"ქართული ხელოვნება ნაგვით არის გადავსებული"
21-11-2016
"ქართული ხელოვნება ნაგვით არის გადავსებული"
"პაატა ბურჭულაძე ჰერბერტ ფონ კარაიანის გვერდით იდგა და დღეს არარაობა პოლიტიკოსებთან დგას!"

"რუსთავი 2" უკვე ცალკე სახელმწიფოა, თავიანთი მწერლებით, მომღერლებით, მსახიობებით... ამ არხზე რომ­ელიმე ხელოვანზე მაღალი დონის გადაცემა გინახავთ? ყველაფერი უგემოვნო მასხარაობაშია გადასული"


"ნიჭიერ ხალხს რა დალევს?! აუცილე­ბლად გამოჩნდებიან... გალაკტიონი, დავით კაკაბაძე, აკაკი ხორავა... ისევ გვექნება დიდი კულტურა! ოპერის თეატრის შენობა რომ არსებობს, გალერეებში რომ რაღაც გამოფენებია, პლატონ სამანიშვილის არ იყოს - "ამისთვისაც გმადლობ, უფალო!" - არტ-კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დავით
ანდრიაძე
ქვეყანაში კულტურის სფეროში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბრობს...

- 3 წელია რუსთაველის პრემია აღა­რ­ავისთვის მიუციათ... ბოლოს სააკაშვილმა­ ყველას კონკურსგარეშე ჩამოურიგა და რუსთაველის პრემია ისეთმა ხალხმა მიიღო,­ იმის შემდეგ საერთოდ უნდა გააუქმო! მაგ­ალითად, სახვით ხელოვნებაში მიიღო ქეთი მატაბელმა, არადა, მისი ნამუშევრები შეიძლება მხოლოდ ანგელინა გურგენიძის ხელგარჯილობის
სახელმძღვანელოში შევიდეს!­ ის აკადემიის რექტორის, გია გუგუშვილის მეუღლეა და არ ვიცი, რა დამსახურებისთ­ვის მიიღო პრემია! არანაირი პირადი ინტერესი არა მაქვს, უბრალოდ მებრალება, ასე ქურდულად რომ მიიღო პრემია, რომელიც თავის დროზე­ გენიალურმა­ მოქანდაკემ - ნიკოლოზ კანდელაკმა და აღიარებულმა მხატვარმა, ელენე ახვლედიანმა ვერ მიიღეს! სააკაშვილმა ასე მოიმადლიერა­ კარის ხელოვანები. კომუნისტებიც კი მეტად­ ფრთხილობდნენ, კომიტეტი ყველაფერს დეტალურად განიხილავდა და უმკაცრესად გასცემდAა პრემიას. ჭაბუა ამირეჯიბსაც კი არ მისცეს თავიდან რუსთაველის პრემია...

ახლა ყველაფერი გაადვილდა. ქვეყანაში თეატრი აღარ გვაქვს და არსებობს თეატრალური პრემია "დურუჯი".­ არსებობს მწერლების პრემია და როგ­ორც თამაზ ჭილაძემ თქვა, "რუსთავი 2"-ის ინკუბატორში გამოზრდილი მწერლები...საერთოდ, "რუსთავი 2" უკვე ცალკე სახელმწიფოა, თავიანთი მწერლებით, მომღერლებით, მსახიობებით... ამ არხზე ყველაფერი უგემოვნო მასხარაობაშია გადასული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გარკვეულ ფენაზე აქვთ გავლენა!.. ჩემს სტუდენტებს ვკითხე, ვინ იყო დავით კაკაბაძე-მეთქი და 160 სტუდენტიდან­ მხოლოდ ერთმა იცოდა. ერთმაც არ იცოდა­ ზურაბ ნიჟარაძე...

ყველაზე დიდი უბედურება­ ის არის, რომ ცენზურა აღარ არსებობს! ყოველდღე თბილისში დაახლოებით სამი-ოთხი გამოფენა იხსნება.­ მივლენ, ერთმანეთს აავსებენ ქება-დიდებით და ამასობაში ნაგვით გადაივსო ქართული ხელოვნება. ყოველი მეორე ხატავს, წერს, თან იყიდება ეს საშინელება. იოლი გახდა ხელოვნება და გემოვნებაც - შესაბამისი!
თეატრებშიც იგივე ხდება. შეხედეთ მარჯანი­შვილის თეატრს, წელიწადში, მგონი, 30 პრემიერაა. ასეთი რაოდენობა უკვე თავისთავად უხარისხობას ნიშნავს! რუსთაველის თეატრში საერთოდ აღარაფერი ხდება! რობერტ სტურუა დაბერდა და დაიღალა!
თეატრმა ახლა პარლამენტში, ქუჩაში, "რუსთავი 2"-ში გადაინაცვლა... ოპერა, როგ­ორც შენობა, არსებობს, თითქოს რაღაც სპექტაკლებიც მიდის, მაგრამ დღეს უფრო მეტად მუზეუმია, ვიდრე ოპერა. სიმბოლური კულტურის მუზეუმია!
პაატა ბურჭულაძე ჰერბერტ ფონ კარაიანის გვერდით იდგა და დღეს არარაობა პოლიტიკოსებთან დგას! ნინო ანანიაშვილმა საქა­რთველოში ბალეტი მეტ-ნაკლებად გადაარჩინა, მაგრამ ვერ მოახდენს ახალი იდეების აღზევებას ბალეტში... თუმცა მას უზარმაზარი სახელი აქვს მსოფლიოში და საქართველოშიც მოახერხა პატივსაცემ პიროვნებად დარჩენილიყო.

