"გარკვეული დროის შემდეგ რღვევა დაიწყება როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე "ოცნების" მომავალ საპარლამენტო უმრავლესობაში"
24-10-2016
"გარკვეული დროის შემდეგ რღვევა დაიწყება როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე "ოცნების" მომავალ საპარლამენტო უმრავლესობაში"
"NDI არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ"

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენი განცხადების ინტერპრეტაცია არასწორი­ და ჰიპოთეზური იყო. NDI არ აყენებს 8 ოქტომბ­რის არჩევნების ლეგიტიმურობას­ კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ წაიკითხავთ არჩ­ევ­­ნების დღიდან მოყოლებულ ჩვენს განც­ხადებებს, იქ ვამბობთ, რომ ამ არჩევნებში ხალხის ნება იყო გამოხატული. ბოლო განცხადებაში კი ვთქვით, თუ არჩევნების­ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული რიგი ხარვეზები არ გამოსწორდება, შესაძლოა, გრძე­ლვადიან პერსპექტივ­აში გააჩინოს კითხვები არჩევ­ნების სანდოობის შესახებ.

ჩვენი მიზანი იყო ყველა­ მხარის მობილიზება,
რათა არჩევნების მიმართ ნდობა უფრო გაძლიერდეს. ვიმეორებ, NDI 8 ოქტომბრის არჩევნებს ეჭვქვეშ არ აყენებს!" - ეს განცხადება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორტონმა 21 ოქტომბერს, "რუსთავი 2"-ის ეთერში­ გასულ­ იმავე სიუჟეტში გააკეთა, რომელშიც იყო მცდელობა, ამ ორგანიზაციის მიერ არჩევნების მე-2 ტურის წინ
გამოქვეყნებული განცხა­დება ისე წარმოეჩინათ, თითქოს აშშ-ის­ დემოკრატიული ინსტიტუტი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდა. იშველიებდნენ ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების განცხადებებს. იმ სიუჟეტმა კი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, ცოტა არ იყოს, კომიკური ელფერი შეიძინა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლების ვარაუდსა და საკუთარ ჰიპოთეზებს­ იქვე აქარწყლებდა ქალბატონი ლორა თორტონი. აქვე გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან, რომელიც NDI -მ გამოაქვეყნა:

"8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნ­ებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქო­ნდა­ საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს.­ თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა,­ რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ, შესაძლოა, მომავალი არჩევნები (მოგვიანებით თორტონმა განმარტა, რომ NDI მომავალ საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობდა), ასევე, მომავ­ალი­ პარლამენტისა და მთავრობის მანდა­ტის ლეგ­იტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. იმის გათვალ­ისწინებით, რომ საქართველო განმე­ორებითი კენჭისყრისთვის (22 ოქტომბერს) და ასევე 50 ოლქში მეორე ტურისთ­ვის (30 ოქტომბერს) ემზადება, მნიშვნელოვანია,­ მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკ­ურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ".

მაშ, ვის სჭირდება ამ განცხადების იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაცია დასვას კითხვის ნიშნის ქვეშ?


ვალერი გორგილაძე, სოციოლოგი, ექსპერტი: - ჩემთვის ეს მცდელობები მოულოდნელი სულაც არ არის.
"ნაციონალური მოძრაობა", რომელიც თვითონვეა გაოცებული მიღებული ხმების რაოდენობით, ცოტა არ იყოს, დაბნეულია. არ ელოდნენ­ ასეთ მხარდაჭერას, შესაბამისად, არჩევნების არალეგიტიმურად გამო­ცხადების საფუძველი­ არა აქვთ. უარი რომ ეთქვათ და არ შესულიყვნენ პარლამენტში, ამით საბოლოოდ მოხდებოდა მათი მარგი­ნალიზაცია, რადგან ვერც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ვერ აუხსნიდნენ ამის მიზეზს. ვერც ქუჩაში მოახერხებდნენ პროცესების­ გადატანას, როგორც ეს სააკაშვილს სურდა.

