"ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას" - "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა
"ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას" - "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა
პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

”ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას. პარტიიდან გარბიხართ, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი”, - მიმართა ნიკა მელიამ სერგო რატიანს.

საპასუხოდ კი სერგო რატიანმა მელიას მოუწოდა ეთქვა, თუ სად იყო აქამდე და რა პოზიცია ჰქონდა.

”ბოკერიას ვინც უჯერებდა, კარგად ვხედავთ. აქამდე სად იყავი. გარბიხართ თქვენ, როდესაც აწყობთ
იმას, რასაც აწყობთ”, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

ნიკა მელია დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა ოთახიდან ტაშით გააცილეს.

თანაფრაქციელების დაპირისპირებს ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.

როგორც მან ინციდენტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია, რომელიც საკუთარი ფრაქციის წევრებს ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება, გუნდის ლიდერი ვეღარ იქნება.

ხოშტარიას განმარტებით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი სხდომა, სადაც თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. ხოშტარიას განმარტებით, უგულავა თანაგუნდელებს სთხოვს, რომ ყველა რესურსი ბოლომდე იყოს გამოყენებული კონსულტაციებისთვის.

იხილეთ ასევე: "ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ
დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება"


"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები