"მცდელობაა, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს ტერიტორიები იყო და მომავალშიც უნდა იყოს თურქეთის გავლენის ქვეშ"
"მცდელობაა, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს ტერიტორიები იყო და მომავალშიც უნდა იყოს თურქეთის გავლენის ქვეშ"
"დღეს ჩვენ გარშემო, სამეზობლოში, გამალებული შეიარაღება მიდის და ლამის მილიტარისტული საფრთხის წინაშე ვართ"

"თურქეთი დღეს ყალიბდება ნეოისლამისტ­ური იდეოლოგიის ქვეყანად"

ჩვენში ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი გადაიფარა საარჩევნო ციებ-ცხელებით. რეგიონალური საფრთხეებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- მესმის, არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ეს იპყრობს მედიის ყურადღებას, მაგრამ არის სხვა თემებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ საარჩევნო ციებ-ცხელებისა და შიდა დაპირისპირებების გამო დაგვავიწყდა. დღეს ჩვენ გარშემო, სამეზობლოში, გამალებული შეიარაღება მიდის და ლამის მილიტარისტული საფრთხის წინაშე ვართ.
ახალ-ახალი სამხედრო გაერთიანებები იქმნება და ვცხოვრობთ კავკასიის სივრცეში, სადაც სუბიექტებს შორის დიდი დაპირისპირებაა. ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიო რუსულ-ამერიკული დაპირისპირების ზღვარზეა. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი მომავლისთვის, არამედ დღევანდელი დღისთვისაც. სხვათა შორის, "ქართული ოცნების" მიღწევაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის განცდა მაღალია და
ჩვენი საზოგადოება თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას ჩვენ გარშემო შექმნილ ვითარებას.

ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ირგვლივ ისეთი პროცესები ვითარდება, მათში აუცილებლად ვიქნებით ჩათრეული, თუ უკვე არა ვართ...

- ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბერძნული მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რამდენიმე დღის წინ ქალაქ რიზეს უნივერსიტეტში რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერბილს, კურკუკს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს. ეს განცხადება საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განმარტა და თქვა, რომ საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. "ბათუმი საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს", - განაცხადა ბატონმა გუმრუქჩუმ, თუმცა ერდოღანის განცხადება არ უარუყვია...

- ვერ უარყოფდა იმიტომ, რომ ნამდვილად თქვა, თუმცა - ცოტა სხვანაირად. ქართულ მედიას ახასიათებს საკითხის გაზვიადება.
თურქეთი დღეს ყალიბდება ნეოისლამისტ­ური იდეოლოგიის ქვეყანად, რაც გულისხმობს თურქეთის გავლენის გავრცელებას ოსმალეთის იმპერი­ის ყოფილ ტერიტორიაზე, მათ შორის - საქართველოში, კერძოდ, აჭარაში.

ამ იდეოლოგიით გაჟღენთილი სიტყვით მიმართა ერდოღანმა სტუდენტებს რიზეს უნივერსიტეტში. რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება პოლიტიკურ საზღვრებს არ ეხება, იდეოლოგიურად საფრთხეა ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ერდოღანმა ახსენა. ეს არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს ტერიტორიები იყო და მომავალშიც უნდა იყოს თურქეთის გავლენის ქვეშ. ეს ერთგვარ "ჰუმანიტარულ" გავლენას და კონტროლს გულისხმობს, თუმცა დღევანდელი "ჰუმანიტარული" კონტროლი, შესაძლოა, ხვალ პოლიტიკურ კონტროლად გადაიქცეს. ახალგაზრდები, რომლებიც ერდოღანს რიზეს უნივერსიტეტში უსმენდნენ, მომავალი თაობაა, რომლის იდეოლოგიურ დამუშავებასაც ცდილობენ...

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რა პროცესები ვითარდება სირიაში თურქეთის მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, ან სულაც ჩვენთან, საქართველოში. რაც 8 ოქტომბერს მოხდა მარნეულში, არ არის მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებული. აქ ჩანდა ჩვენი მეზობლის გავლენაც, რაც დღეს უდავოდ არსებობს ქვემო ქართლში, რომელიც გამოჩნდა დმანისშიც 26 ივლისს, დღესასწაულზე, რაზეც თქვენი გაზეთიც წერდა.

(იხილეთ: "პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?! (ექსკლუზივი)

მარნეულში იმ ახალგაზრდობის ნაწილი, რომელიც აქტიური და აგრესიული იყო, არ იყო მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის, ან ადამიანის მხარდამჭერი, ისინი გარკვეული იდეოლოგიის მიმდევრები იყვნენ...
ამის მეტს ახლა არაფერს ვიტყვი, მაგრამ, მინდა, მავანმა იცოდეს - ქართველი საზოგადოება კარგად ხედავს, ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში რა პროცესები ვითარდება...

- ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ იმაზეც, რომ თურქეთის და რუსეთის ბოლოდროინდელი დაახლოება ჩვენს რეგიონში საფრთხეს უფრო ზრდის...
- ამ ორი ქვეყნის დაახლოება მითია, რადგან რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას ფესვები წარსულში აქვს გადგმული და მათი დაახლოება წარმოუდგენელია. ავიღოთ, თუნდაც, სირიაში რაც ხდება... პუტინი და რუსეთი მხარს უჭერენ ასადს, თურქეთი და ერდოღანი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მის მმართველობას. რაც შეეხება კავკასიას,
არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ოდესმე ერთმანეთს დაემთხვევა. სხვა არის ის, რომ ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის, შესაძლოა, თემატური თანამშრომლობა შედგეს. სწორედ ამის ნიმუში გახლავთ ე.წ. სამხრეთის ნაკადი.

იხილეთ სრულად: "სასაცილოა - ხმა ჩვენ მოგვეცით, ჩვენსავით მოძალადეები რომ არ გახდნენო..."
ირაკლი ქუთაისელი
30 ოქტომბერი 2016 12:03
თურქეთს აჭარა უნდა, სომხეთს ჯავახეთი, აზერბაიჯანს, ბორჩალოს რომ ეძახიან, ქვემო ქართლი. რუუუუსეთს მთლიანად საქართველო. რა თეორიებს აყალიბებთ, საშველი მარტო სამხედრო ძლიერებაშია. ამაზე უნდა ვიქრობდეთ და არა იმაზე რანაირად ავაცილოთ სამხედრო სამსახური ახალგაზდებს. იურისტ-ეკონომისტის დიპლომს არც ერთი მტრის მოგერიება არ შეუძლია.
PENSİONERİd
29 ოქტომბერი 2016 17:39
დიდი ხანია გავყვირივარ. რუსი შეიძლება არ გიყვარდეს მაგრამ ის თუ გვიხსნის ყველანაირი ურჯულოსაგან. კეთილმეზობლობა უნდა აღსდგეს. ნუ უყურებთ მოხტუნავე ნაცხროვას. სააკაშვილი რომ დაბრუნდეს ისევ 2008 წელი დაბრუნდება და ეგრევე ჩგვაბარებს თურქებს.
qutaiseli
28 ოქტომბერი 2016 17:53
მართლა მყვირალა კგბშნიკი გაიჩითა საიტზე ეტყობა კარგადაა დავერბოვკებული და ქართულადაც რო გამართულად აწერიებენ.დდ წადი ბიძიკო საქმე ნახე რა.ეგარი ცუდი რუსებს ზრდილობა არუსწავლებიათ ამისთვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?