"როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მართლა მაქვს სურვილი, რომ შევხვდე"
"როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მართლა მაქვს სურვილი, რომ შევხვდე"
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი უგულავა თანაპარტიელებს შეხვდა. შეხვედრას გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგო რატიანი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი.

მე როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მე მართლა მაქვს გულწრფელად სურვილი, რომ შევხვდე და თუ ერთი პროცენტი არსებობს იმისი, რომ პარტიამ ეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
კრიზისი გაი
აროს, მაშინ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ამ აზრზე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი მაინც ყველა მხრიდან ამ აზრზეა.
ჩემთვის აბსოლუტურად უდავოა, რომ ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან ამ ქვეყნის პრობლემა არაა ”ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირება, ამ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პრობლემა და ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს სწორედ არაფორმალურ მმართველობაზე და აგრესიულად მორჩილ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.

”რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სისტემაში ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდაპარტიული მოვლენები, დემოკრატიის პრობლემაა, რადგან პარტიები ქმნიან კონკურენტულ დემოკრატიას ყველა ქვეყანაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანაში პრობლემა სხვა
რამაა და მისი გასაღები არაფორმალური მმართველობის დასრულებაა. უნდა მოხდეს შეკავება და შემდეგ, მშვიდობიანი ჩამოცილება, რადგან მე რასაც ვუყურებ, ეს უმრავლესობა ნელად მოქმედი ნაღმია, რომელმაც შეიძლება საქართველო ააფეთქოს”, - განაცხადა უგულავამ.

კითხვაზე, თუ რამდენად არის პარტიაში არსებული პრობლემების მოგვარების რესურსი, უგულავამ აღნიშნა, რესურსი არის ადამიანებში და თუ ისინი მოინდომებენ საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი იქნება.


”თუ ადამიანები მოვინდომებთ, საერთო ენას გამოვნახავთ ისე, რომ ჩვენი პრინციპებიდან არსებითად არ გადავიდეთ. თუ ჩვენ ამას არ მოვინდომებთ, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ახალ ვითარებაში ფოკუსირებას იმისთვის როგორ ვიცხოვროთ ხვალ, ამ შემთხვევაში რესურსი არ იქნება. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად 10-15 წელია ერთად მოვდივართ და შეუძლებელია საერთო ენა ვერ გამოვნახოთ, როდესაც ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ რესურსი არსებობს, მაგრამ რამდენად განხორციელდება ეს, გამოჩნდება რამდენიმე დღეში. შეუძლებელია, რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდეს”, - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები