"როცა­ პარტიას 33 ათასი წევრი ჰყავს, ასი ან ხუთასი კაციც რომ წავიდეს, ეს არ არის გაყოფა" - ვის გაუშვებენ 20 იანვარს "ნაცმოძრაობიდან"?!
19-12-2016
"როცა­ პარტიას 33 ათასი წევრი ჰყავს, ასი ან ხუთასი კაციც რომ წავიდეს, ეს არ არის გაყოფა" - ვის გაუშვებენ 20 იანვარს "ნაცმოძრაობიდან"?!
"მე და გიგა ბოკერიას განსხვავებული შეხედულებები გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მომავალთან დაკავშირებით"

პარტიული ყრილობის მოახლოებასთან ერთად, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ამჯერად, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თვეში ასი ათასი ლარის დაზოგვის მიზნით "შემცირებაში" მოყვნენ ისეთი აქტიური წევრები, როგორიც არიან კობა ხაბაზი და გიორგი ონიანი. ორივე მათგანი ე.წ. სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები არიან. რა მოხდება ყრილობაზე და რა ალტერნატიულ გეგმას ამუშავებენ ყრილობის შემდეგ ე.წ. ბოკერიას ფლანგის წარმომადგენლები, "კვირის პალიტრას" "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა
ხაბაზი
ესაუბრა:

- ჩემს ხელფასს მთლიანად "თავისუფალი ზონისა" და ამ ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდებისთვის ვიყენებდი - ეს მცირე მხარდაჭერა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ და ამისთვის მძიმე ბრძოლაში თავს მაქსიმალურად წირავენ. პირადად ჩემზე არავითარი პრეტენზია არა მაქვს, მე მაინც "ნაციონალურ მოძრაობაში" ვარ და
საქმესაც ბოლომდე მივიყვან. ეს არის ერთად­ერთი ძალა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლია, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით.

- ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიამ კაბინეტში დაგიბარათ და "საქმეც გაგირჩიათ". თავად ამ ინფორმაციას უარყოფთ, ჩიორა თაქთაქიშვილი ავრცელებს მცდარ ინფორმაციას?

- მე და გიგა ბოკერიას განსხვავებული შეხედულებები გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მომავალზე. ჩვენ შორის საუბარიც სწორედ ამას შეეხებოდა, თუმცა საქმის გარჩევას ამას ვერ დავარქმევ.

- თქვენი ფლანგი აქტიურად დადის რეგიონებში და მიხეილ სააკაშვილიც თქვენ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე სკაიპით ერთვება. იქნება თუ არა საბოლოო წყალგამყოფი ყრილობა და მისი შედეგები?

- ჩვენს თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ 20 იანვარს შვიდიათასკაციანი ყრილობა ჩავატაროთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყრილობა სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს. დავიწყეთ აქტიურად რეგიონებში შეხვედრები, რათა სწორ გადაწყვეტილებას მივაღწიოთ - იმისთვისაც მზად ვართ, რომ ის ორი ათასი კაცი, რომლებიც თავიდანვე მოიაზრებოდნენ დელეგატებად, ალტერნატიულ წინადადებას დააყენებენ, თუმცა ეს აღარ იქნება ჩაკეტილ წრეში ჩატარებული ყრილობა, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. ვვარაუდობ, რომ იმავე ტიპის შეხვედრები ექნება მეორე ჯგუფს, ისინი ცალკე შეეცდებიან, დაარწმუნონ დელეგატები საკუთარ ხედვებში.

- თქვენი და მიხეილ­ სააკაშვილის კამპანიის პარალელურად, თქვენივე მხარდამჭერები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი "თავისუფალი ზონის" მხარდაჭერის ამარა დარჩა.

- 20 იანვარს გამოჩნდება, ვისი მხარდაჭერის ამარა დარჩა მიხეილ სააკაშვილი. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი და ვმუშაობდი ნუგზარ წიკლაურის შტაბშიც, კარგად მახსოვს, რა განწყობა ჰქონდა ხალხს, როგორ იცვლებოდა მათი სახე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ვახსენებდით. ზურა ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემაც თავის დროზე ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ავტორიტეტები იყვნენ, თუმცა კარგად ვნახეთ, რა პოლიტიკურ შედეგსაც მიაღწიეს. "ნაციონალური მოძრაობაც" სწორედ ასეთ შედეგს მიიღებს სააკაშვილის გარეშე.

- თქვენს ამ პოზიციას თანაგუნდელთა ნაწილი ბელადომანიად აფასებს, ოთო კახიძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილს დღეს რეალურად ახალაიების ჯგუფია ამოფარებული. თუ სააკაშვილია ერთადერთი ლიდერი, სად არის მის მიერვე დაანონსებული რეორგანიზაცია პარტიაში?

- თუ მიშა არის ბელადი, ახალაია როგორღა გვმართავს? ან ერთი უნდა გვმართავდეს, ან მეორე. 20 იანვარს გამოჩნდება, ვის მოსაზრებას უჭერს მხარს მოსახლეობა. სიმართლეს დრო გაარკვევს, ჩემს პოზიციაში კი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ახალაია უარყოფით პერსონად უნდათ, რომ დავასახელოთ? ის ვაჟკაცურად მოიქცა, საქართველოში ჩამოვიდა და რეალურად ვერც ერთი დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.

- თუ საქართველოში ჩამოსვლა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა პლუსია ახალაიასთვის, რატომ არ ჩამოვიდა ამავე ლოგიკით საქართველოში მიხეილ სააკაშვილი? გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ დისტანცირებულ მითითებებს საყვედურობს პარტიის ლიდერს.

- არ მაინტერესებს, რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის პოზიციებს ყოველდღიურად იცვლის. ის არც ჩვენი პარტიის სახეა და არც წარმომადგენელი.

- დასასრულ, როგორც კულუარებში ამბობენ, ყრილობის შემდეგ გიგა ბოკერიას გუნდი ალტერნატიულ გეგმაზე იმუშავებს. კერძოდ, განიხილება გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბოკერიას ფრთა გიგი წერეთლის მამის პარტიაში გადავა, რომელსაც დღეს აქვს დაფინანსება იმის გამო, რომ მასთან ერთად ბლოკით მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. გაიყოფა "ნაციონალური მოძრაობა" 20 იანვრის ყრილობის შემდეგ?

- როცა 33 ათასი წევრი ჰყავს­ "ნაციონალურ მოძრაობას", ასი ან ხუთასი კაცი რომ წავიდეს, ეს არ არის გაყოფა.
შესაძლოა, რამდენიმე ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა დატოვოს პარტია, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი ამომრჩეველი და მისი განწყობაა.

რუსუდან შელია
asea es
24 დეკემბერი 2016 20:16
მიშასთან ერთად ხომ რას ამბობ 100-ა,ვაი თქვენ პატრონს.
varlama
24 დეკემბერი 2016 13:46
ბოკერია ვინ არის?ვისი ტიკი ტომარა...55555555555555555555,,,,,,,,,,ვერ ეგირსებიტ ნაც დაკუცმასებას,,,,
გოგიტა
24 დეკემბერი 2016 10:34
ისედაც მკიდია მარა ბოკერიას მის ცოლს რომ დაერხათ ეგზომ სასიამოვნოა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები