როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი
31-10-2016
როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი
"პრეზიდენტს, რომელსაც მხოლოდ ლენტების გაჭრისა და გვირგვინების მიტანის ფუნქცია დარჩა, ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია არ სჭირდება"

მმართველი გუნდის წევრები და ექსპერტთა დიდი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პროგნოზირებს. ცვლილება სავარაუდოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც შეეხება. ალბათ, დაისმება საკითხი - პრეზიდენტი, რომელსაც მინიმალური უფლებამოსილება აქვს, უნდა ირჩეოდეს თუ არა პირდაპირი წესით. "კვირის პალიტრას" ექსპერტები ესაუბრნენ.

"ავტორიტეტი დიდ როლს თამაშობს"


ავთანდილ დემეტრაშვილი, კონსტიტუციონალისტი: "კონსტიტუციაში ყველაფერი შესანიშნავად არის გაწერილი. პრეზიდენტი­ მშვიდობიან პერიოდში არის აქტი­ური არბიტრი, საგანგებო და განსაკუთრებით
საომარი მოქმედების დროს კი ერთპიროვნული მმართველი, რაც სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის დანიშნულებას დემოკრატიულ სახელმწიფოში. ერთადერთი, რისი შეცვლაც დასაშვებად მიმაჩნია, არის პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებული ვეტოს უფლება. მოგეხსენებათ, როდესაც პარლამენტი მთავრობის ფორმირებასა და გადაყენებას ვერ ახერხებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს. პრეზიდენტის დღევანდელ სტატუსს ასეთი ვეტოს უფლება არ
შეესაბამება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის მნიშვნელობა დიდია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პარლამენტში­ ერთ პარტიას საკონსტიტუციო უმრ­ავლესობა აქვს. თუმცა არბიტრის როლის შესრულებისას მას მაინც ავტორიტეტი უნდა დაეხმ­აროს. პრეზიდენტს არ შეუძლია გააუქმოს მთავრობის ან პარლამენტის აქტი, მაგრამ აქვს უფლება,­ მიმართოს საკონსტიტუციო სასამ­ართლოს, შეტყობინებითი ხასია­თის ვეტო გამოიყენოს, მოხსენე­ბით წარდგეს. თუმცა, როგორც გითხარით, ავტორიტეტი უფრო დიდ როლს თამაშობს, პრეზიდენტ მარგველაშვილის ვეტო კი მხოლოდ ერთხელ გაიზიარეს...

საჭიროა კონსტიტუციის მეორე მუხლის რეალიზაციაც, რომე­ლიც მესამე პუნქტით ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიული­ მოწყობა კონსტიტუციური კანო­ნით უნდა განისაზღვროს, კონსტიტუციაში კი ტერიტორიულ მოწყობაზე ნათქვამი არაფერია. უმჯობესია, ჯერ კონსტიტუციაში­ ტერიტორიული მოწყობა განისაზღვროს, შემდეგ კი ამით საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. ასევე, კონსტიტუციის მე-4 მუხლი გვეუბნება, რომ საქართველოს პარლამენტი ორპალ­ატიანი უნდა იყოს და ამის გაშლა კარგი იქნება. თუ ეს მოხერხდა, 2020 წლისთვის ავირჩევთ ორპალატიან პარლამენტს, სადაც ქვედა პალატა იქნება რესპუბლიკის საბჭო, ზედა - სენატი. სენატი იქნება ქუთაისში, რადგან ის ტერიტორიული წარმომადგენლობითი ორგანოა, ხოლო რესპუბლიკის საბჭო - თბილისში. პირადად, მიმაჩნია, რომ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს".

"პირდაპირი წესით არ უნდა აირჩიონ!"


ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:
- ჩვენისთანა ქვეყანაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა აირჩიონ. მიზეზს ძალიან მარტივად ჩამოვაყალიბებ: საქართველოში ამომრჩეველს ძნელად წარმოუდგენია, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტმა საარ­ჩევნო და­პირებები არ გასცეს. ამიტომ, როცა კამპანია დაიწყება, პრეზიდენტი აუცილებლად გასცემს­ დაპირებებს, რომლის აღსრულების­ მექანიზმი მის ხელში არ არის. არ უნდა ვაიძულოთ ­პრეზიდენტი, მოსახლეობასთან იცრუოს. მეორე არგუმენტი ის არის, რომ შეზღუდული უფლებამოსილებების მქონე პრეზიდენტს, რომელსაც რეალურად ლენტების გაჭრის და გვირგვინების მიტანის ფუნქცია დარჩა, ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია არ სჭირდება. რატომ? შესაძლოა, ამან უფრო დიდ უფლებებზე გაუჩინოს პრეტენზია, რომელიც კონსტიტუციით არა აქვს განსაზღვრული, შედეგად, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრს და­უ­პირისპირდეს, ეს კი ქვეყნისთ­ვის არ ივარგებს. საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნებში იშვიათად ნახავთ პრეზიდენტს, რომ­ე­ლიც 60 წელს გადაცილებული არ არის. მას ნაკლებად­ გაუჩნდება პრემიერ-მინისტრობის სურვილი. მისი მწვერვალი პრეზიდენტობაა. ახალგაზრდა კაცს კი, რომელსაც კონსტიტუციით უფლებამოსილებები შეზღუდული აქვს, შეუძლია საკუთარი პოსტი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად გამო­იყენოს, რაც მის პრეზიდენტობის არსს და ფუნქციას ეწინააღმდეგება. ამასთან, ჩვენ რეალურად არც საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, უფრო ნახევრად საპრეზიდენტოს ვგავართ, თუმცა კანონმდებლობით ბევრი რამ დასახვეწია და კონსტიტუციაც უნდა დაიხვეწოს.

- პირდაპირი წესით თუ არა, მაშ როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი?

- ვერ გავამართლებ იმას, თუ პრეზიდენტს საკონსტიტუციო­ უმრავლესობის მქონე ერთი პარტია აირჩევს. ასეთ შემთხვევაში­ მხოლოდ ერთი პარტიის პრე­ზ­იდენტი გვეყოლება. იქნებ სჯობია,­ ის არა მხოლოდ პარლამენტმა, თვითმმართველობის ორგანოებმაც აირჩიონ? საჭიროა, კონსტ­იტუციაში განისაზღვროს, რომ ერთ პარტიას პრეზიდენტის არჩ­ევის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
შესაძლოა, კონსტიტუციაში ასეთი განმარტებაც ჩაიწეროს - პრეზიდენტი როგორც საპარლამენტო, ისე ოპოზიციის უმრავლესობამ ერთად აირჩიოს.
კარგი იქნება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც­ პრეზიდენტისთვის ახალი უფლებამოსილებების დაწესების მექან­იზმებს შეიმუშავებს. თუ ასე არ მოხდა,­ ვერც პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ბიუჯეტი განისაზღვრება სწორად და ვერც მივხვდებით, რას აკეთებს პრეზიდენტი და რა თანხები სჭირდება.

"პრეზიდენტი საკონსტიტუციო უმრავლესობის ასარჩევი რომ გახდეს, საფრთხეს ვერ ვხედავ"


მინდია უგრეხელიძე, სამართალმცოდნე:
"თავის დროზე არ უნდა მიგვეცა პრეზიდენტისთვის ასეთი დიდი ლეგიტიმაცია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდიოდით. ახლა არც საპა­რლამენტო რესპუბლიკა ვართ, აღარც საპრეზიდენტო...
ვერც იმაში ვხედავ საფრთხეს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო უმრავლესობის ასარჩევი გახდეს, ვინა­იდან ამ უმრავლესობას თავად ხალხი ირჩევს.

დავუშვათ, მხოლოდ ერთი პარტია შევიდა პარლამენტში, ვის დარჩება­ პრეზიდენტის არჩევის უფლება? ამიტომ კონსტიტუციაში გაუგებარი რაღაცები არ უნდა ჩაიწეროს. ისიც ცხადია, რომ კონსტიტუციას ცვლილებები­ სჭირდება, რათა რაღაცები შესაბამისობაში მოვიდეს.
პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის დანახარჯები სოლიდურია. თუკი პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია და ბევრს არაფერს აკეთებს, მაშინ ეს მდგომარეობა დანახარჯებს ხომ უნდა შეესაბამებოდეს? ყოველი ხარჯი­ უნდა გაიზომოს. მაგალითად, იტალიის პრეზიდ­ენტს დანახარჯი თითქმის არა აქვს, სხვა ქვეყნებშიც (სადაც პრე­ზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია) ძალიან მცირეა...

პრეზიდენტს ხარჯების გამო უსაყვედურეს


თავის დროზე, სალაპარაკო გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯები. გასული წლის შვიდთვიან პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 7 ავტომობილი ახლით შეცვალა, ფასთა სხვაობამ კი 108.000 ლარი შეადგინა მაშინ, როცა იმავე პერიოდში მთავრობას ერთი ავტომობილიც არ შეუცვლია. არცთუ უმნიშვნელოა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო და როუმინგის ხარჯებიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო­ ხარჯი 104.252 ლარს შეადგენდა. იმავე პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი 184.134 ლარი იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის როუმინგის ხარჯი 16.720 ლარი გახლდათ, მთავრობის კი - 21.049 ლარი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები