"სააკაშ­ვილი გრძნობს, რომ თავისივე­ პარტიას კარგავს... ამას ადრეც გრძნობდა და ბოკერიას­ გამყიდველს ეძახდა"
21-11-2016
"სააკაშ­ვილი გრძნობს, რომ თავისივე­ პარტიას კარგავს... ამას ადრეც გრძნობდა და ბოკერიას­ გამყიდველს ეძახდა"
"დღეს სააკაშვილი "ნაცმ­ოძრაობას" ეხვეწება, გთხოვთ, პარტიაში პოზიციებს ნუ დამაკარგვინებთო, მაგრამ გვიანია"

მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური­ მოძრაობის" ლიდერთა ნაწილის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადადის - ექსპრეზიდენტი მათ "თვითგამოცხადებულ ხელმძღვანელებს" თუ "სვეცკებს" უწოდებს­ და ეპითეტები არც ყოფილი თანაგუნდე­ლებისთვის ენანება. სააკაშვილის თქმით,­ "გირჩი" და გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პარტიაში ისედაც შესუსტებული ბერკეტების შენარჩუნებას, "კვირის პალიტრასთან" "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს:

- ფაქტია, "ნაციონალურ მოძრაობაში"­ სხვადასხვა ჯგუფს შორის
დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია - პარტია სწორედ იმ მიზეზით დავტოვე, რომ რამდენიმე ადამიანი გუნდის მართვას კულ­უარულად და უნამუსოდ ცდილობდა. სააკაშ­ვილი გრძნობს, რომ თავისივე­ პარტიას კარგავს, შესაძლოა, პოლიტიკურად განიარაღებული დარჩეს და ალბათ, ამით არის განპირობებული მისი განცხადებები ჩემი მისამართითაც. კარგი იქნება, საკუთარი შეცდ­ომები გააანალიზოს, მათ შორის მთავარი
- რატომ დაუშვა "ნაცმოძრაობაში" ვიწრო კლანის გაძლ­იერება, რისი შედეგიც არჩევნებზეც­ ვიხილეთ. პარტიამ საზო­გადოების მიზიდულობა აბსოლუტურად დაკარგა და ვერც ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანების საკუთარ ამომრჩევლად გარდაქმნა მოახერხა. ამაზე პარტიაში ყოფნისას ხშირად მიკამათია, თუმცა, გაცნობიერება არავის სურდა.

- თუ იმ გუნდის გაძლიერების წინააღმდეგი იყავით, ვისაც დღეს თავად სააკაშ­ვილიც ებრძვის, რატომ გიპირისპირდებათ თქვენ და "გირჩს" და ივანიშვილის პროექტს გიწოდებთ?

- გადამწყვეტ მომენტში ის ყოველთვის უკან იხევდა, არადა, ვუხსნიდი, რომ პროცესები სწორედ იმ სცენარით განვითარდებოდა პარტიაში, რისი მომსწრეც დღეს ვართ. ბოლო შეხვედრაზეც ვცდილობდი დამ­ერწმუნებინა, თუ ზომებს არ მიიღ­ებდა, თავისივე გუნდი პარტი­იდან მის გარიყვას შეეცდებოდა, ამას თავადაც გრძნობდა და ბოკერიას­ გამყიდველს ეძახდა - ასეც მოხდა. დღეს სააკაშვილი "ნაცმ­ოძრაობას" ეხვეწება, გთხოვთ, პარტიაში პოზიციებს ნუ დამაკარგვინებთო, მაგრამ გვიანია. თავიდ­ანვე მისი მოწინააღმდეგე­ები ბაქრაძე და ბოკერია იყვნენ, თუმცა მაშინ, როცა ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა და რეორგანიზაციაც­ უნდა გამოგვეცხადებინა, სოლიდარობას მაინც ბოკერია-ბაქრაძეს უცხადებდა... მინდოდა, გამარჯვებამდე ერთად მივსულიყავით, მაგრამ როცა მივხვდი, განახლების სურვილი არავის ჰქონდა და ყველა მხოლოდ გავლენის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე ფიქრობდა, წამოვედი.

- "ნაცმოძრაობა" ყრილობისთვის ემზადება,­ სადაც ახალი თავმჯდომარეც უნდა დასახელდეს. მთავარ კანდიდატად დავით ბაქრაძე სახელ­დება. თუ ყრილობამ სააკაშვილი თავმჯდომარის­ პოსტიდან გადაირჩია, სად რჩება­ მისი ადგილი?