- სხვა ხელოვანები არ გაგონდებათ, ვისაც პატივს სცემთ?

- ჩემი ფავორიტია–ოთარ იოსელიანი.­ საქართველოდან წავიდა და სწორადაც მოიქცა. მან აჩვენა ინტელექტუალი ხელოვანის სახე, რომელიც არასოდეს გაყიდულა!­ ხომ გახსოვთ ცნობილი­ სიტყვები - "ხელმწიფეს ნავში არ უნდა ჩაუჯდეო" -
საქართველოში ძალიან ცოტა ხელოვანი დარჩა,­ ვინც თვითონ არ გაქცე­ულა ხელისუფალთან... ოთარ იოსელიანი რომ ჩამოდიოდა, ედუარდ შევარდნაძე საათობით ესაუბრებოდა... სააკაშვილთან ბუბა კიკაბიძე იყო დაახლოებული, აბა, ნოდარ ანდღულაძესა და რეზო გაბრიაძესთან ესაუბრა! ახლა ხელოვანი პარლამენტარები ბედნიერებისგან კანკალებენ, როდესაც რომელიღაც კომიტეტის თავმჯდომარე მათ მიმართ ყურადღებას გამოიჩენს. იბრძვიან, რომ როგ­ორმე ჩანდნენ... ასე იყო ყოველთვის. იოსებ­ ნონეშვილი ცოცხალი რომ იყო, მთელი საქართველო მის ლექსებს გაჰკიოდა. ახლა მისი პარტიული ლექსები არავის ახსოვს... არ იბრძოდნენ, მაგრამ ყველას ახსოვს ანა კალანდაძისა და მურმან ლებანიძის ლექსები­, ოთარ ჭილაძის შემოქმედება. ანუ რჩება ის, რაც მართლაც ღირებულია!

- ალბათ, კულტურის მინისტრისა და ხელისუფლებისთვისაც გაქვთ შენიშვნები...

- კულტურის მინისტრის თანამდებობაზე­ ისეთები უნდა ინიშნებოდნენ, თანამდებობაზე ყოფნის შემდეგაც რომ ივლიან ღონისძიებებზე. ჩვენთან არც დანიშვნამდე დადიან და არც მოხსნის შემდეგ... ერთადერთი ოთარ თაქთაქიშვილი იყო ღირსეული კულტურის მინისტრი, რომელიც დიდი კომპოზიტორიც გახლდათ... დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები კულტურულ ღონისძიებებზე მოვალეობის მოხდის მიზნით დადიან. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ხშირად დადის­, ეტყობა, აქვს ამის მოთხოვნილება! მისი ნახატების კოლექციაც მოწმობს, რომ ხელოვნება მისთვის სულერთი არ არის... სააკაშვილისთვის წამება იყო ეს. მახსოვს, ქუთაისობაზე დავით კაკაბაძის­ გამოფენაზე მოვიდა და საცოდავი, დაბნეული სახით იხედებოდა აქეთ-იქით. სახეზე ეწერა, აქ რა მინდა, რისთვის მოვედიო...
კომუნისტური მთავრობა ბევრად მაღალი გემოვნების ხალხით იყო დაკომპლექტებული და იცოდნენ კიდეც ყველაფრის ფასი!

- საიმედოს ვერაფერს ხედავთ?

- ცოტა ხანს უნდა დავისვენოთ და შევეგუოთ, რომ იქნება მარჯანიშვილის თეატრის მზესუმზირა სპექტაკლები, ქეთი დოლიძის ფესტივალები, საქართველოს მონაწილეობა ვითომ ბიენალეზე, მორეჟისორო ხალხის პატარა გამარჯვებები... ნიჭიერ ხალხს რა დალევს და აუცილებლად ისევ გამოჩნდებიან... გალაკტიონი, დავით კაკაბაძე, აკაკი ხორავა და გვექნება დიდი კულტურა... ოპტიმისტად ვრჩები! - ოპერის თეატრის შენობა რომ მაინც არსებობს, გალერეებში რომ რაღაც გამოფენებია, პლატონ სამანიშვილის არ იყოს - "ამისთვისაც გმადლობ, უფალო!"

მანანა გაბრიჭიძე
მეგი
25 ნოემბერი 2016 12:25
დიდგვაროვანი ხალხი სცენაზე გამოსვლას და მსახიობობას კი არა ტაშის დაკცრასაც არ კადრულობდნენ. მიაჩნდათ რომ მსახიობობა, ხალხის გართობა და მასხარაობა მასხარების და კომედიანტების საქმე იყო რომელთაც ხალხი უნდა გაერთო და ესიამოვნებინა. რუსთავი ორი სწორედ ასეთი მასხარებისგან შედგება. რომლებიც კი არ გვერთობენ, თავიც მოგვაბეზრეს, თავიანთი მარტივი და უნიჭო ვითომ ხუმრობებით. რას იზამ მასხარები არიან და მაგით შოულობენ ფულს.
ილია
25 ნოემბერი 2016 11:43
დიდი ხანია, ჩვენი თანამედროვე კულტურის ასეთი სწორი შეფასება არ წამიკითხავს.
გმადლობთ, მაესტრო!

რედაქტორის რჩევით