გაიხსენეთ აშშ-ის ელჩის განცხადება, ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი და ამომრჩეველმა საკუთარი ნება გამოხატა.
"ნაციონალურ მოძრაობას" მთლად ამის­ აღიარებაც არ სურს, რომ ეს კონკურენტული­ და თავისუფალი არჩევნები­ იყო და ცდილობს, შუალედური პოზიცია­ დაიკავოს. რომ თქვას, არჩევნები არალეგიტ­იმურიაო, აღარ გამოდის, მაშინ დაუსვამენ კითხვას, - თუ ასეა, სად შედიხართო? ამასთან, ისიც არ სურთ, აღიარონ შედ­ეგის ლეგიტიმურობა და ამიტომაც გამუდმებით ლაპარაკობენ მანიპულაციებზე, გაყალბებაზე, მოსყიდვაზე და ა.შ.

ფიქრობენ, რომ არავინ იცის, მომავალში რა სცენარით­ წარიმართება პოლიტი­კური პროცესები და როდის დასჭირდებათ ეს არალეგიტიმურობაზე ირიბი მინიშნებები, რაშიც, ბუნებრივია, იშველიებენ კონტროლირებად მედიას. ამას ემსახურებოდა "რუსთავი 2"-ის თქვენ მიერ ნახსენები სიუჟეტიც, რომელშიც NDI-ს ხელმძღვანელს ლამის თავის მართლებაც კი დასჭირდა.

ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია არჩევ­ნებს, თუმცა საბოლოო შედეგზე­ არ ასახულა. ვეთანხმები NDI-ს, ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, რათა მომავალში უფრო სრულყოფილი საარჩევნო პროცესი მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ რღვევა დაიწყება როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე "ქართული ოცნების" მომავალ საპარლამენტო უმრავლესობაში.­ რა­ კონფიგურაციას მივიღებთ და ვის რაში დასჭირდება ამ ლეგიტიმურობა, არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი, ამას  დრო გვიჩვენებს.

ნათია დოლიძე
glaxuna
30 ოქტომბერი 2016 13:35

ახალ-ახალი ,,ანალიტიკოსები,, ,,გამოჩნდნენ,, ?!

მიიღო ქართველობამ რუსული ,,არჩევნები,,-დაშინება-მოსყიდვა-ცინიზმი ?!

მალე დასავლური დემოკრატიულ-სამართლებრივი პოლიტიკური სისტემა და მით შეუქცევადი პროგრესი კი არა -დამყაყებული და მუდამ ღატაკი და უპერსპექტივო რუსეთის უ ბ ე რ ნ ი ა დ აქცევენ ეს ნაც-ების მოძულეები
საქართველოს და რაც უფრო დ რ ო გავა ,ეს მით უფრო თვალსაჩინო შეიქმნება!
ისიც, რომ ნაც-ებს კგბ-ფსბ-გრუ-ს ,,მუშნი ზარანდიები,, უპირისპირდება სწორად მთელი ,,საშინელი 9 წლის მანძილზე,, !!!

2016 წლიდან მეტად ნათლად გამოჩნდება:

უუფლებობა-უპერსპექტივობა-სიღატაკე-უპასუხისმგებლობა-გაუკვევლობა-კორუფცია-ნეპოტიზმი-კრიმინალი...
და სხვაზე გადაბრალება მოქალაქეების კიდევ უფრო დაბოლება-გამოყენებისათვის: ,,გარე ვითარება,, ,,ნაც-ები,, დასავლეთი,აშშ -,,გარყვნილი ევროპა,, ,,რეპტილოიდები,,

მოკლედ - ნაც-ების მოძულეებო -,,პოლიქრონიონ,,


ანუ- ,,რუსული სამყარო,,-ში დაბრუნება (!)

