"შედგა საუბარი" - რაზე შეთანხმდნენ უგულავა და სააკაშვილი?!
"შედგა საუბარი" - რაზე შეთანხმდნენ უგულავა და სააკაშვილი?!
"გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია -”ნაციონალური მოძრაობა”, გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განუცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება. მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ემორჩილება მეორე მხარე.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა.

”შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება კიდეც. სწორედ ამ ფონზე გიგიმ ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას" - "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა


11 იანვარი 2017 13:53
ჭორვილა "ატვეჩაეტ"!))
qartveli
10 იანვარი 2017 11:32
რა მაგრად შეგისრულათ ივანიშვილმა
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?