ახალი ურთიერთბრალდებები "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვის ამოღებას ითხოვს რატიანი "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო სიიდან?
ახალი ურთიერთბრალდებები "ნაციონალურ მოძრაობაში" - ვის ამოღებას ითხოვს რატიანი "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო სიიდან?
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიიდან ამოიღოს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც 20 იანვრის ყრილობის მზადებაში არიან ჩართულები.

ნიკა მელიას განცხადებით, საუბარია სიიდან ამოღებაზე დათო კირკიტაძის, ნუგზარ წიკლაურის, ეკა ხერხეულიძის, ნინო კალანდაძის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ბეჟაშვილის, ირაკლი ნადირაძის და სხვების.

„სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან დღეს, როცა ყველა ჩვენგანის ყურადღება
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიპყრობილი უნდა ყოფილიყო იმისკენ, თუ რა ვერდიქტს გამოუტანდა ივანიშვილის სასამართლო გიგი უგულავას, პარტიის სათავეში მყოფმა მცირე ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება სამაგალითოდ დაესაჯა განსხვავებული აზრის თანაგუნდელები და მიმართა ცესკოს მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიიდან ამოიღოს კონკრეტული ადამიანები,
რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 20 იანვრის ყრილობის მზადებაში. ამგვარი პარტიული წმენდა და მისი შერჩეული დრო აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ამ მცირე დაჯგუფების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ უკიდურესად უღირსი საქციელისა, ყველა მცდელობა, ხელი შეეშალოს 20 იანვრის მრავალათასიან ყრილობას, განწირულია წარუმატებლობისთვის. 20 იანვრის ყრილობა ჩატარდება ღიად, დემოკრატიულად და ასახავს ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთი ალტერნატივის - „ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით წევრისა და აქტივისტის ნებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკოს აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

"დღეს დილით, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობამდე ჯერ კიდევ მოქმედმა აღმასრულებელმა მდივანმა შეიტანა ცესკოში მოთხოვნა ამოიღონ ჩემი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო სიიდან. ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის და ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას. ივანიშვილის მთავარი მიზანია ჩემი ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების მცირე ჯგუფის ხელით, დაჩქარებულად 20 იანვრის ყრილობის წინ, რომელიც დაადასტურებს პარტიის ერთიანობას და იმას, რომ ამ ერთ მუჭა ადამიანებს არ აქვთ მხარდაჭერა. მე არც მიზნების დამთხვევა მგონია შემთხვევითი და არც ამორალური და ძალიან უსამართლო განაცხადის შეტანის დღის შერჩევა. მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა, საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან. "ნაციონალური მოძრაობა" გამოვა ამ ყველაფრიდან გაძლიერებული და ერთიანი, როგორც არასდროს.", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც "რუსთავი 2"-თან საუბარში სერგო რატიანი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება პარტიის წევრებისთვის წინასწარ ცნობილი იყო.

"ტყუილია ის, რომ მათ არ იცოდნენ ამ საკითხის შესახებ. ერთი კვირაა და მეტიც, ნიკა მელიამ იცოდა ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩვენ ამოვიღეთ სიიდან ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს თვითგამოცხადებული ექვსეული და ფაქტობრივად, პარტია შუაზე გაყვეს და არ მოვიდნენ პოლიტსაბჭოს სხდომაზე", - განაცხადა რატიანმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რომ არ დააკმაყოფილოს “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის მოთხოვნა, პარტიის საარჩევნო სიაში წარდგენილი რიგი დეპუტატობის კანდიდატების სიიდან ამოღების შესახებ, სამი დღის გასვლის შემდეგ, ისინი სიიდან მაინც ამოღებული იქნებიან.

“საარჩევნო კოდექსის” 120-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან იხსნება ცესკოს განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის/საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება, აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან. (წყარო)



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები