"პატარა სექტას" სურს, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მხოლოდ მას ჰქონდეს"
09-01-2017
"პატარა სექტას" სურს, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მხოლოდ მას ჰქონდეს"
"პოლიტიკური ბექგრაუნდი ნამდვილად მაქვს და ამაში სამარცხვინო არაფერია"

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი გენერალური პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე გახდა - მას კენჭისყრის მეორე ტურის შედეგებით სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. მთავარი შეკითხვა, რაც საზოგადოების ნაწილსა თუ სამეურვეო საბჭოს ვასილ მაღლაფერიძესთან გასაუბრებისას ჰქონდა, მისი პოლიტიკური ბექგრაუნდი გახლდათ, თუმცა, როგორც თავად "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, პოლიტიკური წარსული მეტ-ნაკლებად ყველას აქვს და ამაში სამარცხვინო არაფერია:

- საქმიანობას 9 იანვ­რ­იდან შევუდგები­ -
პირველივე დღიდან ჩემი მუშაობის მთავარი მიზანი საზოგ­ადოებრივი მაუწყებლის მედიაბაზარზე ლიდერის პოზიციაზე დამკვიდრება იქნება.­ რაც შეეხება მოლოდინს, გულწრფელად ველოდი ჩემს არჩევას და თან არც ველოდი.­ ყველა კანდიდატი ღირსეული იყო. გამარჯვება არ მწყენია, მიხარია, რომ ნდობა მე გამომიცხადეს.

- საზოგადოების ნაწილმა თქვენი­ არჩევა გააპროტესტა, ისიც კი ითქვა,
რომ თავიდანვე შეთანხმებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელად თქვენი დასახელება...

- ლაპარაკს ვერავის ავუკრძალავთ, თუმცა, თუ მანამდე იცოდნენ, რატომ თავიდანვე არ ახმოვანებდნენ?

- თავიდანვე ბევრს ჰქონდა მსგავსი პროგნოზი.

- ვისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აუცილებლად მე ამირჩევდნენ? ამის შესახებ ხომ­ თავადაც არაფერი ვიცოდი. იმის­ გამო, რომ საბოლოო შედეგი არავინ იცოდა, გასაუბრება დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. "პატარა სექტას"­ სურს, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მხოლოდ მას ჰქონდეს. რატომ არაფერს ამბობენ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს? ოღონდ გავლენა შეინარჩუნონ­ და აბსურდებს თავგანწირვით­ ამტკიცებენ. ჩვენ მრავალფეროვანი მედიაექსპერტები გვყავს, თუმცა, დრო და ცხოვრება გვაჩვენებს, ვინ იყო სწორი და ვინ ცრუობდა.

- საზოგადოების ნაწილს კითხვა ლოგიკურად უჩნდება თქვენს პოლიტიკურ ბექგრა­უნდზე - "ნაცმოძრაობის" დროს გუბერნატორი­ იყავით, 2012 წელს "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ჩაერთეთ და ხელისუფლების მიმართ სიმპათიაც გამოგიხატავთ.

- "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ ვყოფილვარ, თუმცა, პოლიტიკური ბექგრაუნდი ნამდვილად მაქვს და ამაში სამარცხვინო არაფერია - საქართველოში პოლიტიკასთან შეხება მეტ-ნაკლებად ყველას აქვს. რა იყო სამარცხვინო იმაში, თუ "მეცხრე არხზე" ვმუშაობდი­ და ქვეყანაში სატელევიზიო თეფშების შემოტანის აკრძალვას ვეწინააღმდეგებოდი? რაც შეეხება გუბერნატორობას, ვინც დღეს მაკრიტიკებს, გაიხსენოს, როგორ დასრულდა 2008 წელს დუშეთში არჩევნები. ჩემს წინააღმდეგ ის ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებსაც სურთ მედიასივრცეში­ მათ გარეშე ელემენტარული საკითხებიც კი არ წყდებოდეს. მათ ამბიციების დაკმაყოფილების სურვილი ალაპარაკებთ, თორემ საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ლიდერი იქნება თუ არსებულ მდგომარეობას შეინარჩუნებს, ნაკლებად აღელვებთ.

- შერჩევის­ პროცესს ფონად გასდევდა თქვენი­ სიძის საკითხიც - მერიის შიდა აუდიტმაც დაადასტურა მისი თანამდებობრივი გადაცდომა და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა, შესაძლებელია საქმე პროკურატურაშიც გადაიგზავნოს.

- ელისაშვილსა და ჩემს სიძეს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ელის­­აშვილს ხმაურიანი განცხადებების გახმოვ­ანება სჩვევია, მე განაჩენს დაველოდები...

- როგორ აპირებთ ტელევიზიის ლიდერის პოზიციაზე დამკვიდრებას, შეამცირებთ კადრებს და ბადეშიც რადიკალურ ცვლილებებს გეგმავთ?

- პრიორიტეტი მართვის ორგანიზებაა,­ რაც თავისთავად კადრების შემცირებასაც გულისხმობს.­ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ კითხვის ნიშნები არავის გაუჩნდეს.

"მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ თუ ტელევიზიას ლიდერის პოზიციას ვერ დაუმკვიდრებს, თავად მიმართავს საბჭოს გათავისუფლების მოთხოვნით"

ნინო ზაუტაშვილი, საზოგადოებრივი­ მაუწყებლის გენდირექტორობის ყოფილი კანდიდატი:
- ხუთი კანდიდატიდან ნებისმიერი შეიძლებოდა გამხდარიყო გენერა­ლური დირექტორი. არ ვიცი, მაღლაფერიძე­ რა ცვლილებებს გეგმავს, მან პროგრამა წარადგინა და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა მას...

ნათია კუპრაშვილი, ყოფილი კანდიდატი: -
საზოგადოებას შეუძლია გასაუბრების ღია ნაწილს კიდევ ერთხელ გადაა­ვლოს თვალი და აუცილებლად გამოიტანს დასკვნას, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ბორდმა. რაც შეეხება მაღლაფერიძის გეგმებს, მნიშვნელოვანია გულშემატკივრის პოზიციიდან მონიტორინგი - თუ საზოგა­დოების ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ტელევიზიაში ცვლილებებს, მეტ ანგარიშვალდებულებას იგრძნობს მაყურებლის წინაშე.

ზაალ ანჯაფარიძე, ყოფილი კანდიდატი:
- ვფიქრობ, სხვა კანდიდატებსაც დიდი შანსი ჰქონდათ, რადგან მათ ტელეინდუსტრიაში­ მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. მკვეთრ­ შეფასებებს მოვერიდები - ახალ დირექტორს უნდა მივცეთ ექვსთვიანი ვადა, რომ მის მიზნებსა და ამოცანებში გავერკვიოთ. სხვათა შორის, მან ბორდთან გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ თუ ტელევიზიას მედიაბაზარზე ლიდერის პოზიციას ვერ დაუმკვიდრებს, ორ წელიწადში თავად მიმართავს საბჭოს გათავისუფლების მოთხოვნით.

თინათინ ბერძენიშვილი, ყოფილი კანდიდატი:
- გადაწყვეტილება მიღებულია და მას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

რუსუდან შელია
დათო
13 იანვარი 2017 14:15
პატივცემულო ჟურნალისტო, მკითხველმა უნდა იმკითხავოს, ვინ არის მაღლაფერიძის სიძე, რომელიც მუშაობს მერიაში? სახელი მაინც დაგეწერათ, გვარს ჩვენ თვითონ გამოვიცნობდით.
ოფშკვითი
13 იანვარი 2017 12:14
მიშა და მისთანები კი არ არიან იმდენად საშიშები, არამედ ვასილ მაღლაფერიძე და მისი მსგავსი არსებები. ჯერ მოქკავშირელი იყო, მერე ნაციონალი, ახლა კი პინგვინოიდი...გაგრძელება იქნება!
13 იანვარი 2017 09:38
ეს ააყვავებს პირველ არხს? მანამდე არაფერი გეტკინოთ!

რედაქტორის რჩევით