- თუ მოვლენები ამ სცენარით განვი­თარდება, პარტიის საზოგადო­ებრივ მხარდაჭერაზე ლაპარაკი საბოლოოდ დასრულდება. შესაძლოა, ერთიანობის შენარჩუნება ფასადურად მაინც მოახერხონ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ურთიერთდაპირისპირებული ძალა იქნება. რაც შეეხება ბაქრაძეს, მისი თავმჯდომარედ არჩევა კატასტროფული­ მოვლენა იქნება. როდესაც წარსულის შეცდომებზე ლაპარაკობენ, ბაქრაძემ გაგვცეს პასუხი: თუ ვინმეს უნდა შეეკავებინა სააკაშვილის აღმასრულებელი ხელისუფლების მძლავრი ძალაუფლება, პარლამენტი გახლდათ, რა გააკეთა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ მათ წინააღმდეგ ან მცირედით გასანეიტრალებლად? დღეს სააკაშვილი ხედავს,­ რომ ჩემი პოზიცია სწორი იყო, თუმცა მისი აზრები უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მას ყრილობაზე რეგიონების­ იმედი აქვს. ვფიქრობ, პარტიული კლანი ამ ფლანგზეც დაამარცხებს...

- არაერთხელ ითქვა,­ რომ პარტიის მთავარი­ ფინან­სური­ წყარო სააკა­შვილი და კეზ­ერაშვილი არიან. სააკაშვი­ლის გარიყვით დამფინანსებლ­ის გარეშე ხომ არ დარჩებიან?

- დარ­წმუნებული ვარ, კეზერაშვილისა­ და ბოკერიას პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა...­ ასეთი ბიზნესმენები მხარს ყოვე­ლთვის ისეთ ლიდერებს უჭერენ, რომლებიც გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან, სააკაშვილი კი მარტივად სამართავი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება.

- გამოდის, ყრილობის შემდეგ სააკაშვილის­ პარტიიდან ოფიციალურად გარიყვის შემთხვევაში­ ის სრულიად მარტო რჩება?

- "ნაცმოძრაობაში" დღესაც ჰყავს მხარდამჭერები, თუმცა ვერ ბედავენ­ საჯაროდ გახმოვანებას. ამასთან, სააკა­შვილის ფლანგი საპარლამენტო­ სიაში ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გავლენის მოხდენის ბერკეტი აღარ გააჩნიათ. ამით არის განპირობებული მათი სიჩუმე. სააკაშვილი მარტო არ დარჩება, თუმცა ისიც მეეჭვება, მხარდამჭერების შენარჩუნება მოახერხოს.

- ამასობაში სააკაშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს. საქართველოში ექსტრადირების საკითხი დადგება?

- ევროპის კონვენციის ხელმომწერ უკრაინას არა აქვს უფლება, მას მოქალაქე­ობა­ ჩამოართვას, თუმცა სურვილის შემთ­ხვევაში კონკრეტული მექანიზმების გამონახვა შესაძლებელია. ვფიქრობ, სააკაშვილის ექსტრადირება გართულდება, თუმცა­ უკრაინაშიც არასტაბილური ვითარებაა, ამიტომ არავინ იცის, როგორ იქნება მისი პოლიტიკური მომავალი უკრაინაში.

რუსსუდან შელია
Desigual
26 ნოემბერი 2016 02:26
ოცნება ნულების გროვაა და მათგან წინსვლას არ ინდა ველოდოთ. სამოსნებო, დაანებეთ თავინილუზიებს, რომ თქვენნაირების სამართავია ეს ქვეყანა.
რა ჭკუა თქვენ მოგეკითხებათ, მაგრამ ის მაინც მოტვინეთ, რომ თუ ქვეყანა დაინგრევა, თქვენც მოყვებით ნანგრევებში.

დროა თქვენზე უკეთესებზე ბოღმიან სისინს მოეშვათ და სწორი პოზიცია დაიჭიროთ. ნუ აჰყევით ერთმანეთს საზანდარივით, ყველამ ვიცით, რომ მიშასთან და ნაცებთან ფეხი გისხლტით!
qartveli
25 ნოემბერი 2016 13:20
2016 წელს, არჩევნებისთვის მაცმოძრაობა სავარაუდოდ ელიავაზე 'დაშლილებში' უნდა ვეძებოთ
კოკა
25 ნოემბერი 2016 12:21
სამგიეროდ კიევში მიტინგს ატარებს.აშკარად გაჭედა....

რედაქტორის რჩევით