეშლისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით "ნაციონალური მოძრაობის" ექვსი აქტივისტი დააკავეს. არც ერთი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ექვსივეს პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია: "გამოძიებამ
დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. სამართალდამცველთა ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა... სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით დამატებით ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს ინტენსიურად აწარმოებენ... დაკავების ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. რამდენიმე პირმა დაკავების დროს პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები".

თამაზ ნავერიანი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულში:
- სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბანთან თანამოაზრეებთან ერთად ახმედ იმამყულიევი გამოჩნდა. ყველაფერი "ნაციონალების" და მათი მომხრეების დადგმულ სცენ­არს ჰგავს. მათ ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ჰქონდათ მომარაგებული და რომ არა პოლიცია, მძიმე შედეგს მივიღებდით. ამ ვანდალური აქტის შედეგად დაზარალდა მოსახლეობა, 30-მდე სამართალდამც­ველი, მძიმე მდგომარეობაშია სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე რამინ ისმაილოვი, დაზიანებულია სკოლა, სადაც იყო საარჩევნო უბანი. დაპირისპირებაში ჩვენი არც ერთი აქტივისტი არ მონაწილეობდა,­ კენჭიც არ გვისვრია. პირველი ტურის ასე დამთავრების შემდეგ მარნეულის მოსახლეობას ყურანზე აფიცებენ, რომ ხმას "ოცნებას" არ მისცემენ. ყველა ნიუანსი მიანიშნებს, რომ არეულობა "ნაციონალების"­ პროვოცირებული იყო. "ნაციონალების" კანდიდატი უბანში 20 წუთით ადრე გამ­ოჩნდა. იგი ხალხს აგროვებდა. ამის შემდეგ­ დაიწყო აყალმაყალი.

ახმედ იმამყულიევი, ენმ-ს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:

- არჩევნების დღეს "ქართული ოცნ­ე­ბის" წევრი ამომრჩევლებს არ აძლევდა კენჭისყრის ოთახში შესვლის უფლებას. მერე მოვიდნენ მათი კუნთმაგარი ბიჭები, ამომრჩევლებს მიმართეს, რას"ბლატაობთო"და ყუთის­ გატაცება მოინდომეს.
ჩვენ არ მივეცით ამის საშუალება. "ქართული­ ოცნება" ცდილობდა არჩევნების გაყალბებას არა მარტო 48-ე უბანზე, არამედ მთელ მარნეულში.

- თვითმხილველთა თქმით, ამ საარჩევნო უბანზე თქვენ აგებდით და მხარდამჭერების მობილიზება თქვენ გადაწყვიტეთ.

- ჯერ უნდა გამოიძიონ, ვინ დაიწყო ჩხუბი და მერე დაკავებულები გაუშვან. რა საჭირო იყო სპეცრაზმის ჩამოსვლა? ახალგაზრდები ისე დააკავეს, თითქოს ტერორ­ისტები იყვნენ.
ოთხ უბანზე მოვიგე და ამ მეხუთეზე­ რატომ უნდა წამეგო? როცა არჩევნებს იგებ, აყალმაყალი რატომ უნდა ატეხო?

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ იგებდით,­ ხმები ხომ ჯერ არ იყო დათვლილი?

- ოთხი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად ვხვდებოდი მოსახლეობას, ყიზილაჯლოს მცხოვრებლებს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე ადამიანებს და ვიცოდი, რომ არჩევნებს ვიგებდი.

ჟურნალისტი აიდინ გასანოვი იმ სკოლის წინ ცხოვრობს, სადაც 48-ე საარჩევნო უბანი იყო განთავსებული: -
"ნაციონალებს" ტრანსპორტით მოჰყავდათ თავიანთი ამომრჩევლები. მას შემდეგ, რაც შეატყვეს, რომ ხმები აკლდებოდათ, დაიწყეს ხმაური.
2-ის ნახევარზე უბანზე გამოჩნდა ახმედ იმამყულიევი. მას გვერდზე გაჰყავდა მომხრეები და ეუბნებოდა, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არჩევნები ჩაიშალოსო. ცოტა ხანში ატყდა ჩოჩქოლი. იმამყულიევის მომხრეებმა დაიწყეს ქვების სროლა. პოლიცია 10 წუთში მოვიდა, მაგრამ სიტუაცია სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ განიმუხტა.

ახმედ იმამყულიევს ახლდა ვინმე რაშადი, რომელიც მოუწოდებდა, ჯანდარიდან, გორარხიდან, მარნეულიდან, ალგეთიდან და სარვანდიდან ხალხი ჩამოიყვანეთო. მას ახლდა ანარ ზეინალოვიც, "ნაც­იონალების" მხარდამჭერი.
ისმოდა აგრესიული შეძახილები. ხალხის ჯგუფის აგრესიამ პიკს მიაღწია და შემდგომ დაიწყო შეხლა-შემოხლა. სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ ეს საქმე და საკადრისად­ დასაჯონ დამნაშავეები.

სამირ კ., სოფელ ყიზილაჯლოს მკვიდრი ქალბატონი: - "ოცნება" იგებდა და როცა ეს "ნაციონალებმა" გაიგეს, მათი აქტივისტი უბანში შეიჭრა. მერე გამოვიდნენ ეზოში და ქვების სროლა დაიწყეს. უბანზე იმამყულიევთან ერთად იყო ისრაფილ ბაირამოვიც (პაატა ბურჭულაძის პარტიის კანდიდატი). სიტუაცია უმართავი გახდა, საფრთხე დაემუქრა საარჩევნო უბანში მყოფ ადამიანებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელები ამ ხელისუფლების პირობებში ცუდად არ ვცხოვრობთ­ და იქნებ მოგვცენ მშვიდად ცხოვრების საშუალება.
დავინტერესდით, რა სამართლებრივი მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს, თუკი პარლამენტის წევრობის კანდიდატს დანაშაული ან დანაშაულის ინსპირირება დაუმტკიცდა.

ლელა ტალიური, საია-ს იურისტი: - საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტია, რაც გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე (ან ცესკოს მიერ პარლამენტის წევრად გამოცხადებული პირის უფლებამოსილების ცნობამდე) არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ და გაჩხრიკონ, თუ საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებაზე არ იქნება ცესკოს თანხმობა. გამონაკლისის - დანაშაულზე წასწრების - შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს და თუ ის გამოსცემს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი უნდა გათავისუფლდეს. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ხელშეუხებლობის გარანტია. ჩვენ კანონმდებლობით მკაცრად გვაქვს განსაზღვრული რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები­. როდესაც გამოძიებას აქვს კანდიდატის მიმართ პრეტენზია, სამართალდამცველებისთვის აუცილებელია ცესკოს თანხმობა და თუ ცესკომ გამოძიებას საგამოძიებო მოქმედებების შესრულებაზე თანხმობა განუცხადა, ეს მაინც არ უნდა გახდეს ვინმეს რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი, ან წაერთვას კენჭისყრის უფლება აღნიშნულ თანამდებობაზე.

ნანა ფიცხელაური
ვიღაცა
21 ოქტომბერი 2016 13:24
თქვენ აქ კანონებზე ილაპარაკეთ და ქვემო ქართლში აზერბაიჯანელები უკვე ნაცების გამარჯვებას ზეიმობენ.
halagaji
21 ოქტომბერი 2016 13:24
esegi dagvaxies tavze biuletenebi,yutebic dagvamtvries tavze da xmas ratom igebtoo?!! gagijdeba kaci amat utifrobas sazgvari agar akvss,xmebs gviyalbebn da humad iyavito..aba ravknat roca aravin riagerebs am sazigrobaze vinmem axsnas roca tvalcin giyalbeben arhevans sxva gza rheba ramee??
Gorgasali - Alievi
21 ოქტომბერი 2016 11:55
იმამყულიევი მაგარ ამბებშია ჩართული საქართველოს საწინააღმდეგოდ, ალბად მალე უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს, რა თქმა უნდა თუ დაცალდა მაგასაც და მის კუმირსაც.

რედაქტორის რჩევით