"...მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა"
28-11-2016
"...მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა"
"კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია"

"რასაც ცხოვრებაში მოგთხოვენ, ის უნდა მოგცეს სკოლამ და რასაც არ მოგთხოვენ, ის არ გჭირდება"


რა ტიპის რეფორმებს გვპირდება,­ უნდა წავაკითხოთ თუ არა ახალ თაობას­ ქართული ზღაპარი "კომბლე" და როდის წარუდგენს პარლამენტს ცვლილებებს, "კვირის პალიტრას" განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესაუბრა:

- პარლამენტმა განათლების მინისტრად­ უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დაგამტკიცათ. ამ დრომდე­ რატომ ვერ მოხერხდა უნივერსიტეტში სტუდენ­ტებთან შეთანხმების მიღწევა?

-
"აუდიტორია 115"-ის წევრებმა­ ახალი მოთხოვნები წამოაყენეს. ჩანს, არ არიან დაინტერესებული პროცესის დასრულებით და ამ მიზნით მოთხოვნებს გზადაგზა ცვლიან. თუმცა "აუდიტორია 115"-ის წევრები, რომლებსაც შევხვდი და ხედვები გავაცანი, დღეს კარის აჭედვას თუ მსგავს ექსტრემალურ ნაბიჯებს აღარ ეთანხმებიან, იციან, რომ პრემიერის დაპირებიდან ყველა პუნქტი დაძრულია.

- რაც
შეეხება მინისტრთა ახალ კაბინეტს­, იმ ფონზე, როდესაც თვისებრივად განახლებუ­ლი­ გუნდი ანონსდებოდა, მხოლოდ ეკონომიკური­ ნაწილის ცვლილება საკმარისი იყო? ე. წ. ძველი გუნდიდან ვინ რა პრინციპით დარჩა თანამდებობაზე?

- ჩემს დანიშვნაზე მარტივი პასუხი მაქვს - როდესაც განათლების მინისტრის პოსტი შემომთავაზეს, მაშინვე დავაზუსტეთ­ დეტალები - რა ვადით განიხილავდა პრემიერი მთავრობაში ჩემს მუშაობას. რამდენიმე წელზე შევთანხმდით.

- დავაზუსტებ - პრემიერთან მინისტრობის ვადებზე საუბრისას წელიც განისაზღვრა, რამდენი ხნით უნდა უხელმძღვანელოთ სისტემას?

- სიმართლე გითხრათ, ოთხ წელზე მეტხანს არ განვიხილავ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2020 წლის შემდეგ ყველაფერზე უარს ვიტყვი და გავიქცევი. სანამ ვიგრძნობ, რომ განათლების სისტემას ვჭირდები, უკან არ დავიხევ, თუმცა გარკვეულ ეტაპზე­ დგება მომენტი, როცა შენგან ახალი­ იდეები აღარ მოდის, ასეთ დროს უნდა წახვიდე.­ ვფიქრობ, 3-4 წელი მეყოფა რეფორმების პაკეტის სრულად ამუშავებისთვის. ნაკლებ დროში ბევრს ვერაფერს მოვასწრებ და მომიწევს, საქმეებს ბოლომდე მივყვე.

- სრული სახელისუფლებო ციკლის ჩამთავ­რებამდე ხელშეუხებლობის გარანტია მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ თქვენ გაქვთ, თუ ასეთი პრივილეგიებით სხვებიც სარგებლობენ?

- პრემიერის მხარდაჭერა რომ დავკარგო, ხვალვე წავალ. რეფორმები ჩემი კი არა, პრემიერის გეგმის­ ნაწილია. ჩემი მოსვლა პრემიერის ფაქტორმა და მასთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ განაპირობა. მანამდე მსგავსი შემოთავაზება 13-ჯერ მივიღე,­ თუმცა უარს ვამბობდი. რაც შეეხება მინისტრთა ახალ კაბინეტს, არსებული გადაჯგუფებით კმაყოფილი ვარ. მისასალმებელია, რომ არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებიც ახალ მთავრობაში ვერ მოხვდნენ, პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ დიდი ხნით ადრე იცოდნენ და ეს სიურპრიზი არ ყოფილა. მათ იმდენი საქმე გააკეთეს, ბევრი მუშაობა დამჭირდება, მათ ღვაწლს რომ გავუტოლდე.

- თუ ეს მინისტრები არაჩვეულებრივები იყვნენ, სხვებით რატომ ჩაანაცვლეს?

- მინისტრობა მძიმე შრომაა - ესტა­ფეტაში მოცურავეებიც კი ერთმანეთს ცვლ­იან. გადაღლის პრობლემაც შეიძლება არსებობდეს. მომწონდა წინა შემადგენლობაც და მომწონს ამჟამინდელიც.

- ინფრასტრუქტურის მინისტრის წარდგენის­ შემდეგ საზოგადოების ნაწილს კითხვა გაუჩნდა - თუ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდა, რატომ აწინაურებს პრემიერი ოპონენტი­ პარტიის შემომწირველს?..

- ზურაბ ალავ­იძის დანიშვნა ტექ­ნიკური­ საკითხია, ისევე­ როგორც განათლების მინისტრად ჯეჯელავ­ას შერჩევა, რადგან საკითხი­ დაისვა ასე - მასშტაბური და ამბ­იციური პროექტებისთვის გვჭირდება­ კარგი მენეჯერები.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ისეთ ამბიციურ გეგმებს,­ როგორიც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იგეგმება, ყველას შეუძლია ხელი მოაწეროს, ცდება. ისეთი მინისტრის პოვნა, რომელმაც მილიარდიანი­ ბიუჯეტით მოკლე ვადაში საოცრებები უნდა აკეთოს, რთულია, თანაც, თუ ადამიანს არაფერი დაუშავებია და სამუშაოდ არის განწყობილი, არ უნდა დავკარგოთ.

- ანუ, ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი ამბიციურ პროექტებს ვერ გაუძღვებოდნენ?

- ამბიციურს გაუძღვნენ კიდეც, მაგრამ დაიღალნენ - ადამიანები არიან და უსასრულო რესურსი არავის აქვს.

- ამ ლოგიკით, რატომ შეინარჩუნეს თანამდებობები იმ მინისტრებმა, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში გამოვცადეთ და მათ ჩავარდნილ რეფორმებსაც მივადევნეთ თვალი?

- ყველას თავისი გზა და სტილი აქვს. მინისტრობა მძიმე სამუშაოა. ისე, ჩერჩილმა­ თქვა, ხელისუფლება (მინისტრებზეც­ შეგვიძლია ვიგულისხმოთ) ხან უკეთესით შე­იცვლება, ხან უარესით, მთავარია, შეიცვალოსო. პრობლემები მაშინ ჩნდება, როდესაც­ არ იცვლება. მეც ვაპირებ, მაგრად ვიმუშაო და შემდეგ პოსტი სხვას გადავაბარო.

- თუ ისეთივე მკვეთრი რეაქცია მოჰყვა­ თქვენს საჯარო განცხადებებს, როგორც ეს "კომბლეს" შემთხვევაში ვიხილეთ, თანამდებობის დიდი ხნით შენარჩუნებას მაინც მოახერხებთ?

- როდესაც ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში ეუბნებიან, რომ ლურჯი ტანსაცმელი უხდება, ერთ მშვენიერ დღესაც კი ვინმე ეტყვის, რომ ეს ფერი სულ არ უხდება, მისი პირველი რეა­ქცია აუცილებლად ნეგატიური იქნება. დღეს საზოგადოებაში ტაბუირებული საკი­თხებია - გვიყვარს ჩვენი კულტურა, ასეთებს შორის მეც ვარ, "ვეფხისტყაოსანს", პრაქტიკულად, ყოველდღე ვკითხულობ.

- ლევან ბერძენიშვილის პროგნოზით, "კომბლეს" შემდეგ "ვეფხისტყაოსანს" დაიწუნებთ...

- მადლობა ღმერთს, ლევან ბერძენიშვილმა რაც თქვა, გადამწყვეტი არ გახლავთ.­ ბერძენიშვილს ან ვინმეს თუ ჰგონია, რომ მას რაც უყვარს, ის უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდა თაობას, მცდარ აზრზეა. თუ განათლების საკითხი ამ მიდგომით განისაზღვრა, დაღუპული ვყოფილვართ. საზოგადოებამ თავის გმირებს განვითარების თვალსაზრისით უნდა შეხედოს.

მე ვოცნებობ ახალ "კომბლეზე", რომელსაც ზღაპრის დასაწყისში ორასი ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი- 220, მთელი დღე კომბლებს კი არ თლის, რამდენიმე კომბალი აქვს, შრომობს და ცხვარს უვლის. თუ მისი ცხვარი დაიკარგა, კომბლით კი არ მოაგვარებს საკითხს, მგელი იქნება თუ ცხვარი, დაელაპარაკება - დაანებე ამ ჩემს ცხვარს თავი და თუ გშია, მოდი და გაჭმევო. ეს არის 21-ე საუკუნის მიდგომა. "კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია და პრობლემების მიზეზიც უნდა დავინახოთ.
საზოგადოება წუხს, რომ მათი შვილები წიგნებს არ კითხულობენ. უკაცრავად, რომელიმე ზღაპრის გმირი კითხულობს წიგნებს, რომ ბავშვმაც იფიქროს, აი, ჩემი გმირი კითხულობს და მეც მივბაძავო. ან რომელი შრომობს მუხლჩაუხრელად?­

ჩვენ გვჭირდება ზღაპრის გმირი, რომელიც სახლს სხვას კი არ ართმევს, მიზანს საკუთარი შრომით აღწევს და თუ სხვას ხელის გამართვა დასჭირდება, უანგაროდ დაეხმარება. საზოგადოებამ თავისი­ გმირები, მათ შორის ლიტერატურული, იმ საჭიროებებთან უნდა დააკავშიროს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. დღეს განსხვავებული საჭირ­ოებებია, ვიდრე ორასი და სამასი წლის წინ ერს ჰქონდა.

- ვინ უნდა შეცვალოს ძველი ზღაპრები­ ახლით, გადაიღოს სერიალები... როდესაც მასწავლებელთა უმრავლესობა კვალიფიკაციის გამოცდებზე მინიმალურ ბარიერს ვერ სძლევს, განათლების დონე კი დასავლურს კატასტროფულად ჩამორჩება, პირველ საკითხად ზღაპრები რატომ დააყენეთ?

- უამრ­ავი ნიჭიერი ადამიანი არსებ­ობს, ფანტაზიაში კი ვერავინ შეგვედრება. დეტალებს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებით საზოგადოებასთან ერთად მოვიფიქრებთ. მულტფილმს რომ გადავიღებთ, არ იქნება­ სავალდებულო სკოლაში, მის ყურებას ვერავის დავაძალებთ.

"მაშა და დათვი" არავის გაურეკლამებია, მაგრამ საქართველოში პოპულარულია - ესეც თქვენი რუსული პროპაგანდა. კარგი თავისთავად იპოვის გზას და საზოგადოებაც აიტა­ცებს, თუ არ აიტაცებს, არც ყოფილა ასატაცებელი.

რაც შეეხება მასწავლებლების საკითხს, გამოცდის სისტემა არასწორად იყო შედგენილი. პროგრამაც გადატვირთული და არაადეკვატურია, რომლის ბაზაზეც გამოცდების სისტემა შეიქმნა, თანაც როგორც კი შეიცვალა პროგრამა, შეიცვალა­ ტესტებიც და მასწავლებელს ვეუბნებით: შენ რომ ოცი წლის წინ დაამთავრე პედაგოგიური, სულ სხვა საკითხი ისწავლე, ახლა მე შენ ცოდნას შარშანდელი სტანდარტით გთხოვ. ამ პრინციპით მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა. ამ ვითარების გამოსასწორებლად უკვე შექმნილია სისტემა, სადაც აქცენტი იქნება ქულების, ანუ კრედიტების დაგროვებაზე. მასწავლებელს შემდეგი დონის მისაღწევად 20 კრედიტის დაგროვება დასჭირდება. კერძოდ, 5 კრედიტი - პედაგოგიკის კუთხით, 5 - კონკრეტულ­ საგანში, 5 - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშა­ობისა და მშობლებთან კომუნიკაციისთვის. პიროვნების ფაქტორს გამოცდა აქამდე­ არ ითვალისწინებდა - ვინც გინდა, ის იყავი, მთელი კლასი რომ შენზე გიჟდ­ებოდეს, თუ ქიმიის ერთი ფორმულა შეგ­ეშლება, სახლში­ გაგიშვებენ. ძიძა რომ მოგყავთ სახლში, ნიშნების ფურცელს ხომ არ უმოწმებთ, ეკითხებით, როგორი ადამიანია.

- ძიძა და მასწავლებელი ერთ დონეზეა? რას ეუბნებით იმ ბავშვებს, რომლებსაც­ სკოლის განათლებით უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარება უჭირთ?

- დღეს ითვლება, რომ მხოლოდ სწავლაა სკოლის მთავარი ფუნქცია. ბავშვმა­ თუ იცის ფიზიკა, მაგრამ ვერ იტანს მეზობლებს, რა არის ამაში მოსაწონი? ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის. ჩემს დროს სკოლაში ასწავლიდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ყოფილიყავი, ჯგუფური მუშაობა არ შეიძლებოდა, რადგან კარნახად და მაიმუნობად ითვლებოდა. როდესაც კომაროვი ოქროს მედალზე დავამთავრე და გარეთ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ შენს უნარებზე კი არ არის აგებული ცხოვრება, სხვა ადამიანების გვერდში დგომაზე. ჩვენ გვინდა ისეთი სკოლა, რომელიც იმისთვის ამზადებს ბავშვს, რაც ცხოვრებაში დასჭირდება. დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა, 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია.

- ფიქრობთ, რომ ბავშვებს­ არც ლიტერატურული შედევრების ზეპირად ცოდნა სჭირდებათ?

- მხოლოდ ქართულ ლიტერატურაში არ არის საზეპიროები - ბავშვებს აზეპირებინებენ ქიმიაში მოლურ მასებს, მათემატიკაში - ფორმულებს, გეოგრაფიაში - სიმაღლეებს, ისტორიაში - თარიღებს. დრო რომ გადის, დამახსოვრების უნარი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც გააზრების. უკვე იმის დამახსო­ვრებაც არ გვჭირდება, რა თქვეს გადაცემაში­ ხუთი წუთის წინ, რადგან გადაახვევთ... სამაგიეროდ, ისე მდიდრდება საინფორმაციო წყაროები, დასკვნის გამოტანა რთულდება. სამ სხვადასხვა ვებგვერდზე ერთ ინფორმაციაზე სრულიად განსხვავებული დასკვნა დევს და რეალური ინფორმაციის მისაღებად კრიტიკული აზროვნება გვჭირდება. ვიმეორებ, რასაც ცხოვრებაში მოგთხოვენ, ის უნდა მოგცეს სკოლამ და რასაც არ მოგთხოვენ, ის არ გჭირდება. თუ საზოგადოება მეტყვის, დაანებე "კომბლეს" თავი, ჩვენ პატარა "კომბლეები" უნდა გავზარდოთო, კი ბატონო, როგორც დემოკრატიულ მმართველობას შეეფერება, ისე მოვიქცევი. ჩემი განცხადება არ ნიშნავს, რომ ხვალვე კანონმდებლობა შეიცვლება - მთავარია, ტაბუდადებული საკითხები არ არსებობდეს, მსჯელობა კი ყოველთვის ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს.

- უკან იხევთ?

- უკან ვიხევ აუცილებლად - მთელი ცხოვრება ამ პრინციპით ვცხოვრობ, წინ მივდივარ, შემდეგ უკან ვიხევ და ასე ვაღწევ მიზანს. თუ საზოგადოება მოითხოვს, ყველა წიგნი დააზეპირებინე ჩვენს შვილებსო, ან კომპიუტერი ეშმაკის მანქანაა და ამოიღე სკოლებიდანო, ასე მოვიქცევი, მაგრამ არა მგონია, რეალურად, ეკრანს მიღმა ასე ფიქრობდეს.

რუსუდან შელია
zura
03 დეკემბერი 2016 14:33
1980 წელს დავამთავრე სკოლა და შემდეგ უმაღლესიც. იმ დროს ბავშვები ზღაპრებსაც ისევე აღითქვამდნენ, როგორც დღევანდელი ბავშვები და ჯგუფური მეცადინეობებიც გვქონდა. მი დროის "საბჭოთა" ბავშვესა და დღევანდელ ბავშვებს შორის მხოლოდ ის სხვაობაა, რომ მაშინ ინტერნეტი არ იყო. ეს კაცი ან იტყუება ან რაღაც ცუდ გარემოში გაიზარდა.
ilo
03 დეკემბერი 2016 11:17
სწორად მსჯელობს, რას ვერჩით. კონტექსტიდან ამოგლეჯილ ცალკეულ ფრაზებს ნუ გამოვეკიდებით, იმ კონტექსტში ისინი სწორედაც რომ მისაღებია
ლარა
03 დეკემბერი 2016 09:28
ბატონმა მინისტრმა საიდან იცის მე ცხოვრებაში რა დამჭირდება? მაგალითისთვის: მე სკოლის პერიოდში ვფიქრობდი,რომ რუსული ენის სრულყოფილად სწავლა ჩემთვის საჭირო არ იყო,მაგრამ მისმა არ ცოდნამ ბევრჯერ კისერი მომატეხინა,ასე რომ არავინ არ იცის პიროვნულად ვის,სად და რა გამოადგება,ადამიანი რობოტი არ არის რომ მინმემ, თუნდაც მინისტრმა დაუწესოს რა გამადგება ადამიანს ცხოვრებაში დარა არა .ზოგს ძმაკაცობა ადგება, ზოგს მელიაობა,ყველგან რომ შეძვრეს და თავი დაიმკვიდროს ზოგს დიდი ცოდნა და განათლება,ზოგს მეზობეი,ნათესავი აი უმაგალითად ბატონ მინისტრს თიბისკ ბანკი თორემ ,დღემდე ვინ იყი ჯეჯელავა ვინ იცოდა მიცი არსებობა.

რედაქტორის რჩევით