"ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება"
"ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება"
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ესკალაცია უგულავას წერილით დაიწყო"

გიგი უგულავა ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიური პოლიტიკური ლიდერი იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი პირველივე განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას აპირებს...

მამაუკა არეშიძე:
- გავიხსენოთ ბოლო ხანს უგულავას მიერ ციხიდან გაკეთებული განცხადებები. მან ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ იმ სიტუაციის მომხრე, რაც შეიქმნა "ნაციონალურ მოძრაობაში", არ იყო. მან მიანიშნა, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ლიდერობას მხარს აღარ
You must have Flash Player installed in order to see this player.
უჭერდა. საერთოდ უნდა ითქვას, ის პირები, რომლებიც "ნაცმოძრაობას" წარმოადგენენ და ციხეში მოხვდნენ, მიიჩნევენ, რომ მათ აიღეს მთელი პასუხისმგებლობა თავზე, დაიტანჯნენ პარტიის გამო და ამით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დატოვა და მეტიც, ქვეყნის მოქალაქეობაზეც კი თქვა უარი.


შესაბამისად, "ნაცმოძრაობაში" არა ერთი და ორი სააკაშვილის უკრაინიდან გაცემული ბრძანებებით თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს. სხვათა შორის, გაიხსენეთ, სწორედ უგულავას წერილით დაიწყო დაპირისპირების ესკალაცია "ნაციონალურ მოძრაობაში", იკითხებოდა, რომ გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის აქტიურობის უკან უგულავა იდგა. სწორედ მან
პირველმა ესროლა სააკაშვილს ქვა. სასამართლო პროცესზე უგულავამ ბრალი, ფაქტობრივად, აღიარა და ციხიდან გამართლებული კი არა, სასჯელმოხდილი გამოვიდა. მართალია, ციხის კართან ბევრი ილაპარაკა პოლიტპატიმრობაზე, მაგრამ არ მესმის, ადამიანი პოლიტპატიმარი როგორ უნდა
იყო, როდესაც 800 კაცს ბიუჯეტიდან არაფერში უხდიდა ხელფასს, რაც თვითონვე აღიარა...
უგულავას ნაბიჯები ჯერ კიდევ ციხიდან მიანიშნებდა იმაზე, რომ ის ემზადებოდა ბრძოლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, იმ მიმართულებით ვითარდება, რაც "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერის ინტერესებს ემთხვევა, ანუ "ნაცმოძრაობის" დაშლისკენ.

- ეს უბრალო დამთხვევა გგონიათ?
- "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შანსი "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას ხელიდან რომ გაეშვა, პირდაპირ ვიტყვი, სულელები იქნებოდნენ. აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს საკუთარი ხელითვე აშლევინებენ პარტიას.

რაც შეეხება თავად უგულავას, ის ძალიან წინააღმდეგობრივი
ფიგურაა, გახსოვთ, ალბათ, ის სტიქაროსანი იყო, შემდეგ საეკლესიო განათლებაც მიიღო, თუმცა, როცა სჭირდებოდა, არად დაგიდევდათ საეკლესიო ნორმებს და ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქის ავტორიტეტის გამოყენებასაც მუდმივად სათავისოდ ცდილობდა. ციხიდან გამოსულმა უგულავამ რწმენასა და მორალზე ისაუბრა... თუმცა, ვინმეს დაავიწყდება 2012 წელს ატეხილი ამბავი, როცა თბილისის მაშინდელმა მერმა საშობაო ეპისტოლე ჩაასწორა, რომლის სრული ვერსია, როგორც მახსოვს, თქვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა?!

- თქვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობით "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია?

- მე ასე მგონია, ამასთან, ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაცია შეუქცევადი პროცესია. გაყოფა არ იქნება ადვილი. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, თუ ვის დარჩება პარტიის სახელი. როგორც ვატყობ, ბრენდის წართმევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის ნიშანია სერგო რატიანის მოთხოვნა, რომლითაც მან ცესკოს მიმართა და პარტიის საარჩევნო სიიდან რამდენიმე პირის ამოღება მოითხოვა. მოკლედ, სერიოზული ბრძოლა მიდის.
ფაქტია, ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ნაცმოძრაობის" ლიდერებს საკუთარი ხელით აშლევინებენ პარტიას!.."
lali
12 იანვარი 2017 12:38
ძველი სახეები გულს ურევს უკვე მოსახლეობას,ახალი,ჯანსაღი ძალა უნდა მოვიდეს,ხალხისთვის რომ იზრუნებს და ქვეყნისთვის..ნაცებიც და ქოცებიც ერთნაირად გულისამრევია ყველა,გაფცქვნეს საქართველოს მოსახლეობა,მეფის რუსეთის დროინდელი ეკზეკუციებიაა,,ხოდა ამატ რევოლუცია მოაშორებს აქედან.სოციალური რევოლუცია.........
იაგო
11 იანვარი 2017 21:05
ამათ რა გამოასწორებთ,თამაშობენ რომ სხვა ქურქი მოირგონ,არ გაგივათ,თქვენ ყოველთვის ახალგაზრდების მკვლელები იქნებით,იმ მაიმუნური ომის დროს დაღუპული ბიჭების სისხლი როგორ გასვენებთ,ბოდიშის მოხდაც არ გინდათ ახლა ნიღაბი გინდათ მოირგოთ?
Giorgi
10 იანვარი 2017 20:53
Chorvilelma imxela shegvisrula... shah abasi, gaizaxis me Vin vyofilvaaar amostan shedarebitoo :))
tvalsazrisi
10 იანვარი 2017 20:05
უგულავას დანარჩენი ჯილა ნაცებიც დაადევნეთ,თორემ კრება ვერ დარჩება მხიარული.ნაცები კი არ იშლებიან, არამედ სტრატეგიას ცვლიან,რათა როგორმე ისევ მოსხდნენ ხელისუფლებაში და აკეთონ ანტიეროვნული საქმეები.ამას უგულავა გაუძღვება,თანაც,-ნიჭიერად.ვივა მაკკაინს, რომელსაც ასე არ სურს თანადამნაშავეთა პატიმრობა და ვავა საქართველოს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა