"ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო"
31-10-2016
"ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო"
ჰპირდებიან თუ არა "თავისუ­ფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობებს? რატომ გამოაცხადეს მათ "ნაცმოძრაობა" მთავარ საფრთხედ, "კვირის პალიტრას" ზურაბ აბაშიძე ესაუბრა,­ რომე­ლმაც "თავისუფალი დემოკრატები" ვიქტორ დოლიძესთან, დავით ონოფრიშვილსა და სხვებთან ერთად 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა.

- "ნაცმოძრაობა" ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და წარმოადგენს. სააკაშვილი ყოველთვის მზად არის რევოლუციისთვის, რათა ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. მე ქვეყნისთვის საფრთხედ ეს მიმაჩნია და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა. საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, რასაც სწორედ
საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება.

- შეცდომად აფასებთ, რომ წი­ნა­სა­არჩევნოდ "თავისუფალი დემო­კრა­ტების" რიტორიკა "ნაცმოძრაობის" სა­წინააღმდეგოდ არ იყო მიმართუ­ლი?

- "თავისუფალ დემოკრატებს"­ "ნაცმოძრაობასთან" კავშირი არ ჰქონიათ. მე და ჩემი მეგობრები კი ვამბობდით, რომ
"ნაცმოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში არ შეიძლებოდა. ვამბობდით იმასაც, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაპირებები სათანადოდ ვერ შეასრულა. ფაქტია,
ასეთმა კამპანიამ ჩვენს სასარგებლოდ ვერ იმუშავა.

- ხომ არ ნანობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნებაც" გააკრიტიკეთ?

- ვაკრიტიკებდით "ქართულ ოცნებას", რადგან ოპოზიც­იაში ვიყავით და ელექტორატს ჩვენში ალტერნატიული ძალა დაენახა.

- ამბობენ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები მაღალ თანამდებობებს მიიღებენ...

- თანამდებობა რომ მნდომოდა, არ წავიდოდი ოპოზიციაში და დღესაც ვიქნებოდი ვიცე-სპიკერი. ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო და ამის გამო პასუხი მოეთხოვებათ.
დღეს თუ ჩავთვალე, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა დავუჭირო მხარი, ეს ძალ­იან ლოგიკურია, რადგან ეს ის ძალაა, რომელთან ერთადაც ქარტეხილები გამოვიარე.

"ქართულმა ოცნებამ" ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ არა ფატალური!


- "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული პერსონების თქმით, ირაკლი ალასანიას ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. თუ ასე იყო, ალასანია რომ დათანხმებულიყო, მიიღებდნენ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში ადგილებს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი თანამდებობებს?

- ასეთი შეთავაზება არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ზოგს უნდა, საკუთარი ფანტაზია საზოგადოებას რეალობად მიასაღოს.

- თუმცა, თქვენი წამოსვლა პარტიიდან და შემდეგ ამომრჩევლისთვის­ მოწოდება, მხარი "ქართული ოცნების"­ კანდიდატებს დაუჭირონ, ზოგმა­ ბოდიშის მოხდად შეაფასა.­

- ჩვენს განცხადებებს ბევრი დადებითად შეხვდა. ჩემი პირველი­ არჩევანი იყო "თავისუფალი დემოკრატები", მეორე - "ქართული ოცნება". ასე იყო და ასევე დარჩა!

- თვლით, რომ სახელისუფლებო ძალას არჩევნები არ გაუყალბებია?

- ხარვეზებით ჩატარდა, მაგ­რამ გაყალბება არ ყოფილა. საზოგადოებამ გადაწყვეტილება მიიღო, საერთაშორისო თანამეგობრობამ შედეგები აღიარა... ისე კი ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ.

"ბინძურ გარიგებებში მონაწილეებს პარტიის დატოვება მოუწევთ"


არჩევნების მეორე ტურის წინ "თავისუფალმა დემოკრატებმა" 400-მდე კომისიის წევრი გამოიწვიეს. რა გახდა ამის მიზეზი, "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე საუბრობს: - იმ საარჩევნო ოლქებიდან, სადაც მეორე ტური ტარდებოდა, 385 კომისიის წევრი გამოვიწვიეთ. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ მეორე ტურზე ვინმეს "ქართული ოცნების" ან "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ჩვენი სახელი არ გამოეყენებინა.
სამწუხაროდ, 8 ოქტომბრის არჩევ­ნებზე ჩვენსავე კომისიის წევრებს, როგორც სახელმწიფო ძალასთან, ისე "ნაცმოძრაობასთან", გარიგებ­ები ჰქონდათ. თუმცა დასაბუთებას დრო სჭირდება. მათ, ვინც ბინძურ გარიგებებში მონაწ­ილ­ეობდა, პარტიის დატოვება მოუწევთ.

- ჭიათურაში, სადაც "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი მეორე ტურშიც მონაწილეობდა, კომისიის­ წევრები არ გამოიწვიეთ, რატომ?

- ჭიათურიდან არავინ გამოგვიწვევია, მხოლოდ ერთი შევცვალეთ და უბნებზე ჩვენი წარმომადგენლები დავამატეთ.

- ჭიათურაში არჩევნების მეორე­ ტურს დამკვირვებლის სტატუსით ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. რა გახდა ამის მიზეზი?

- ჩვენს კანდიდატს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. გადავწყვიტეთ, თავად გაგვეკონტროლებინა პროცესი და ყოველი დარღვევის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლისთვის მიგვეწვდინა ხმა. მოქალაქე ამბობდა, მეუბნე­ბოდნენ, "თავისუფალი დემოკრატების" წევრს თუ ხმას მისცემ, სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო. ვიცი, სკოლის დირექტორები წინასწარ აღრიცხავდნენ, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა მასწავლებლებს.

- "თავისუფალი დემოკრატების" ყო­ფილმა წევრებმა ამომრჩეველს მოუწოდეს, რომ ჭიათურაში - თქვენს, ხოლო სხვა ოლქებში "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

- ისინი "თავისუფალი დემოკრატების" წევრები აღარ არიან და შეფასებისგან თავს შევიკავებ.

ეკა ასათიანი
gago
04 ნოემბერი 2016 11:30
yvelam rom Tavisi fasi icodes, yvelam rom Tavisi fasi gaigos!
bevri imaTgani- iqneba dafiqrdes, da erTi ki ara da ori qva aiRos,
*
maia
04 ნოემბერი 2016 10:29
რატომ უნდა დაურიგდედთ თანამდებობები არ მესმის, თუ უნდოდათ იყვნენ რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არ უნდოდათ და გადადგენენ მაგათ გარდა მცოდნე ხალხი არ მოიძებნება საქართველოში? 5% ვერ გადალახეს ე.ი აღარ უნდა ხალხს მაგათი "გაკეთებული საქმე"

რედაქტორის რჩევით