ალბად ყოველივე მის მერე დაიწყებს ხალხი - ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა ს (!)
ალექს
29 ოქტომბერი 2016 10:39
დაირღვევა ეთპარტიულობა თუ ერთკლანიანობა ?
პარტია პოლიტიკური ორგანიზაციაა,ნაცმოც და ქოცებიც კლანია -მიშასი და ივანიშვილისა!
მოქკავშირი იყო შევარდნაძის კლანი და მათი ყველას მშობელი ბოლშევიკები- ძია ლენინის და სოსო ჯუღაშვილის !
მიზეზია ის ფსევდოსახელმწიფოებრივი ჩინური და უხარისხო ,ანაქრონისტული ლეგისტური სისტემა,რომელიც არის ამ სისტემის სამართლის საფუძველი პრინციპით -სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა და ის ყოველთვის მართალია,ეს კი თანამედროვეობის ყველაზე დიდი სიცრუეა,რადგან "მართალი" ასეთ სამართლებრივ პირობებში ძალაუფლების მიმტაცებელი დიქტატორია,ისაა კანონი და თავადაა სახელმწიფო !
დიქტატორი კი მრავალგვარი გვინახავს-სტალინი,არაფერი დააგროვა, მაგრამ ყველაფერი მისი იყო,იცოდა ვერსად წაიღებდა და შთამომავლებს კი წაართმევდნენ !
მიშა-მუცელღორა,მისდა უნდა ყველაფერი !
შევარდნაძე -დაუტოვა შთამომავლობას !
ივანიშვილი-რბილი დიქტატორი,მახრჩობელა!
მათი სახელით ცრუპატრიოტულ მოტივებს ამოფარებული სამოხელეო პარტოკრატიული ბიუროკრატია სჩადის ძალმომრეობით ,მაგრამ "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე " და მით გამართლებულ ,კანონით დადგენილ ანტისახალხო ქმედებებს პირადი გამორჩენის მიზნით !
სამართლის საფუძველი ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი,დემოკრატიულიაო ,ანუ ხალხის უმრავლესობის ნება ქმნის და მართავს სახელმწიფოსო,არსად კი სწერია ,რომ უხალხოდ ვერ მიიღება საკონსტიტუციო ცვლილება,საგადასახადო სისტემის შესახებ კანონი,სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსები,ანუ სახელმწიფოში ქცევის ძირითადი წესები .
კლანმა იზრუნა შვილობილი კლანების უზრუნველ ცხოვრებაზეც: გათიშე და იბატონე ,ანუ ჯერ გაძარცვე მერე გამოთიშე ეკონომიკიდან და დემოკრატიული პოლიტიკური ველიდან და იბატონე,გააემიგრანტე და იბატონე,თვითდაასაქმე,გააყალბე მოსახლეობის,ამომრჩეველთა,პენსიონერთა სიები და იბატონე, თვითწერე კონსტიტუცია და სხვა მთავარი კანონები,მიეცი პური და სანახაობა და თვითიბატონე !
ამ სისტემის ფარგლებში კეთილშობილი ხელისუფალი ვერ იშობა,ის უნდა შეიცვალოს ამერიკული სისტემით :კანონი სწორია და იმპერატიული,მაგრამ მოქალაქეა ყოვეთვის მართალი და სახელმწიფოა ვალდებული საპირისპირო ამტკიცოს,მასზეა მტკიცების ტვირთი !
ამ კონსტიტუციური სამართლის პრინციპის განხორციელება გამორიცხავს კლანურ მმართველობას-იქნება პარტია ,როგორც ამერიკაშია !
ალექს
29 ოქტომბერი 2016 10:38
პარტია ერთ იდეოლოგიურ მსოფლმხედველობით პრინციპებზე მდგარ თამანამოაზრეთა პოლიტიკური ორგანიზებული გაერთიანებაა,ჩვენთან რასაც პარტია ქვია,ან არ გააჩნია იდეოლოგიურ მსოფლმხედველობითი პლატფორმა,ან ყალბია და საიდანღაც მისნაირისგან გადმოწერილია,ცხადია ვერ იქნება მაორგანიზებელი იდეა,ასეთ ერთმანეთისაგან განმასხვავებელ იდეას ვერ დაგისახელებენ ვერც ქოცები ,ვერც ნაცები ,ვერც სხვა მოქკავშირელები,ასეთი პოლიტიკური იდეა ,თეორიულ სამართლებრივ პოლიტიკური იდეა მათ არ გააჩნიათ , ცრუპატრიოტულ და პოპულისტურ სოციალურ ლოზინგს ასაღებენ იდეოლოგიად:პენსიას გაგიხდით ამდენსო -ესაა იდეა,სიცრუეა ,რადგან პენსიას პარტია ვერსაიდან ვერ მოგცემს,მას იძლევა ხალხი საკუთარი ნაშრომის წილის სახით გადასახადებით ! ?
ვერ მოგიყვებიან რა იდეოლოგიას ეყრდნობიან ,არ იციან,არ იცნობენ,არის სხვა იდეა ,ის მერკანტილურ კლანურია ,მეთაურთან სიახლოვის ხარისხია პარტიული თვითშეგნების,ზნეობის და დამსახურების საზომი !

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები