"კონსტიტუციაში­ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია"
31-10-2016
"კონსტიტუციაში­ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია"
გახდება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე

არჩევნები 2016 საქართველოში დასრულებულია - მმართველი­ გუნდი კი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ემზადება. როგორ აფასებს არჩევნების შედეგებს და რა კორექტივებს უნდა ველოდოთ კანონმდებლობაში, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს:

- საერთაშორისო და ადგილ­ობრივმა ორგანიზაციებმა არჩე­­ვ­ნ­ების შედეგები სამართლიანად­ შეაფასეს. შედეგით კმაყოფილი ვართ,­ აბსოლუტურ უმრავლესობას­ ვაანონსებდით და ამ შედე­გსაც მივაღწიეთ...

- ცოტა დაგვაკლდა 50%-იან მაჩვენებლამდე, თუმცა ამოცანა­ იყო, ყოველ მეორე ამომრჩეველს­ ჩვენთვის მოეცა ხმა, ეს მიღწეულია.­

- "ნაცმოძრაობამ" საარჩევნო­ უბნებზე დარღვე­ვების ამსახველი­ ვიდეომასალები­ გამოაქვეყნა...

- ხარვეზები ნებისმიერ არჩევნებზეა. მთავარია, ისეთი­ დარღვევა არ დაფიქსირებულა, რასაც შედეგსა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა შეეძლო. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, "ნაცმოძრაობამ" დამონტაჟებული ვიდეომასალა გაავრცელა.

- ფირებში დაფიქსირებული დარღვევებია არარეალური?

- სერიოზულ დარღვევაზე საუბრის საფუძველი ოპოზიციას არა აქვს.
ასეთ შემთხვევაში ისინი უბნებზევე დაწერდნენ საჩივრებს.
ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომელიც ქვეყანაში არსებულ განწყობას ასახავს. ეს არჩევნებამდე ობიექტური სოციოლოგიური კვლევებითაც ფიქსირდებოდა. ვამბობდ­ით, რომ რამდენიმე პარტია ბარი­ერთან ახლოს იყო, პარლამენტში შესვლა კი გარანტირებული მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა...

- ანუ იცოდით, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლი­კელები" პარლამენტს გარეთ დარჩებოდნენ, "პატრიოტთა ალიანსი"­ კი ფრაქციით იქნებოდა წარმოდგენილი?

- პლურალიზმის უზრუნვე­ლსაყოფად ოთხი-ხუთი პარტიის ხილვა კარგი იქნებოდა, თუმცა პარტიების ბედს მხოლოდ ამომრჩეველი წყვეტს. მომავალ პარლამენტში პარტიული სისტემის კონსოლიდაცია ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება, განსაკუთრებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც მუდმივად რადიკალიზმისკენ გადახრას ცდილობს.

- დავით უსუფაშვილის გან­ცხა­დებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველ­აფერი გააკეთა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული არ ყოფილიყო და მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღო.

- გაუგებარია, უსუფაშვილი რას გულისხმობდა... წინასაარჩევნოდ პროცესების პოლარიზება ჩვენი კი არა, "ნაცმოძრაობის" პიარ-ს­ტრატეგია გახლდათ. ამას ემსახურებოდა მათი ნეგატიური კამპანიაც, განსაკუთრებით, სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება.

- სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას­ მმართველი გუნდიც აანონსებდა.

- შეუძლებელია, სიძულვილის­ ენას მწვავედვე არ უპასუხო. ამან პოლიტიკური პოლარიზაცია გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო ორი მთავარი ძალის გამოკვეთას. სწორედ ამ პროცესმა განაპირობა სხვა პარტიების შანსის შემცირებაც.

- როგორ ემზადებით მომავალი პარლამენტისთვის და რა ცვლილებები გაქვთ უკვე განსაზღვრული?

- ჩვენთვის მთავარი პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის მოპოვება გახლდათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება განვიხილ­ოთ­ როგორც გამოწვევა დემოკრატიული განვითარებისთვის.
არსებული კონსტიტუცია კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე­ პრინციპებს არ შეესაბამება. სააკა­შვილმა ჯერ 2004 წელს მოირგო­ კონსტიტუცია, შექმნა სუპერსაპრ­ეზიდენტო სისტემა, ძლიერი პრ­ეზიდენტითა და სუსტი პარლა­მე­ნტით, მას შემდეგ კი, რაც ძალ­აუ­ფლების შენარჩუნება პრემიერ-მინ­ისტრის პოსტიდან დაგეგმა,­ ისევ საკუთარ თავს მოარგო ცვლი­ლებები. დღეს კონსტიტუციაში­ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია, ჩვენი ამოცანა სწორედ მისი დახვეწაა.

- რა იგულისხმება დახვეწაში?

- კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი სუსტი ინსტიტუციაა­ და კონკრეტული ნორმებია შესაცვ­ლელი. მაგალითად, 81-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს უნდობ­ლობის პროცედურას და პარლამ­ენტს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შედარებით ასუსტებს. გას­ამიჯნია გარკვეული კომპე­ტენციები, რაც თუნდაც ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისას ვიხილეთ...

- ანუ პარლამენტის უფლებები­ გასაძლიერებელი, პრეზიდენტის ფუნქციები კი კიდევ უფრო შესაზღუდია?­

- მთავარია, რა ტიპის მმართ­ველობის ფორმა­ გვინდა. სამი ძირითადი სისტემა არსებობს: საპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდ­ენტო და საპრეზიდენტო. დღეს საპარლამენტო სისტემაში ვცხოვრ­ობთ და ვფიქრობ, ამ ფორმას მომავალშიც შევინარჩუნებთ. თუ პრეზიდენტის უფლებების­ გაფარ­თოებაზე­ ვიმსჯელებთ, ეს საპრეზ­იდენტო სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. გრძელვადიან პერსპექტი­ვაში უნდა დავინახოთ, რომელი სისტემაა ყველაზე კარგი.

- რა გეგმები აქვს გუნდს მომავალ პრეზიდენტზე, ის ხალხმა უნდა აირჩიოს თუ პარლამენტმა?

- წინასწარ არც ერთი გადა­წყვეტილება არ მიგვიღია. ამ საკითხებზე მსჯელობაა აუცილებელი.­

- პარლამენტის თავმჯდომარედ თქვენი კანდიდატურა განიხილება, ამას პარტიის ნაწილიც არ უარყოფს.

- შესაძლოა, ვიღაცებს ჩვენთვის პოზიციები მოაზრებული აქვთ, თუმცა ამ საკითხზე გუნდში საუბარი ჯერ არ ყოფილა.

- თქვენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხართ და პოზიციები ვინ "ვიღაცებმა" უნდა შეგირჩიოთ?

- პარტიას ჰყავს­ თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო და ა.შ. კანდიდატურებზე გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით