"სააკაშვილი პარტიის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს!"
14-11-2016
"სააკაშვილი პარტიის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს!"
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" ლიდერების ნაწილს ემიჯნება და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს:

"რაღაცებს აქვეყნებენ, თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებსა და აქტივისტებს, ვინც გადაგვაკვდა და გადააკვდა თავს საქართველოს საქმეს. დაიწყეს უაზრო ლაპარაკი - სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. რა შუაშია სააკაშვილი და რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რამეზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება. ვურჩევდი, არ წასულიყვნენ მეორე
ტურზე, რადგან ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა, მაგრამ ერთ მანდატს მაინც წავგლეჯთო, თუმცა მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი - ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო დემორალიზება".

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე ელენე ხოშტარია აცხადებს, მოსწონს თუ არა
სააკაშვილს, ის პარტიის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს:
- სააკაშვილს სურდა მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიგვეღო, რადგან არჩევნებზე არაერთ უსამართლობას წავაწყდით - ეს განცდა ამომრჩევლებშიც არსებობდა.­ მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლის საკითხზე ყველა არგუმენტი მოვისმინეთ, თუმცა საბოლოოდ, ვფიქრობ, ქვეყნისთვის ყველაზე სწორ გადაწყვეტილებამდე მივედით - ვიბრძოლოთ როგორც პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთაც დემოკრატიული ჩარჩოების ფარგლებში. კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა რეალობა მივიღეთ არჩევნების შემდეგ - ივანიშვილმა ყველა ოპოზიციური პარტიის ასპარეზიდან გაქრობა მოახერხა, რამაც ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააათმაგა. ჩვენ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა იმ საფრთხეებს, რაც თუნდაც მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობისა და არაფორმალური მმართველობის პირობებში გველოდება.

- არის თუ არა პარტია დაშლის ზღვარზე, ან როგორ წარმოგიდგენიათ ამ საჯარო კონფლიქტის შემდეგ ერთობლივი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება?

- პარტია დაშლის ზღვარზე ნამდვილად არ არის, ეს დემოკრატიული ჯანსაღი პროცესია და ხაზგასმით ვაცხადებ - ვამაყობ, რომ ვარ იმ პარტიის წევრი, სადაც არის აზრთა სხვადასხვაობა და სადაც სწორედ ამ გზით შეგვიძლია საერთო პოზიციაზე შეჯერება. ჩვენ ვართ ცოცხალი პარტია, მეტიც, იმ მხარდამჭერებისაც კარგად მესმის, რომლებიც პარლამენტში შესვლის გამო უკმაყოფილო არიან. მათ უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი, თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ეს კამათის პროცესი განხეთქილებად და გარიგებებად მონათლოს. ამას კამპანიური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ჩვენი მიზანი ყველასთვის გასაგებია და ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება - შემდეგი არჩევნებისთვის ინტენსიურად მოვემზადებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობაც ისე გაიზრდება, რომ რეალობას ვერანაირი მანიპულაციებით ვერ შეცვლიან.

რუსუდან შელია
Mamuka
22 ნოემბერი 2016 17:32
Sasazilo kalia. Aba erti surenas aeobis periodshi amoego xma nazebidan vinmes mashinve faakrobdnen da esxvishtaria izaxis azrta sxvadasxvaoba ariso. Mo


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები