"კვირიკაშვილმა მოკლე ხანში უნდა მოახერხოს და გუნდის რეალურ მმართველად იქცეს, თორემ…"
31-10-2016
"კვირიკაშვილმა მოკლე ხანში უნდა მოახერხოს და გუნდის რეალურ მმართველად იქცეს, თორემ…"
"ოცნებაში" სამი-ოთხი დაჯგუფებაა, რომელიც მაღალი თანამდებობის მისაღებად ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზადაა...

მთავრობა მინისტრთა კაბინეტის ოპტიმიზაციას აანონსებს, თუმცა­, რომელი სამინისტრო საჭიროებს ფუნქციების შეკვეცას­ ან გაერთიანებას, ამ კითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი­ პასუხობს:

- მთავარი ამოცანა ეფექტიანი მმართველობის ჩამ­ოყალიბებაა. ერთჯერად სამინის­ტროდ მივიჩნევ დევნილთა, ევროინტეგრაციის, შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროებს, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდ­ო­ბის სამინისტროს, რომლის სახე­ლ­წოდებაც კი არაადეკვატურია. ამ სამინისტროების ფუნქციების დეპარტამენტების დონეზე განხილვა აუცილებელია. ვფიქრობ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინი­სტრო უნდა დაიშალოს - სპორტის ნაწილი
კულტურის სამინისტროს მიუერთდეს, მეორე ნახევარი კი - განათლების სამინისტროს. ევროინტეგ­რაციისა და დიასპორის სამინისტროები საგ­არეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდეს. რატომ უნდა წყდებოდეს მინისტრის დონეზე ევროინტეგრაციის საკითხები, როდესაც ამ მიმართულებით მუშაობა საგარეო საქმეთა მინისტრს უწევს?
მმართველი გუნდი არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ქვეყნის ეფექტიანად მართვისთვის არის აუცილებელი.
გაბერილი შტატები ქვეყანას დიდ ტვირთად აწევს.

- ამ ლოგიკით, გარემოს დაცვის სამინისტროც ენერგეტიკის სამინისტრ­ოსთან უნდა გაერთიანდეს. რამდენი სამინისტრო სჭირდება ქვეყანას ეფექტიანი მმართველობისთვის?

- გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფერო, კარგი გაგებით, ერთმანეთის ოპონენტები არიან. გარემოს დაბინძურება სწორედ ენერგეტიკული პროექტებით ხდება. შესაბამისად, ერთ ვერტიკალში ამ ორი უწყების მოქცევა, არასწორია, ინტერესთა კონფლიქტს მივიღებთ. თუ ენერგეტიკის მინისტრის ფუნქციებში გარემოს დაცვის კურატორობაც შევა, ეს მხოლოდ ფორმალურ სახეს მიიღებს.

- უკვე დაანონსდა­ მთავრობის­ ოპტიმიზაცია, თუმცა, როდესაც სახ­ელმწიფო ერთ-ერთ მთავარ დამსაქმ­ებლად აღიქმება, მმართველი გუნდი­ ადმინისტრაცი­ულ რესურსს შეელევა­ და კადრებს­ გაცხრილავს?

- საჯარო სექტორი რომ მთავარი დამსაქმებელია, სწორედ ეს არის უბედურება. ევროპულ ქვეყანაში მთავარი დამსაქმებელი­ კერძო სექტორია. შვეიცარიას ხუთი მინისტრი ჰყავს, რომლებიც­ ველოსიპედებით დადიან. სამეურნეო საქმიანობაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ჩვენს სამინი­სტროებს კი სწორედ ეს ფუნქცია აქვთ შეთავსებული. სამინისტრო მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელი უნდა იყოს, ჩვენთან კი მთავრობამ სოციალური დანიშნულება მიიღო. საჯარო სექტორი საარჩევნო ბეღ­ლად იქცა ხელისუფლებისთვის. ასეთ ვითარებაში ეკონომიკური პროცესიც ვერ გაჯანსაღდება. ოპტიმიზაციის პარალელურად, მთავრობის გადახალისებაც უნდა დაიწყოს. ჩემი ინფორმაციით, ამ მიმართულებით "ქართულ ოცნებაში" ქაოსია.

პარტიაში ბევრი ამბიციური ადამიანია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გიორგი კვირიკაშვილზე არანაკლებ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. სულ სამი-ოთხი დაჯგუფებაა, რომელიც მაღალი თანამდებობის მისაღებად ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმე­ლად მზადაა. კვირიკაშვილმა უახლოეს პერიოდში უნდა მოახერ­ხოს, რომ გუნდის რეალურ მმართველად იქცეს. სხვათა შორის, კალაძე საკმაოდ ამბიციურ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, აქვს ამბიცია, რომ წინ წავიდეს - ენერგეტიკის სამინისტროში მისი დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება.

- პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელოს.

- ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ყოფილი პრემიერი პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატურად განიხილებოდეს. ვფიქრობ, კალაძის ამბიციურობიდან და განვითარების დინამიკი­დან გამომდინარე, სწორედ ის აკეთებს გათვლას ქვეყნის პრეზიდენტობაზე. ამ საკითხზე "ქართულ ოცნებაში" დიდი ფაციფუცია. ასეთ ქაოსურ ვითარებაში ხდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაც - თუ ლოგიკას მივყვებით, დავით უსუფაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

რუსუდან შელია
ME1
06 ნოემბერი 2016 03:38
კარგით რა, კვირიკაშვილი არის ყოფილი მოქალაქეთა კავშირელი, კარიერისტი ნებისმიერ ფასდ და თან ფულის ძალიან დიდი მოყვრული, რა საქართველო და სამშობლო, ფულია მაგის ყველაფერი...
People
05 ნოემბერი 2016 17:50
ამ ხუხაშვილის არაფერი დამეჯერება, თან ჭრის თან კერავს, თავისი ინტერესები აქვს.
ia
04 ნოემბერი 2016 13:49
კინგრესში ყველა ლობისტები არიან გარკვეული ჯგუფების, ესაა რეალობა.ევროპასთან შედარება სასაცილოა, მაშინ როცა საექსპორტოდ ღვინო და თხილი გვაქვს.თუ დახმარება უნდა დასავლეთს შემოიტანოს ინვესტიციები,გადმოიტანოს საწარმოები ჩვენს ქვეყანაში,როგორც სინგაპურში გააკეთეს. ამის გარეშე ფეხზე ვერ დავდგებიტ.არ აკეთებენ -რუსეთის გამო.როდის რა მოუფრენს პუტინს თავში - და ზარალი არავის უნდა.

რედაქტორის რჩევით